↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
დაღალვით ხეზე მიწოლილა მოხუცი რაში,
მის წინ დევები იღერებენ ეშვებს და დინგებს
და თეთრი მთვარე საიდუმლოდ ჩასული ჭაში
განცვიფრებული უყურადებს მიმავალ ჭინკებს.
ამ სიჩუმეში ვინ დათვალოს გზანი,ჰუნენი?
აქ წარსულშიც და მომავალშიაც
შეჩერდებიან საუკუნენი.

გალაკტიონი
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
გითხარი,გეწყინა,ბავშვივით გაწითლდი,
ბავშვივით დამტუქსე თან,
რა ცუდი ყოფილხარ,მომეშვი,გამცილდი,
როგორ გამიბედე თქმა.
არაო,თავს აქნევ,სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს.
მე კი,ასე ცუდი ,მეგობრებს ვუამბობ
როგორი კარგი ხარ შენ.

შოთა ნიშნიანიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმგვარადვე მდევ...იმგვარადვე მკლავ.

ო,როგორ მომწყურდი!მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა,იმგვარივე ხე...

იგივ ქარი დაჰქრის,იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე,იმგვარივე გზა.

ძლიერ...ძლიერ...ძლიერ...ვეტყვი ზენა ქარს
იმგვარივე ხმით იმგვარივე ზარს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
მთვარემ ღამე გაათია,კრთება შუქთა დინება,
ღამის სამი საათია,შენ კი არ გეძინება.

გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით.
შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.

ეფინება გზებს სიმებად ლალთა ცეცხლი,საყურე,
შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined27 May 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
\"როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამ ქვეყნად ხარ,
რას უნდა ვეტრფოდე მეტს, რა უნდა მინდოდეს სხვა.
შენს ნახვას ამოჰყავს მზე, მამშვიდებს მე შენი ხმა
როგორ დავემდურო ბედს, როვა შენ ამ ქვეყნად ხარ.\"

\"რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.......
.......................
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული\"
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ოცნება ჩემი მოწვიმარე ზეცას შერთია,
ღმერთის განძარცულს რწმენა მაინც დამრჩა მეფური
უკანასკნელი სიყვარული ერთადერთია
უკანასკნელი სიტკბოებით გამწარებული
ბრმად უნდა ენდო ერთხელ მაინც ბედის იალქანს
რომ უბედურების უხილავი წამიც იცოდე
უკანასკნელი სიყვარული ელვას მიაგავს.
მის სილამაზეს ვერ გასწვდება სამი სიცოცხლე.
ეს სიმართლეა არა ეჭვი არა ფანტომი
ამგვარ სიმართლეს აიფარებ რკალის ფარადაც
უკანასკნელი სიყვარული მარად მარტოა
და რაც მარტოა წილნაყარი არის მარადთან.
არა სჩვევიათ ამ დროს მინდვრად პეპლების ჭერა
როცა გარშემო მსუბუქ ფრთებით დაქრის ზმანება
უკანასკნელი სიყვარული ნაკლებად სჯერათ
დიდებასავით იცის ხოლმე დაგვიანება.
წლები მიქრიან სიყვარულო წლები მიქრიან
ვგრძნობ დავიღალე, ბედს კი მაინც არ ვემდურები
მსაყვედურობენ მაგრამ არვის არ უფიქრია
შენს გამო როგორ შემიყვარდა საყვედურებიც
და თუ ამაოდ მარტოობის ეჭვებს გავენდე
და თუ სხვა საშველს სიცოცხლეში ვერ მივამგვანე
მე ერთხელ კიდევ შენს სიყვარულს ღმერთს შევადარებ
და შენს მუხლებთან დავემხობი ვით კართაგენი.

გიო, მიყვარხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.

ჩოხელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
წადი, ვიცი, შენც მოგბეზრდა
უმიზეზო ჩემი სევდა,
წადი, წაჰყევ, ვისაც ენდო,
წადი, მაგრამ
უკან აღარ მოიხედო.
წადი, მაგრამ თუ სინაზე
სხვაგან ჩემი ვერა ნახო,
არასოდეს დამიძახო.
წადი, წადი, ვიცი უკვე
სხვაგან ეძებ შენ სანუკველს,
წადი, მაგრამ ესა გწამდეს,
წადი, მაგრამ ეს იცოდე,
თუ არავინ არა მგავდეს,
თუ არავინ არ იწვოდეს
ჩემი ცეცხლით,
ჩემი ალით,
თუ არავინ არა გწვავდეს
შთაგონების სიმხურვალით,
არასოდეს მომიგონო,
არასოდეს, არასოდეს,
თუ გინდ გულში ქარი ქროდეს
უმძიმესი მოგონების,
თუ გინდ ცეცხლი გწვავდეს ვნების
არასოდეს მომიგონო, არასოდეს,
გესმის, გესმის?

პეტრე გრუზინსკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
*

ბევრი მყავს,ბევრი მეგობრები,
მტრები კი-ცოტა.
რა მდიდარი ვარ,ღმერთო ჩემო!რა განძის მქონე!
არ მივიწყებენ მეგობრები-ვერ ვიტყვი ცოდვას,
მტრებს კი ისედაც ვახსოვარ,ვგონებ...
სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ.
ოჰ,მეგობრები!-თანამგზავრნი ჩემი ცხოვრების,
სიკვდილის შემდეგ მეგობრები დამივიწყებენ...
მტრებო,იცოცხლეთ
მტრებო,მუდამ გემახსოვრებით!..

შოთა ნიშნიანიძე
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
წაიღე მთელი სიყვარული ძვირფასო ჩემგან,
მაგრამ მდიდარი თავი უფრო ნუ გეგონება,
ძვირფასო,რასაც სიყვარულის სახელი ერქვა,
უამისოდაც იყო მხოლოდ შენი ქონება.
მე არ გაყვედრი რომ ეს გრძნობა მხოლოდ შენია
რაც მაბადია სულ შენია, რაც გინდა უყავ!
მაგრამ ერთი რამ გასაკიცხი და საწყენია,
გემოს უსინჯავ და სიყვარულს მიბრუნებ უკან.
ძვირფასო ქურდო,მოგიტევე ქურდობა შენი,
თუმც ღარიბ-ღატაკს ყველაფერი შემომელია,
ნაცნომ სიძულვილს სიყვარული ღებულობს წყენით,
მაგრამ ეს მტრობა სიძულვილზე უფრო ძნელია,
შენი სიავე ჰგავს სიკეთეს,ავხორცო ტრფობავ,
მომკალი,მაგრამ ნუ იქნება ჩვენს შორის მტრობა.

შექსპირი =ait=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
OFFLINEPROFILE
*
წავალ, დავეცემი მინდორთან
დაღლილი ლექსით და წვითა,
განა სიყვარული მინდოდა?
სხვა რაღაც,უფრო წმინდა.
*
ვაი,რა ცუდად გიცვნივარ,
რა ტყვილად გდებდი იმედებს,
მე ათი გულის ღირსი ვარ,
შენ ერთიც ვერ გაიმეტე.
*
შენი თვალების დაღლილი ეშხი
თან გამყვა,როგორც ლურჯი ღიღილო,
მე მხოლოდ ბავშვი მიყვარდა შენში
და აღარ მინდა კაცად გიხილო.
*
მივდივარ,
მომდევს მტკვარი სატივე,
და ანთებული ზეცა ხომლებით,
გული გატკინე და მაპატიე,-
ტკივილით უფრო გემახსოვრები.
*
მინდა მახსოვდე ყველგან,ყოველ დროს,
შენზე ოცნება მინდა ურიცხვი,
ვერ შეგიყვარე მაინც ვერასდროს,
ვერ გაგიმეტე სიყვარულისთვის.
რად ჩამრჩა ხსოვნაში ისევე
სხვა ფერით,სხვა იდუმალებით:
ბავშვურად გაწვდილი კისერი
და შველის დაღლილი თვალები.
*
შენ ისე კარგი ხარ:სხვისთვის მენანები,
ნათელი ოცნება ღრუბელმა შენისლა...
აღარ შემიყვარდე:დახუჭე თვალები
კაცისა კი არა-დამფრთხალი შვლისა.

ნაზი კილასონია

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Oct 2007
Posts19
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლიკაკო,კარგი ხარ=ko=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
რა კარგია აქ.....ეს თემა ჩემი თავშესაფარია...გა-ი-ხა-რეთ!!!

