niniko wrote:ციტატა:
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში,
მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,
წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.
რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
\"სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე,საქართველოს მთებში.\"
მანანა ფრუიძე

მადლობა ნინიკო საუკეტესო ლექსია რაც კი მსმენია ახალი დაწერილი.ეს სიმღერაცაა და ხომ არ იცი ვინ მღერის? პენსილვანიაში ყოფნისას სადაც ქართველები შევიკრიბეთ რთველზე და სუფრა გავმართედ ერთმა მანდილოსანმა იმღერა მაგ სიმღერა და ყველა გავშეშდით ვინც სუფრაზე იყო,ცრემლს ვერ იკავებდა კაციცა და ქალიც. მადლობა რომ ეს ლექსი დადე