შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია, ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი. ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას, ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს. მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას, ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს, თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს, ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს, სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს, გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს, მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?! და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _ მე თუ აკაცია?..
სასახელოა ჩვენთვისა დედათმთავარის დღეობა, იმის წყალობით განმტკიცდა ქართლში ახალი ზნეობა. ვცანით იესო ქრისტესი ჭეშმარიტის ღვთის ძეობა და ქრისტეს სწავლა-მოძღვრების სიდიდე, მძლეთამძლეობა. ვინც ქრისტეს მცნება გვასწავლა, ქართველთ გვწამს მისი ზნეობა. იკურთხოს მისი სახელი, იკურთხოს ნინოს მხნეობა. ცამ მოანიჭოს ჩვენს ქალებს სიდიდე ნინოს სულისა, რომ შეძლონ ქვეყნის აღდგენა, განკურნვა იმის წყლულისა; ობლისა მოვლა, გამდლობა, მოხელვა დაკარგულისა. არ დაეკარგოს ამაგი, ვინაც სამშობლოს უვლისა. იკურთხოს დედათა ღვაწლი, მადლი სწყალობდეს უფლისა!
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა. მე მქონდა ბინა თავშესაფარი, მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა. ხან კარებს უკან ატირდებოდა ხან დარაჯობდა სარკმელის წინა, გადამიშალა თვალწინ წარსული და მწარედ, მწარედ ამაქვითინა. მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი ვეხეტებოდი სევდიან ღამეს, რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო, რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს. წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა და როცა დილით გამომეღვიძა, ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს მიმოეფარათ ყამირი მიწა. ბაღში გავედი, იქაც ბილიკზე ფენილი იყო ფოთოლი რბილი და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი, წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.
ავწიე ფარდა და მაისმა აკოცა მინას; ვინც მე მიყვარდა ჩემთან არის და ჩემთან სძინავს.
ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს გადავკოცნი მას. და სხვა სახელზე მე დავიწყებ მერმე ოცნებას.
და მორიდებით კოცნას ვმალავ მე იმის თმაში, და ძვირფას ქვებით მომინდება მერმე თამაში.
ზურმუხტს და ლალებს მოვიფანტავ ტანზე ძვირფასად, დავხუწავ თვალებს მეყვარება მაისის მსგავსად.
კოცნით გამთბარი, სიხარულში გავიწმინდები. იღვიძებს ქმარი, რომ ჩამაცვას თეთრი წინდები.
ძვირფასი ქვები ჩვენს საწოლში დაიფანტება... მე ვკვდები, ვკვდები --- მისი ხელი მკერდს ელანდება. შიშით ვიცანი: რომ მაისი გაგვითენდება და ჩემი ტანი მზის ალმურში დაითენთება.
ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია, ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი. ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას, ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს. მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას, ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.
ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს, თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.
იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს, ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს, სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს, გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.
თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს, მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?! და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _ მე თუ აკაცია?..
რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიკო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და ერთი ლიტრა რვინო სიმდიდრედ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო,ან ეს ვითაკილო, ვერ ვნახო სამოთხის მთვარე. მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვამ, რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა. ლადო ასათიანი
ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ, ან სად მოვედი?! სიკვილთან ბრძოლა აღარ მინდა, დავაგდე ხმალი... გიჟის თვალებით შევცქერივარ სიცოცხლის ნექტარს და შეშლილივით მივუყვები საოცარ ზეცას...
რისთვის ვიცხოვრე? რისთვის ვკვდები? რა გავაკეთე?! ნუთუ უაზროდ მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად? ვერ შევასრულე ის მისია ღმერთმა რომ მომცა! და მე სიცოცხლით დამძიმებულს ცოდვები მბორგავს.
როგორც ეშმაკი ისე მიზის სულში სიცოცხლე და ახლა როცა მე სატანას უნდა გავშორდე მისკენ მივიწევ და არ მინდა მისგან სიშორე.
მაგრამ ვაი რომ მე გავფრინდი, გზა ამერია ნუთუ სიკვდილმა თავის წყალი დამალევია?! ალბათ სიცოცხლეს ვეღარ ვნახავ, საკვირველია...