სამშვილდე იის ბილიკი,
ხმამ მომაბრუნა მისამა,
გულგრილად რისთვის ჩამივლი?
შენ რომ გიყვარდი ისა ვარ.

სხვებიც ასევე დაკოდა
შენმა მშვილდმა და ისრმა,
ნუთუ ერთგვარად შეგიგრძნო
ჩემმა გულმა და სხვისამა?!

ანა კალანდაძე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ფრინველებში შაშვი მიყვარს,
შაშვი მებულბულება.
ბულბულს შაშვი მირჩევნია,
კაცია და ბუნება.
ახ, გიტარავ, შენ მომიკვდი,
რაღა მერანუნება...
მაინც ყველას მირჩევნიხარ...
კაცია და გუნება.
კვიცივით ხტის ნორჩი გოგო,
ან რა დაეწუნება,
ზოგს კი ბანოვანი მოსწონს,
კაცია და გუნება.
ვშლი დიდებულ უცხოელებს,
სხვაც ბევრია ცთუნება,
ფშაველა კი ცეცხლს მიკიდებს,
კაცია და გუნება.
ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზერ,
განა გამემტყუნება?
გულმოკლული უფრო მიყვარს,
კაცია და გუნება.
თავო ჩემო რაც ხარ ეს ხარ...
ვერ გადახვალ ბუნებას,
ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ...
კაცია და გუნება

შოთა ნიშნიანიძე ”კაცია და გუნება”

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყველა გიორგის და არა მარტო გიორგის, ვულოცავ გიორგობას და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს!
წმინდა გიორგის მფარველობა ნუ მოგვკლებოდეს ქართველებს!

ძალიან მომინდა ამ ლექსის ჩაწერა( ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსია), თან ამ დღეს უხდება

ვის ცხენზე ზიხარ, ვის თეთრონზე, გიორგი, გიორგი!
წმინდა გიორგიმ მიწყალობა, თეთრმა გიორგიმ!

-ეგ ხორასნული ხმალია თუ ელვა-მეხია?
-წმინდა გიორგიმ მისაჩუქრა, დიდმა სეხნიამ
მელის მარაბდა, ტაშისკარი, მელის მარტყოფი,
სიმწარევ, ბოღმავ, მძულვარებავ, დღემდე ბარტყობდი.

...ცხენი ჭიხვინით, სისხლით გავრუმბე
თათრის სულები მოვაძოვინე,
თათრის გნიასი ავკიდე ღრუბლებს
და შაჰს ირანში მოვაწოვინე...

გზაჯვარედინზე გაიკლაკნა ბედი როკაპი
და მოგაწივლა, მოგაწივლა გველის ორკაპით
-ვისი ცხენია ეგ ფეხკავშა, ვისი, გიორგი?
-მაღალი ხონთქრის ფეშქაშია, ვაი, გიორგის!
-ნუთუ მტერს უნდა ემსახურო მოყვრის მაგიერ?
თათარი უნდა გაალაღო მოთხრის მაგიერ?

და ჩალმა უნდა დაიხურო ნაბდის მაგიერ?
ბაიათს უნდა ანაცვალო \"მრავალჟამიერ\"?

-საით იჩქარი, ახლა საით, საით, გიორგი?
ფერი არ მომწონს არც შენი და შენი იორღის!
იქ ბაზალეთი ღვთისმშობელის ცრემლებით ბზინავს...
იქ დგანან ძმები ქართველები...
-აღმიდგეს ვინა!...

ფრესკა-ხატებზე მოქუფრულა დიდი სეხნია,
ხმალიმც ვადაში გადაგტეხია!

კასპში კი ძეგლი - უკუღმართი დროის დიდება
ვეებერთელა (არა მახვილს) ჯვარს ეზიდება
ელვა,გრიგალი - დაკუნთული ჯგრო მუხის რკოთა
ცდილობს ამოხტეს ბრინჯაოდან, ბედიდან, დროდან.
და, თუმცა რიხი შეჰკორძვია ტანს ქვითკირივით,
ლომის ბუხუნში
ჩუმად ისმის კაცის ტირილიც...

შოთა ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი