bubusuna wrote:ციტატა:
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული,
გამოაღვიძა და ააყვავა ყველაფერი,ჩაეხუტა ზამთრის სტუმრობით გაყინულ და დაღლილ დედამიწას, და გაათბო...
თეთრად ჰყვაოდნენ აკაციები.ფუტკრის ჯარი შესეოდა ყვავილებს,თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.სურნელი გაზაფხულისა...ქუჩა სავსე იყო ბავშვებით.გაზაფხულის მზით გამთბარი და განებივრებული მათი ჟრიამული ცას სწვდებოდა...
ქუჩის კუთხეში, ერთ დიდ ქვაზე იჯდა მათხოვარი...მოხუცი ქალი,ოდნავ კეხიანი პატარა ცხვირით, ჩაცვენილი ლურჯი თვალებით,გაცრეცილი პირისახით და საოცრად დანაოჭებული დიდი შუბლით.მიუხედავად ამის ,მის სახეს მაინც შემორჩენოდა
ძველი სინატიფე და მომხიბვლელობა...
მათხოვრის მუჭა ქარში თუ წვიმაში, დარში თუ ავდარში მოთმინებით ელოდა ადამიანთა მიერ გაღებულ მცირეოდენ მადლსაც კი.
-აჰა, შე საცოდავო.
-მადლია მოხუცზე.
-დაეგდებიან და უნამუსოდ მათხოვრობენ!
-მათხოვარო!
რას არ ისმენდა მოხუცი, მაგრამ მის ფართო, დანაოჭებულ შუბლზე ერთი ძარღვიც არ შერხეულა,არავის გაუგონია მისი ხმა.
იჯდა მდუმარებად ქცეული და მოთმინებით ელოდა ხალხის წყალობას..
უცებ ,ერთმა პატარა გოგონამ წაიბორძიკა და ზედ მათხოვრის წინ დაეცა. ბავშვი ატირდა...შეირხა მოხუცი,
შუბლი უფრო დაუნაოჭდა, თვალები უფრო ღრმა გაუხდა.მუჭაში შეგროვილი ხურდაფული ჯიბეში ჩაიყარა,
წამოდგა.კალთა დაიბერტყა, დასწვდა პატარას და აიყვანა...
ტიროდა ბავშვი.ტიროდა მოხუცი მათხოვარი და თან რაღაცას ბუტბუტებდა. მერე სიმღერა დაიწყო...
იავნანას უმრეროდა პატარას...ბავშვი აღარ ტიროდა.ყველა გაკვირვებით უყურებდა მოხუც მათხოვარს, ასე
სათუთად რომ უხვევდა პატარას ნატკენ ფეხს თავისი ქათქათა თეთრი ცხვირსახოცით...
პატარამ ერთი შესცინა,-მადლობთ ბებიაო,-უთხრა და გაიქცა.
დიდხანს იყურებოდა მოხუცი იმ ეზოსკენ, სადაც გოგონა მიიმალა. მერე წამოდგა.თავსაფარი გაისწორა,
კალთა დაიბერტყა და წავიდა...
გავიდა დღე, მეორე, მესამე...თვემ თვე აიგორა, წელმა წელი გაიყოლა...აღარსად ჩანდა.
არავინ იცოდა საიდან მოვიდა , სად წავიდა ,ან რამ აატირა იმ დღეს მოხუცი მათხოვარი.
დღეს ისევ აგდია ქუჩის კუთხეში დიდი ქვა,ისევ უფათურებს თავის თბილ ხელებს გაზაფხულის მზე დედამიწას
გაყინულ უბეში, ისევ ჰყვავიან თეთრად აკაციები,ისევ დარბიან ქუჩაში პატარები, მაგრამ მოხუცი მათხოვარი აღარსად სჩანს...
დრომ წაიყოლა ,შთანთქა...მხოლოდ გოგონას შემორჩა მისი აკაციის ყვავილივით ქათქათა თეთრი ცხვირსახოცი,
ამოქარგული ინიციალებით \"სიყვარულით ს.თ\"
ძალიანზე ძალიან მომეწონა ბუუუუუბ,მაგარია ,კარმა ჩემგაააააააააააააააააააან!!!!!!