↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

სხივმა ჩახია ღრუბლის კარავი
და ცამ ცისაფრად გადაიდარა,
არ გაიკარა გულმა არავინ,
არასდიდებით არ გაიკარა.

სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე ზღვაა და ვიდრე მდინარე,
სისხლთან ნაზავი ცრემლის წვეთია,
გაოფლილ მკერდზე ჩამომდინარე.

ბედს მიჯაჭვული ლპება ბორანი,
დღით დასიცხული ჭალა სისინებს,
ნამოსახლარზე ჯდება ყორანი
და თვალით თვალში მიყრის სიცივეს.

სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე სიცოცხლე კაცის სამყოფი,
ცად ავარდნილი ხსოვნის სვეტია,
სამურზაყანოს სულის გამყოფი..

ტალღა ქვიშაზე იწყებს ხეტიალს,
აზალიები თვალებს კვესავენ,
სამშობლო ბევრად უფრო მეტია,
ვიდრე გვგონია,თქვენი კვნესამე!

ცა ციცასავით მკლავზე დამიწვა,
დილამ ქოთქოთით გადაიდარა,
არ გაიკარა გულმა სხვა მიწა,
არასდიდებით არ გაიკარა.

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
* * *

პატარა თოვლის ფიფქის მეშინია,
პატარა ნაპერწკალიც მათბობს,
სამყარო კივილამდე შეშლილია,
სამყაროს უმეცრება არ თმობს.

იუდას საცალფეხო ბეწვისხიდზე,
ცხოვრება თავდაყირა დგება.
ობოლი სიყვარული შევიხიზნე,
მუდმივი წამება და ვნება.

სიცოცხლე უსაშველო ტკივილია,
სიკვდილი უმეტესად შვება,
სისხლის საუკუნე მიილია,
სულის წაწყმედისა დგება.

მიწა ხორცის გახრწნამ გადარია,
ზეცამ სულის კვდომა იგრძნო,
ღმერთო, შეგავედრებ ადამიანს!
ღმერთო, მომისმინო ვინძლო.

პატარა თოვლის ფიფქის მეშინია,
პატარა ნაპერწკალიც მათბობს,
სამყარო გულსამრევად შეშლილია,
სამყაროს უმეცრება არ თმობს.

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
niniko wrote:
ციტატა:
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
\"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში.\"

მანანა ფრუიძე
=ofl= =ofl= =ofl= მადლობა ნინიკო საუკეტესო ლექსია რაც კი მსმენია ახალი დაწერილი.ეს სიმღერაცაა და ხომ არ იცი ვინ მღერის? პენსილვანიაში ყოფნისას სადაც ქართველები შევიკრიბეთ რთველზე და სუფრა გავმართედ ერთმა მანდილოსანმა იმღერა მაგ სიმღერა და ყველა გავშეშდით ვინც სუფრაზე იყო,ცრემლს ვერ იკავებდა კაციცა და ქალიც. მადლობა რომ ეს ლექსი დადე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი ლექსია ,ზვიგენი... ავტორი მე ვარ და მღერის თამრიკო დავითაშვილი,ქართველი მომღერალი ქალბატონი...
მიხარია,რომ მოგწონს...
ახლა მეგობრის ნიკით ვსარგებლობ:)
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
აი თამრიკო დავითაშვილმა იმღერა ზუსტად მაშინაც. ყოჩაღ.ძალიან მომეწონა შენი პოეზია. ყველა ლექსი უკლებლივ, არ მყოფნის სიტყვები მადლიერება გამოვხატო რომ ასე კარგად სწერ. თუ არ ვცდები ლიტერატურა.ჯე ზე მქონდა თქვენი ლექსები წაკითხული და იქედან მახსოვს ალბათ კარგად მანანა ფრუიძე... ვნახავ კიდევ. ხშირად გაგვახარე ლექსებით!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
niniko wrote:
ციტატა:
ჩემი ლექსია ,ზვიგენი... ავტორი მე ვარ და მღერის თამრიკო დავითაშვილი,ქართველი მომღერალი ქალბატონი...
მიხარია,რომ მოგწონს...
ახლა მეგობრის ნიკით ვსარგებლობ:)
გენაცვალე ნინიკო. ასტი კარგი ტეკსტისტვის. მე არ მაკვს მოსმენილი ეს სიმგერა. სად სჰეიზლება რომ მოვუსმინო.? იკნებ ვინმემ გამომიგზავნოტ ,.=ko= =ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined14 Feb 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჯერჯერობით მხოლოდ თამრიკო დავითაშვილის კონცერტებზე ,მერე არ ვიცი ,ალბათ გამოუშვებს ალბომს...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Oct 2007
Posts58
კარმა51
OFFLINEPROFILE
ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..

ინგა მართალიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
***
კახეთი..კამბეჩოვანი...
ნამყენი ფიფქის თოვანი...
შანელებული მგზავრობა-სტუმრობა-ცოლის თხოვანი...
წყაროსთან ჯიბრზე ქეიფობს სამი თამადა მხცოვანი:
_დაასხი, ბიჯო,არაყი!
_ხო წაუხდება მარაგი!
ორი იცინის, მესამე_ბრაზობს_შარი და არაკი!
_ლოთი ვარ, მარტომ დავლიო?!მოდი ახლა და არ აყვე!
_ლოთები ხართ-კე, მა რა ხართ...
(ქალის \"სალამი\" მარაქას)
_აემ ამინდში გარეთ სმა?! ან კი რა გაძლევთ არაქათს!
ჩურჩული:_ე ს ე ც დაბერდა...ადრინდელ ნატოს არა გავს...
კახეთი...კამბეჩოვანი...
_ბარაქა, ცაო! ბარაქა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
სუფრული

მანავის მწვანე, ხვანჭკარა,
_ხან ნელა ვცხოვრობთ, ხან_ჩქარა.
მწნილი, სულგუნი, შოთები,
_ბრიყვთათვის გვერქვას ლოთები.
აქ სითბო,გარეთ სიცივე,
თან სულ ერთი და იგივე...
მანავის მწვანე,ხვანჭკარა,
_ხან ნელა ვცხოვრობთ, ხან ჩქარა!

P.ს.ბედნიერი შობა-ახალი წელი, ქართველებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
შემეშალა.... სრული ვერსია:

სუფრული
მანავის მწვანე, ხვანჭკარა,
_ხან ნელა ვცხოვრობთ,ხან ჩქარა,
მწნილი,სულგუნი, შოთები,
_ბრიყვთათვის გვერქვას ლოთები.
დაბალი ჭიქა, ბოკალი,
_დრო მოგკლავს თუ არ მოკალი!
აქ სითბო, გარეთ სიცივე,
თან სულ ერთი და იგივე...
მანავის მწვანე,ხვანჭკარა,
_ხან ნელა ვცხოვრობთ, ხან ჩქარა.

ესენი ძველი ლექსებია, ზეპირად ვბეჭდავ და მეშლება ხოლმე, პარდონ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
\"ჯანდაბას, ლექსი და
სხვა კიდევ ათასი
მომაწყდა, ამ ღამეს
ალბათ ვერ გავუძლებ,
მომეცი გავსინჯო
სიკვდილის ნაფაზი
და სულებს სამოთხის
კარისკენ გავუძღვე;\"

ღამეული

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
\"სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნებულა
დემოკრატია.

შეუძლოდ იყო,
სიარული და
სუნთქვა უჭირდა.

ბოლოს პოეტის გამზირზე ნახეს:
იდგა
დამჭკნარი ვარდებით ხელში
სადღაც, ქაშუეთთან,
ცივ შხაპს იღებდა გასაკაჟებლად,
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო
ევროპულ გაზს ხარბად ისუნთქავდა,
რეზინის მასაჟორებს უშვერდა ბეჭებს
და ტიროდა სიხარულისგან.

სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნებულა
დემოკრატია.

ფრთხილად!

მპოვნელი დაისჯება!
© ნოდარ აფხაძე\"

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი