↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined14 Nov 2007
Posts2
კარმა50
OFFLINEPROFILE
(ვერაფერი გამიგია...)
მურმან ლებანიძე

ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია _
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან _
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება _
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო _
რაც მომხვდება, ვიყვირო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება უსიყვარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული, უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის,
ხშირად პირველს სჯობს.
იგი არ უხმობს ქარიშხლიან, უმიზნო ვნებებს...
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი...
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება...
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს...
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი...
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ...
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება...
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მკვდარი სურვილები

დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.

სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით,
ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება.
თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი
და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.

და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი,
დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით.
ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი,
არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.

მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია
და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა.
გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია,
ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
წვიმის წვეთებს გავაყოლებ ფიქრებს სევდიანს,
გულის ჭრილობას მომიშუშებს წყვდიადი ღამის...
და თუ გადარჩა მოგონება გარდსულ დროთა
ალბათ, იმასაც მალე წაშლის წყვდიადი ღამის...
შენზე ფიქრებს დაუსერავთ გულის ფიცარი,
მე ხომ შენს მეტი ქვეყანაზე ვერვინ ვიცანი...
და თითქოს ქარი ჩამჩურჩულებს გეყოო გლოვა,
ის, ვისაც ელი, დამიჯერე, უთუოდ მოვა...
რადგან უშენოდ უფერული გახდა ცხოვრება,
გულზე დამაწვა დარდისაგან მძიმე ლოდები...
და თუ ლოდინი დამიბრუნებს შენს თავს იცოდე,
დაგელოდები... სიკვდილამდე დაგელოდები...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
წვიმის წვეთები დასცურავენ
ფანჯრის მინებზე,
ქარი ვედრებით კარებთან დგას:-
\"გამიღეთ კარი!\"
რა ადრე გაქრა გაზაფხულის
მზიანი ჩრდილი,
რა ადრე გაქრა ჩემი ყრმობა
ჩემი სიზმარი!
დროო წყეულო,სად წაიღე
ჩემი ფიქრები!
დროო ბოროტო,სად დამარხე
ოცნება წყნარი?
მარქვი,ოჰ,გველო,რად დაგჭირდა,
რომ მოგეწამლა
ყვავილოვანი სიყმაწვილე
და ჩემი ქნარი?
დაღონებული გავცქერივარ
ცისა დასავალს,
სადაც იშლება მოღუშული
ღრუბელთა ჯარი...
ქვითინებს ზეცა,ქვითინებენ
ცაცხვის ხეები
და გულმოკლული ქვითინებს და
ქვითინებს ქარი...
დამათრობელი-როგორც ჩემი
მოგონებები,
წინ მიდგას ღვინო,ლალისფერი
და ძველი ღვინო...
ვსვამ განუწყვეტლად,ვსვამ,რომ დავთვრე
მოგონებებით,
და მეც საზარლად ვიქვითინო
და ვიქვითინო.
ოჰ,რად მომექცა ასე უღვთოდ
მე ჩემი ბედი,
რად დამიმსხვრია სიყმაწვილის
წრფელი სიამე...
სადაა ჩემი ყვავილები,
სადაა რწმენა?
ზეცავ,სასტიკო,მიპასუხე,
მითხარი რამე!

გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
კ...

