↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მორის ფოცხიშვილი

შეუვსებელი ანკეტა

- ვინ ხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- საიდან მობრძანებულხარ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- რას იქმ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- რას ითხოვ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- როგორ ვლინდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- რის იმედი გაქვს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ვის რას ჰპირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- დღეს რით სულდგმულობ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ხვალ რა იქნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ვინ გითავმდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- ვის რად სჭირდები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- თქვი, რას ფიქრობენ შენზე ჩიტები . . . . . . . . . . . . . . . . .
- თუ დაგიმოწმებს ერთგულებას ერთი ხე მაინც . . . . .
- ო, ერთხელ მაინც თუ დაუსხი სინათლე ყვავილს . .
- თუ აღიმაღლე ხმა, როდესაც როზგავდნენ ხარებს . .
- თუ შეიფარე ხეტიალით დაღლილი მთვარე . . . . . . . .
- თუ დააცალე ლოცვა იგი მღვიმეში მლოცველს . . . . .
თქვი და უბრალოდ დამშვიდების უფლებას მოგცემ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
***
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო.
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ.. ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი - ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი.
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ციკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი „ხვალე“.
- დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!
ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
- ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,
ხვალ ანონსია „ღალატის“!
- ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,
ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალე ვისესხებ...
ხვალე გიყიდი...
კარგი... დაწყნარდი, კარგი!
ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე,
ხვალე და
ხვალე!
შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ შენთან იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი,
ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, -
საქართველოს არ ჰყოლია ბატონი,
საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.

ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი,
ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, -
სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი,
სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა!

იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც,
იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, -
დედანას არ ჰყოლია ბატონი,
დედაენას დედაერი ჰყავდა!

შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი,
თამარ მეფე მეუფედ და ხატად, -
პოეზიას არ ჰყოლია ბატონი,
პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ლამის სახლში შემოიჭრეს თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი...
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი...

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.

1945

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
იქნებ როგორმე გული გახურდეს,
მთვარემ ყელქვევით შეგიხსნას ღილი.
ქარში ჭადრები კვლავ ახმაურდნენ
და ხეივნებში გაფინონ ჩრდილი.

შეხვდებით ბაღთან რიდებით, დარდით,
სად შაშვის ხმაზე შეგშინებია,
თან მოგიყვები, როგორ მიყვარდი
და სიმღერებში რომ მძინებია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Jan 2008
Posts518
კარმა65
OFFLINEPROFILE
ბესარიონ გაბაშვილი

სახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო,
მბრუნაო დღეო!
უნივთოს პირით გზათ გარდამხვეო,

მხიბლაო მწეო!
მიმდომთა შენთა ზე-აღმაზეო
და წამს და-ქვეო!
დიდგვარ დიდ საქმეთ სხვებრ შემარხეო,
ქვე დამნარცხეო!

ახ მე და ვახ მე.
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

ოდეს მიძღვი ცად, მოგაჭდობ ხელთა,
შთამაგდებ ხვრელთა!
აწ აღარ გენდო, ვით მწყემსი მგელთა
არაბიელთა?
ნუმცა ვართ შენდა თვე, კვირა, წელთა,
ნუმც წყალთა ხმელთა!
სვე, შენდა შენთა ეგრე დამწვრთელთა
სარგანი ხელთა!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი,
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

შენს სახეს ნახეს წინათ ბრძენთ მამათ,
ვითარ შვენდა მათ:
ფასიცა დაგდევს; გთქვეს წამის წამად;
გვიჩვენებს გზა მათ.
ქურდო ვაჭარო! ერთს ყიდი ამად,
არ ღირდეს დრამად!
ყანდებრ გვაგემებ, თუ გვნახე ხამად,
ბოლოდ ხარ შხამად!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

შენსა ცას ასხენ ვარსკვლავნი შავნი,
მით არ სჩან მავნი!
შენს მზეს და მთვარეს აქვან იგავნი
ბნელთ მობაძავნი!
ამად დაგშორდი, არ მინდეს ზავნი
შენგან საცავნი,
რომე მაქვს შენგან ზღვათ შესართავნი
ცრემლნი ნართავნი!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined22 Jan 2008
Posts65
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი, მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსნაზე, არაგვზე ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩები ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დაღუღებისას.
ხოხბობას გნახე , მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი.
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები.
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი.
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა.
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეგარა გხედავ, სისხლით ვიცლები,
როგორც საზროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები.
მოდი, გეძახი, ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა.

/გოგლა/

:) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბოროტი ასტრები

მე ვნახე დიდ ბაღში ბოროტი ასტრები,
შავი ბრწყინვალებით მაგნოლიას მტრები...
ელვარე ფურცლები ყალბი პიასტრების
სინათლის დალევას მწუხრზეც კი ასწრებდნენ!
სულ მზეს მისტიროდნენ ეს ზოროასტრები
და თვალს მარიდებდნენ...ბოროტი ასტრები!
1997

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ავტოპორტრეტი

ბრმა სარკევ, მიბოძე გამოსახულება
შენზე გამეფების ამოდ საყურებლად!
ვინ ვარ და რა მქვია_არარის მთავარი:
დავუშვათ ქალი ვარ და მქვია და მქვია თამარი_
ჩემს ცრემლს მხოლოდ ჩემი დარდი დაინახავს,
მაგრამ ვის გაუმხელს? დარდს ხომ დაი არ ჰყავს?!
ეჰ! სული მდიდრული ვერ ცხოვრობს უბრალოდ_
რამდენიც არ უნდა ჰკიცხოთ და უკრძალოთ !_
ამიტომ მსახურნო, მაქმანი კამარის
ცას ჩამოახიეთ!_მჭირდება ქამარი!
დედოფლის ქოშისა გველსაც ეშინია
და მჩუქნის ზურმუხტებს:\"ნახე, ეს შენია\"...
მე ვმართავ ჩემს წილ დროს მდუმარე, ნარნარი,
სასახლის უკან კი ღორღია და ნარი.
_ბრმა სარკევ! მიბოძე გამოსახულება!

1996

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბრმა დედოფალი

ერთმა მწიგნობარმა იხილა ზმანება :
ბრმა დედოფალი და ბრმა გულის ბრძანება!
ეს ხილვა ყოველღამ აჩლიდა არაქათს,
მიჯნურის მოძებნა კი ღირდა ზვარაკად...
_და აი ზვარაკიც:_ძირს ფოლიანტები!
სწავლულთა ხალათი პრიალა კანტებით!
მან კარაველები შემოსა ფანტებით,
რომ ზღვებში ეძებნა დედოფლის ლანდები.
გავიდა დიდი დრო, მრავალი ზაფხული,
იქნებ არ ცხადდება სიზმარში ნახული?!
კაცს ნირი წაუხდა, დაეცა ის იყო_
ნაპირი დალანდა, იქ_ქალი! ის იყო!!
ოქროს ცრემლთა მერე:_რამდენ ხანს გეძებდი!
გეძებდი, გეძახდი...ალბათ ხმას ვერ მცემდი...
_როდემდე იმეფებ უძეო, უმზეო?!
თუმც დედოფალი ხარ, მაინც ხარ უმწეო...
_ლამაზმანს სახეზე ეფინება ღიმი
და თმას ეფერება ლალის ბეჭდის ქიმი:
_უსარკოდაც ვიცი, რომ წლები მიდიან,
მაგრამ ბებერი დრო სულ ფეხზე მკიდია!
ბრმა ვარ და ვერ ვხედავ_ტრფობაა, რიდია...
არ დავიკარგები. უფალი დიდია.
***************************
მწიგნობრის დღიური:\"ქალი ხომ ქალია..
ბრმაც კი:დედოფალი კვლავ დედოფალია!
_არ უნდა ამ ამბავს ალია-ბალია
რომ ჩემმა ოცნებამ ბალღამი დალია\"..
1994

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
დორადო,დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის ჩაგეთვალა,ყოჩაღ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე შემიძლია ვიმყოფინო საბანი ფოთლის.
ზღვად, შემიძლია, მივიჩნიო პატარა წვეთი,
უმტკივნეულოდ მკერდიდან გულს ამოვიპოტნი
შენთვის.

წყალმა წაიღოს ლექსნი ჩემნი, როგორც ნაფოტნი,
წყალმა, რომელიც უზარმაზარ მდინარეს ერთვის...
ულაპარაკოდ მკერდიდან გულს ამოვიპოტნი
შენთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
დორადო,დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის ჩაგეთვალა,ყოჩაღ!

გმადლობთ ნაბულა.=ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი