↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
ტანაყრილი, ფაფარაშლილი, ცეცხლოვანი ამორძალივით, გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული. აქაიქ, ხის ძირებთან შემორჩენილ თოვლს დაადგა გიჟმაჟმა თვალი და მთლიანად დაუპირა აორთქლება, აქაოდა ყოჩივარდები უნდა მიმოვაპნიო ირგვლივ და რაღა შენი დროაო. საღამოსპირზე, გურიაში თუკი სადმე ჩხარტა და შაშვია ყველა ერთად აჟღურტულდა.გადაიძრო თეთრი საბანი არემარემ და ხასხასა მწვანეში ჩაეფლო.არაკრაკდა ღელე, აშრიალდა ტყე, მუხლებში გაყინულმა სისხლმაც მდორედ იწყო მოძრაობა. მძიმედ წამოდგა ბუხუტი სკამიდან, მთელი დღის მიწასთან ნაომარს ძალა გამოცლოდა, ჭამის თავიც კი აღარ ჰქონდა დაღლილ-დაქანცულს. მდუმარედ მიუჯდა მაგიდას. უგემურად გაღეჭა ლუკმა და მჟავე სახით მიუბრუნდა მარგოს: -რაია აი ქალო, მარილი კოლოფიანა ჩააგდე ქვაბში?
ძაღლის ყეფამ დაფარა ჭიშკართან მდგარი სტუმრის ძახილი.
-გადაირია მარგო ძაღლი, გახედე გარეთ-გასძახა ბუხუტიმ ცოლს.
ორიოდე წუთში კარებში ილიკო იდგა და იღიმოდა.
-რავა ყოველ საღამოს უნდა გამომეცხადო კაი საყვარელივით, შენს უნახავი ვერ დევიძინებ ღამე თუ? შეეკითხა ბუხუტი ილიკოს.
-რავიცი, რავიცი, რავიცი-ჩაიბურტყუნა ილიკომ და მაგიდას მიუჯდა-თათბირი იყო დღეს და მიწის გადასახადმა მოიმატაო, ბრიგადირმა-გააგრძელა ილიკომ
-რატომ ვითომო?
-რატო და მაგ მიწას რო ბარავთო, ყველით და კვერცხითაა დაბეგრილი და უნდა გადაიხადოთო.
-კაცო! სამოცი წელია მაგ მიწას ვბარავ მე, და არც კვერცხი და არც ყველი არ შემხვედრია შით. ჭიაყელები თუ ჭამს რა ჩემი გადასახდელია- გაცხარდა ბუხუტი.
მარგომ თეფში და ჭიქა დაუდაგა სტუმარს და ოთახიდან გავიდა.
-ხო კიდო რაიო ბრიგადირმა-ჰკითხა ილიკოს ბუხუტიმ
-რაიოდა, ვისაც დაფნა აქ ჩასაბარებელი, განცხადება დაწეროსო, რო ვიცოდე წინასწარ, აბა მე რა ვიცი ვის რა ხე უდგას ეზოშიო.
-ხო, ხო არ იციან ბიჭო! რაფერის ქათამი რომელი ხის ძირში მოსკინტავს იგი იციან მაგენმა და დაფნა მაქ ეზოში თუ არა იგი არ იციან ხომ?-ჩაიცინა ბუხუტიმ
-წავალ ახლა მე -წამოდგა სკამიდან ილიკო და კარერბისკენ გაემართა.
-ან მოსლა რა იყო, ან წასლა რაა-გაიკვირვა ბუხუტიმ- ტყულა არ მოხვიდოდი შენ, დაგრჩა რაცხა უთქმელი.
-ხო ბუხუტი, ნადი მყავს ხვალ და ხელის წაკრა მინდა პაწა, საბარავი მაქ მოძალებული-დაპატიჟა ნადში ილიკომ ბუხუტი.
-მოვალ ილიკო მოვალ, თუ ავათრიე წელი დილაზე ზეთ. ჩემი მიწის ბარვისას არ მხდება კვერცხი და ყველი და შენსას გამიმართლოს იქნება-გაუცინა ბუხუტიმ ილიკოს და სკამიდან წამოდგა. სტუმარი ჭიშკართან მიაცილა.
-იყავი კაცო რას მომყობი, კი მივაკლოვ ჭიშკარს-გაიღრიჭა ილიკო.
-არა ილიკო დავრწმუნდე მინდა რომ გადაი გადაღმა და უკან არ მობრუნდები ამაღამ-უთხრა ბუხუტიმ და სახლისაკენ გამობრუნდა.
ძაღლის ყეფა და ქათმების კრიახი ერთმანეთში არეულიყო, რომელსაც მარგოს წყევლაც მიემატა- გამოიარა შე არგასახარებელო, შეგჭამა მგელმა, დამრჩი მოუწველავი ამაღამ, ფერდებჩაცვენილ ძროხას მიმართავდა მარგო.
ბუხუტი ახორთან დაგდებულ ჯირკზე ჩამოჯდა, ყალიონი გააბოლა, ირგვლივ მიმოატარა მზერა და ფიქრებში დაუწყო თვლა უკვე გალეულ სამოც წელს. თვალი შეავლო კუთხეში მიგდებულ წალდს მასთან ერთად რომ ბერდებოდა, პირიც მობლაგვებია უკვე,არც ნაჯახს და ხერხს ადგია კარგი დღე.... ეხ, ილევა წლები და მასთან ერთად ვილევი მეც-გაიფიქრა ბუხუტიმ
ზამთარს ძალიან არ უნდოდა დანებებოდა გიჟმაჟ გაზაფხულს, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ღამეც აღარ ემორჩილებოდა და მოსვლას არ ჩქარობდა, ნელ-ნელა მოიპარებოდა ღამის ბინდი.ძილის ბურუსში ეხვეოდა მთელი სოფელი.ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები ლამაზი ხვალინდელი დღის გათენებას პირდებოდა სოფელს.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
პიკასო ვერ ვმალავ აღტაცებას ისე მომეწონა. მაგადია, მაგადი!!! შენ უნდა წერო დესპანზე და ლაშა ბუღაძეს ნაწარმოებებით უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობა?.... ეჰ. მაგრამ კარგი მხარეც ახლავს ამას დესპანზე ნამდვილი მკითხველი წაიკითხავს და მაგ გურული იუმორით გავილამაზებთ გემოვნებას. გაიხარე მაგის დაწერისათვის!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნანანოს დაუწერიაოოო:) :) გაზაფხული შემოსულა ლენ???? მოგიღიტინა ცხვირში???
აბა მარტამდე გვაქვს არდადეგებიო? :side:

პიკასო, შენ მართლა გურულო,რეაქტიული ძრავა გიყენია????=lol= =lol= =lol= მალადეც, მაგარია!!!=zer= =zer= =zer=

გაუმარჯოს გურიას,
თუ სიყვარული გწყურია,-როგორი გავლექსე?!=haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
სიგარეტი არა. პენ მარათონი გააბოლე!!!:)

სადღა შემიძლია მაგდენი=lol= სიბერემდე სიქაჩლეო ხომ იცი
უი მე შენ ავატარი გაგიკეთე
სურათი აღარ არსებობს
არ დამიწუნო იცოდე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მადლობა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ნანანოს დაუწერიაოოო:) :) გაზაფხული შემოსულა ლენ???? მოგიღიტინა ცხვირში???
აბა მარტამდე გვაქვს არდადეგებიო? :side:

პიკასო, შენ მართლა გურულო,რეაქტიული ძრავა გიყენია????=lol= =lol= =lol= მალადეც, მაგარია!!!=zer= =zer= =zer=

გაუმარჯოს გურიას,
თუ სიყვარული გწყურია,-როგორი გავლექსე?!=haa= =haa= =haa=

ასე შემაშინა ნანანომ, =tavfx= სასწრაფოდ დამაწერინა თემა .
გურული ვარ და რეაქტიული ძრავით ვარ აბა =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ზვიგენ დიდი მადლობა ძვირფასო.=ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული,
გამოაღვიძა და ააყვავა ყველაფერი,ჩაეხუტა ზამთრის სტუმრობით გაყინულ და დაღლილ დედამიწას, და გაათბო...
თეთრად ჰყვაოდნენ აკაციები.ფუტკრის ჯარი შესეოდა ყვავილებს,თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.სურნელი გაზაფხულისა...ქუჩა სავსე იყო ბავშვებით.გაზაფხულის მზით გამთბარი და განებივრებული მათი ჟრიამული ცას სწვდებოდა...
ქუჩის კუთხეში, ერთ დიდ ქვაზე იჯდა მათხოვარი...მოხუცი ქალი,ოდნავ კეხიანი პატარა ცხვირით, ჩაცვენილი ლურჯი თვალებით,გაცრეცილი პირისახით და საოცრად დანაოჭებული დიდი შუბლით.მიუხედავად ამის ,მის სახეს მაინც შემორჩენოდა
ძველი სინატიფე და მომხიბვლელობა...
მათხოვრის მუჭა ქარში თუ წვიმაში, დარში თუ ავდარში მოთმინებით ელოდა ადამიანთა მიერ გაღებულ მცირეოდენ მადლსაც კი.
-აჰა, შე საცოდავო.
-მადლია მოხუცზე.
-დაეგდებიან და უნამუსოდ მათხოვრობენ!
-მათხოვარო!
რას არ ისმენდა მოხუცი, მაგრამ მის ფართო, დანაოჭებულ შუბლზე ერთი ძარღვიც არ შერხეულა,არავის გაუგონია მისი ხმა.
იჯდა მდუმარებად ქცეული და მოთმინებით ელოდა ხალხის წყალობას..
უცებ ,ერთმა პატარა გოგონამ წაიბორძიკა და ზედ მათხოვრის წინ დაეცა. ბავშვი ატირდა...შეირხა მოხუცი,
შუბლი უფრო დაუნაოჭდა, თვალები უფრო ღრმა გაუხდა.მუჭაში შეგროვილი ხურდაფული ჯიბეში ჩაიყარა,
წამოდგა.კალთა დაიბერტყა, დასწვდა პატარას და აიყვანა...
ტიროდა ბავშვი.ტიროდა მოხუცი მათხოვარი და თან რაღაცას ბუტბუტებდა. მერე სიმღერა დაიწყო...
იავნანას უმრეროდა პატარას...ბავშვი აღარ ტიროდა.ყველა გაკვირვებით უყურებდა მოხუც მათხოვარს, ასე
სათუთად რომ უხვევდა პატარას ნატკენ ფეხს თავისი ქათქათა თეთრი ცხვირსახოცით...
პატარამ ერთი შესცინა,-მადლობთ ბებიაო,-უთხრა და გაიქცა.
დიდხანს იყურებოდა მოხუცი იმ ეზოსკენ, სადაც გოგონა მიიმალა. მერე წამოდგა.თავსაფარი გაისწორა,
კალთა დაიბერტყა და წავიდა...
გავიდა დღე, მეორე, მესამე...თვემ თვე აიგორა, წელმა წელი გაიყოლა...აღარსად ჩანდა.
არავინ იცოდა საიდან მოვიდა , სად წავიდა ,ან რამ აატირა იმ დღეს მოხუცი მათხოვარი.
დღეს ისევ აგდია ქუჩის კუთხეში დიდი ქვა,ისევ უფათურებს თავის თბილ ხელებს გაზაფხულის მზე დედამიწას
გაყინულ უბეში, ისევ ჰყვავიან თეთრად აკაციები,ისევ დარბიან ქუჩაში პატარები, მაგრამ მოხუცი მათხოვარი აღარსად სჩანს...
დრომ წაიყოლა ,შთანთქა...მხოლოდ გოგონას შემორჩა მისი აკაციის ყვავილივით ქათქათა თეთრი ცხვირსახოცი,
ამოქარგული ინიციალებით \"სიყვარულით ს.თ\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103

ძალიანზე ძალიან მომეწონა ბუუუუუბ,მაგარია ,კარმა ჩემგაააააააააააააააააააან!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მადლობთ, კარამელკა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
:side:პიკასო -ბუსუსუნა:side: ეხლა წავიკითხე .ზალინ ნასიმოვნები დავრჩი.=fiqri= ვატკობ ;ზნელი არჩევანი გვეკნება:side:დესპანელებს.ორივეს კარმა ჩემგან .გკოცნით ლიაკო=sher=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული,
გამოაღვიძა და ააყვავა ყველაფერი,ჩაეხუტა ზამთრის სტუმრობით გაყინულ და დაღლილ დედამიწას, და გაათბო...
თეთრად ჰყვაოდნენ აკაციები.ფუტკრის ჯარი შესეოდა ყვავილებს,თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.სურნელი გაზაფხულისა...ქუჩა სავსე იყო ბავშვებით.გაზაფხულის მზით გამთბარი და განებივრებული მათი ჟრიამული ცას სწვდებოდა...
ქუჩის კუთხეში, ერთ დიდ ქვაზე იჯდა მათხოვარი...მოხუცი ქალი,ოდნავ კეხიანი პატარა ცხვირით, ჩაცვენილი ლურჯი თვალებით,გაცრეცილი პირისახით და საოცრად დანაოჭებული დიდი შუბლით.მიუხედავად ამის ,მის სახეს მაინც შემორჩენოდა
ძველი სინატიფე და მომხიბვლელობა...
მათხოვრის მუჭა ქარში თუ წვიმაში, დარში თუ ავდარში მოთმინებით ელოდა ადამიანთა მიერ გაღებულ მცირეოდენ მადლსაც კი.
-აჰა, შე საცოდავო.
-მადლია მოხუცზე.
-დაეგდებიან და უნამუსოდ მათხოვრობენ!
-მათხოვარო!
რას არ ისმენდა მოხუცი, მაგრამ მის ფართო, დანაოჭებულ შუბლზე ერთი ძარღვიც არ შერხეულა,არავის გაუგონია მისი ხმა.
იჯდა მდუმარებად ქცეული და მოთმინებით ელოდა ხალხის წყალობას..
უცებ ,ერთმა პატარა გოგონამ წაიბორძიკა და ზედ მათხოვრის წინ დაეცა. ბავშვი ატირდა...შეირხა მოხუცი,
შუბლი უფრო დაუნაოჭდა, თვალები უფრო ღრმა გაუხდა.მუჭაში შეგროვილი ხურდაფული ჯიბეში ჩაიყარა,
წამოდგა.კალთა დაიბერტყა, დასწვდა პატარას და აიყვანა...
ტიროდა ბავშვი.ტიროდა მოხუცი მათხოვარი და თან რაღაცას ბუტბუტებდა. მერე სიმღერა დაიწყო...
იავნანას უმრეროდა პატარას...ბავშვი აღარ ტიროდა.ყველა გაკვირვებით უყურებდა მოხუც მათხოვარს, ასე
სათუთად რომ უხვევდა პატარას ნატკენ ფეხს თავისი ქათქათა თეთრი ცხვირსახოცით...
პატარამ ერთი შესცინა,-მადლობთ ბებიაო,-უთხრა და გაიქცა.
დიდხანს იყურებოდა მოხუცი იმ ეზოსკენ, სადაც გოგონა მიიმალა. მერე წამოდგა.თავსაფარი გაისწორა,
კალთა დაიბერტყა და წავიდა...
გავიდა დღე, მეორე, მესამე...თვემ თვე აიგორა, წელმა წელი გაიყოლა...აღარსად ჩანდა.
არავინ იცოდა საიდან მოვიდა , სად წავიდა ,ან რამ აატირა იმ დღეს მოხუცი მათხოვარი.
დღეს ისევ აგდია ქუჩის კუთხეში დიდი ქვა,ისევ უფათურებს თავის თბილ ხელებს გაზაფხულის მზე დედამიწას
გაყინულ უბეში, ისევ ჰყვავიან თეთრად აკაციები,ისევ დარბიან ქუჩაში პატარები, მაგრამ მოხუცი მათხოვარი აღარსად სჩანს...
დრომ წაიყოლა ,შთანთქა...მხოლოდ გოგონას შემორჩა მისი აკაციის ყვავილივით ქათქათა თეთრი ცხვირსახოცი,
ამოქარგული ინიციალებით \"სიყვარულით ს.თ\"
:side: ბუსუსუნა მატირე.=sher= მადლობთ გკოცნი ლიაკო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts83
კარმა51
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ტანაყრილი, ფაფარაშლილი,ცეცხლოვანი ამორძალივით გიჟური სიშლეგით შემოიჭრა გაზაფხული,
გამოაღვიძა და ააყვავა ყველაფერი,ჩაეხუტა ზამთრის სტუმრობით გაყინულ და დაღლილ დედამიწას, და გაათბო...
თეთრად ჰყვაოდნენ აკაციები.ფუტკრის ჯარი შესეოდა ყვავილებს,თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.სურნელი გაზაფხულისა...ქუჩა სავსე იყო ბავშვებით.გაზაფხულის მზით გამთბარი და განებივრებული მათი ჟრიამული ცას სწვდებოდა...
ქუჩის კუთხეში, ერთ დიდ ქვაზე იჯდა მათხოვარი...მოხუცი ქალი,ოდნავ კეხიანი პატარა ცხვირით, ჩაცვენილი ლურჯი თვალებით,გაცრეცილი პირისახით და საოცრად დანაოჭებული დიდი შუბლით.მიუხედავად ამის ,მის სახეს მაინც შემორჩენოდა
ძველი სინატიფე და მომხიბვლელობა...
მათხოვრის მუჭა ქარში თუ წვიმაში, დარში თუ ავდარში მოთმინებით ელოდა ადამიანთა მიერ გაღებულ მცირეოდენ მადლსაც კი.
-აჰა, შე საცოდავო.
-მადლია მოხუცზე.
-დაეგდებიან და უნამუსოდ მათხოვრობენ!
-მათხოვარო!
რას არ ისმენდა მოხუცი, მაგრამ მის ფართო, დანაოჭებულ შუბლზე ერთი ძარღვიც არ შერხეულა,არავის გაუგონია მისი ხმა.
იჯდა მდუმარებად ქცეული და მოთმინებით ელოდა ხალხის წყალობას..
უცებ ,ერთმა პატარა გოგონამ წაიბორძიკა და ზედ მათხოვრის წინ დაეცა. ბავშვი ატირდა...შეირხა მოხუცი,
შუბლი უფრო დაუნაოჭდა, თვალები უფრო ღრმა გაუხდა.მუჭაში შეგროვილი ხურდაფული ჯიბეში ჩაიყარა,
წამოდგა.კალთა დაიბერტყა, დასწვდა პატარას და აიყვანა...
ტიროდა ბავშვი.ტიროდა მოხუცი მათხოვარი და თან რაღაცას ბუტბუტებდა. მერე სიმღერა დაიწყო...
იავნანას უმრეროდა პატარას...ბავშვი აღარ ტიროდა.ყველა გაკვირვებით უყურებდა მოხუც მათხოვარს, ასე
სათუთად რომ უხვევდა პატარას ნატკენ ფეხს თავისი ქათქათა თეთრი ცხვირსახოცით...
პატარამ ერთი შესცინა,-მადლობთ ბებიაო,-უთხრა და გაიქცა.ქალბატონო ბუსუსუნა. ზალინ კარგია.გამაოცეთ. პატივისცემით ვასო.=sher=
დიდხანს იყურებოდა მოხუცი იმ ეზოსკენ, სადაც გოგონა მიიმალა. მერე წამოდგა.თავსაფარი გაისწორა,
კალთა დაიბერტყა და წავიდა...
გავიდა დღე, მეორე, მესამე...თვემ თვე აიგორა, წელმა წელი გაიყოლა...აღარსად ჩანდა.
არავინ იცოდა საიდან მოვიდა , სად წავიდა ,ან რამ აატირა იმ დღეს მოხუცი მათხოვარი.
დღეს ისევ აგდია ქუჩის კუთხეში დიდი ქვა,ისევ უფათურებს თავის თბილ ხელებს გაზაფხულის მზე დედამიწას
გაყინულ უბეში, ისევ ჰყვავიან თეთრად აკაციები,ისევ დარბიან ქუჩაში პატარები, მაგრამ მოხუცი მათხოვარი აღარსად სჩანს...
დრომ წაიყოლა ,შთანთქა...მხოლოდ გოგონას შემორჩა მისი აკაციის ყვავილივით ქათქათა თეთრი ცხვირსახოცი,
ამოქარგული ინიციალებით \"სიყვარულით ს.თ\"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
ლიკუნა , ბატერფლაი,მიხარია , რომ მოგეწონათ:) :) :)
დიდი მადლობა=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ვაიი,როგორ გამახარეთ რომ აიტაცეთ და მოგინდათ დაგეწერათ,გაზაფხულია,გაზაფხული და გულში იმედები უნდა გავაღვიძოთ.კარგი გოგოები ხართ პიკასო და ბუბუ=ko= ,დიდი მადლობა,ზვიგენ დაწერე რამე და შენ უფრო ჯოგარო იქნები:) ,ახალი ავატარით რომ გვაწონებ თავს:) ,აბა სხებმაც მოინდომეთ,თქვენი ნამუშევრებითაც გაგვახალისეთ,თითქოს სულ ერთი და იგივე მონაწილეები გვყავს,ამოიღეთ ხმა.:) რას იტყვით მეზობლებო და მეგობრებო,მეთანხმებით თუ არა?
=ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
მართლაცდა ძნელი მარათონი იქნება. ძალიან მაგარია ბუბუსუნ. ჩემი აზრით ყველაზე კარგი რაც დესპანზე დაგიწერია... ისე სჰენ და პიკასომ შეგვაშინეთ:) რა დავწერო აგარ ვიცი ისეთი ძვირფასი ნაწარმოებები გაქვთ!
ისეთი ლამაზი დასაწყისი აქვს მარტის მარათონს გაზაფხულს რომ შეეფერება!

_________________
ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 475 posts ] 
დესპანი