მე არ მოვიდრეკ შენ თვალწინ მუხლებს,
ვერც საყვედურით,ვერც შერიგებით
ვეღარ იმეფებ ჩემს სულსი უკვე,
რადგან უცხოა ჩვენი ფიქრები.
შენ დაგავიწყდა,რომ შეცდომის წილ
ვერ მოგართმევდი თავისუფლებას;
ისედაც ბევრი შევწირე წელი
შენს ღიმილსა და გამიზნულ ვნებას.
ისედაც დიდხანს,ამაო რწმენით
ვხედავდი შენში იმედის აფრას
და მისთვის მძულდა სამყარო ვრცელი,
რომ მყვარებოდი ყველაზე მძაფრად.
ვინ იცის,იქნებ ყველა ის წამი,
შენ რომ თელავდი, როგორც იელებს,
მე შთაგონებას მოვტაცე ძალი,
მაგრამ შენ რითი მიმაგიერე?!
ან შესაძლოა ღვთიური აზრით,
რომელსაც სული ელის ყოველ წამს-
მე სამყაროსთვის მიმეძღვნა განძი,
მას კი დიდება ჩემთვის მოეძღვნა?!
რატომ შემპირდი,რომ იმ დიდებას
შენი გვირგვინი შეცვლიდა მხოლოდ?
რატომ არ იყავ ადრე ისეთი,
როგორი გულქვაც შეიქენ ბოლოს?
დე,სიყვარული სხვისი იწამე,
მე ამაყი ვარ!კარგად მიხვდები-
რაც უნდა მოხდეს ცოდვილ მიწაზე,
მონად არასდროს არ გაგიხდები.
მე,შეიძლება,სამხრეთის ცის ქვეშ
გადავიხვეწო უცხო მთებს შორის,
მაგრამ ერთმანეთს ჩვენ ვიცნობთ ისე,
ვაითუ,დავრჩეთ უნუგეშონი?!
დროა,ჩამოვკრა განცხრომის ზარებს
და ეს სიშმაგე შევფიცო ყველას;
მე ყველას თვალწინ ვიცინებ მწარედ,
მტირალს კი ვერვინ მიხილვს,ვერა!
გავხდები უღვთო,სიცრუით სავსე,
დე,სიყვარულიც გახდეს სამსალად,
ან როგორ უნდა ილოცო ქალზე,
თვით ანგელოსმა როცა გამცვალა?!
მე ხომ ტანჯვისთვის მზად ვიყავ მუდამ
და ყოველგვარი საფრთხის მსურველი,-
რომ შევხებოდი მაგ ნორჩ ხელს,თუნდაც
სულ ერთი წამით!-აი,სულელი!
ვერ ვეგულისხმე ვერაგულ ღალატს,
ისე მოგართვი სული ცინცხალი;
იმ სულის ფასი იცოდი განა?
იცოდი:-მე რომ ვერ შეგიცანი!

ლერმონტოვი
=ait=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
***
გული,ოჰ,გული,შემეძლოს ნეტავ,
მისი ვინმესთვის ახლა ჩვენება,
გულში შევიდა,ვაიმე,დედავ!
სიკვდილი,შიში და შეჩვენება...
სიკვდილი,წყევლა და შეჩვენება.

გალაკტიონი
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
ცოტა სიყვარული კმარა,
ცოტა სიყვარული,თვარა
რომ შეგშლის და გადაგრევს
იმისთანა სად არის?!
ცოტა სიხარული კმარა,
ცოტა სიხარული,მარა
ან ის ცოტა,ან ის ცოტა
ან ის ცოტა სად არის?!

მ. ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2007
Posts13
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ არა გაქვს მეფის გვარი,
ფრთა ფარფატა თოლია,
მაშ, თვალები თამარ ქალის
როგორ გამოგყოლია?!
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დამიჯერო იქნება,
ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ,
თეთრი უფრო გიხდება,
შენს სიყვარულს დავიფიცებ,
დამიჯერო იქნება,
წარბს ნუ შეკრავ გენაცვალე,
გაღიმება გიხდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
*******
მანეს იასამანთან და
მონეს იასამანთან
მზემ გოიას საქანელა
გაჰკიდა და გამართა.
ხოკუსაის მთებზე ენთო
კოროს შარავანდედი,
იღვიძებენ
ვან გოგის და რენუარის ვარდები.
არც როდენის ქარი ჩანდა _
უთავისებურესი _ არც ვრუბელის
ღრუბელი და
არც რემბრანდტის ბურუსი.
ორი ფერი ბატონობდა
შერწყმით და შეთავსებით:
ხან სეზანის ფორთოხლები,
ხან მატისის თევზები.
ველასკესის მეძებარი
აღარავის უყეფდა,
ფიროსმანაშვილის
შველი იდგა რუსოს მუხებთან.
დორეს ედემს ფერს მატებდა _
ტინტორეტოს ედემი,
ვერონეხეს ლაჯვარდები
და პიკასოს მტრედები.
გადაევლო ცას
რუბენსის ცისარტყელა ხალასი,
ბოტიჩელის გაზაფხული
შედიოდა ძალაში.
შემოვიდა ცხრა ნაცნობი
და ბაღს დაეპატრონა
ტიციანის მადონა და
ვან ეიკის მადონა და
ვან დეიკის მადონა და
ბოსხის, გრეკოს, ლეონარდოს,
ჯოტოს, მიქელანჯელოს და
რაფაელის მადონა.

ვახტანგ ჯავახაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხატიტა_26-ს

ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი?
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.
აივანზე დარდიანობ,
მთვარეს გასცქერ ქერათმება,
გოგოვ, ბაგებანგიანო,
ვისი ნახვა გენატრება?
ხედავ?
ღამე დათალხული
მთვარის ბანგით დაიბნიდა,
მითხარ, ვისი გახდა გული,
ვის გასცქერი აივნიდან?

ხედავ,
გოგოვ, თვალგიშერავ,
ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...

ბაგეს ღიმი როდი ფარავს,
დარდმა ცრემლი შეჰკონაო...
გოგოვ,
ვინმე მოგიპარავს,
იტყვის, ოქრო მეგონაო...
ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ,
გოგონი,
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.

ვახუშტი კოტეტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
შორს... დედამიწა ცხოვრობდა ნისლში,
ცრუ ბედისწერა ყვავილებს კლავდა,
მე ვიძინებდი ძლიერი შიშით
და დემონები მეხვივნენ თავთან...

მომქონდა შენთან ჩემი ცრემლები
ბზარავდა მინებს ძლიერი ექო,
საშინლად თოვდა, და ფანტელებით
კვლავ ივსებოდა გზა საცალფეხო...

მე დედამიწა მახსოვდა ასე...
უგონოდ მთვრალი, უგონოდ სველი...
მიუღწეველი იყო სინაზე
და სილამაზე შეუმჩნეველი.

ვკვდებოდი თითქოს.. როგორც ტარიგი...
იქვე ჩემს სახლთან ხარობდა გვიმრა,
დრო, ჩემზე ადრე გარდაიცვალა
და გადარჩენა მომისამძიმრა.........

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
უკვდავი ტრიო

გალაკტიონთან ერთად
და ტიციანის გვერდით...
წელგამართული მეტად,
მადლიერი ხარ ხვედრის...
ასეთი არის ბედი,
უფლის რჩეულთა ბედი...
რასაც ინატრებს ქვეყნად,
მაესტრო არაერთი...
ქმნის უკვდავების ტრიოს,
ტაბიძეების ჯიში...
და ზმანებებში რიონს,
ხელებში აჰყავს ჭყვიში.
გეძახის, როგორც ადრე,
სიყრმის ფერადი ვანი...
სადაც ამაღლდა ცამდე,
პატარა ეზო-კარი.
როგორც დაღლილი დენდი,
გაეპარები ქალაქს...
იქ, რიონისპირს, დედა,
ისევ დაეძებს გალას...
დედის ძახილიც გესმის:
,,სადა ხარ, გატუნია\'\'...
ღამით აბოდებს ლექსი,
ფშანში გატრუნულ ნიავს...
ბუდობს გარშემო სათნო,
დაუვიწყარი ხმები...
და განა ღვინო გათრობს,
მარადისობით თვრები.
იქ, კიპარისი ღელავს,
მთვარე კამკამებს ბადრი...
და იღვენთება ნელა,
გულსმოწოლილი დარდი....
წელგამართული მეტად,
მადლიერი ხარ ხვედრის...
გალაქტიონთან ერთად
და ტიციანის გვერდით...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
დაიძინე, ქალავ, თორო
შავი ღამე ფშვინავს,
დაიძინე დედის თოლო,
დაიძინე, შვილავ!..
ახლა გარეთ ოჩოპინტრე დადის,
ნისლის ქუდი პატარა რქებს მალავს,
მძივს აგისხამ, სამძჲმარას დარდო,
დაიძინე, ქალავ!..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts88
კარმა50
OFFLINEPROFILE
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე . . .

ამ ნატვრისთვის - ვეღარ გამიძლია.

ო, სამშობლოვ ! შენზე ფიქრიც

ვეღარ დამითმია.

სად არ ვიყავ . . .

რა არ ვნახე . . .

მაინც ვერ გაგცვალე,

ჩემო პატარა წალკოტო,

შენს სულს ვენაცვალე.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი