↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.

მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.

ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.

იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.

თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _
მე თუ აკაცია?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვაჟა-ფშაველა
წმინდა ნინო

სასახელოა ჩვენთვისა
დედათმთავარის დღეობა,
იმის წყალობით განმტკიცდა
ქართლში ახალი ზნეობა.
ვცანით იესო ქრისტესი
ჭეშმარიტის ღვთის ძეობა
და ქრისტეს სწავლა-მოძღვრების
სიდიდე, მძლეთამძლეობა.
ვინც ქრისტეს მცნება გვასწავლა,
ქართველთ გვწამს მისი ზნეობა.
იკურთხოს მისი სახელი,
იკურთხოს ნინოს მხნეობა.
ცამ მოანიჭოს ჩვენს ქალებს
სიდიდე ნინოს სულისა,
რომ შეძლონ ქვეყნის აღდგენა,
განკურნვა იმის წყლულისა;
ობლისა მოვლა, გამდლობა,
მოხელვა დაკარგულისა.
არ დაეკარგოს ამაგი,
ვინაც სამშობლოს უვლისა.
იკურთხოს დედათა ღვაწლი,
მადლი სწყალობდეს უფლისა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
ახლა რა თქმა უნდა ძლიერ გვიანაა,
გულში მწუხარებამ ღამე გაათია..
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება
მთელი შემოდგომა თავზე დამათია,
ახლა მხოლოდ სამი იყოს შეიზლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის შეიძლება არის მესამედი.
მაგრამ გაიხედავ მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია,
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი
რომელი საათია? რომელი სათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი-- მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია.
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე
რომელი საათია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

ვახუშტი კოტეტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა.
მე მქონდა ბინა თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა,
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი, იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი,
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Feb 2008
Posts50
კარმა51
OFFLINEPROFILE
ავწიე ფარდა და მაისმა აკოცა მინას;
ვინც მე მიყვარდა ჩემთან არის და ჩემთან სძინავს.

ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს გადავკოცნი მას.
და სხვა სახელზე მე დავიწყებ მერმე ოცნებას.

და მორიდებით კოცნას ვმალავ მე იმის თმაში,
და ძვირფას ქვებით მომინდება მერმე თამაში.

ზურმუხტს და ლალებს მოვიფანტავ ტანზე ძვირფასად,
დავხუწავ თვალებს მეყვარება მაისის მსგავსად.

კოცნით გამთბარი, სიხარულში გავიწმინდები.
იღვიძებს ქმარი, რომ ჩამაცვას თეთრი წინდები.

ძვირფასი ქვები ჩვენს საწოლში დაიფანტება...
მე ვკვდები, ვკვდები --- მისი ხელი მკერდს ელანდება.
შიშით ვიცანი: რომ მაისი გაგვითენდება
და ჩემი ტანი მზის ალმურში დაითენთება.

პაოლო იაშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ერთხელ მაინც გამაგონა
მისი ხმა და სუნთქვა მისი,
ვინც სიმღერა შთამაგონა
ჩანგო, შენი საკადრისი!

ერთხელ მაინც დამანახვა,
დამანახვა ერთხელ ახლო,
ვინც შენს მკერდზე დამასახლა,
მგალობელთა სამოსახლოვ!

ერთხელ მაინც როგორც მგზავრი
შემხვდეს ის ვინც მკლავს და მლოცავს,
ვინც ამ ქვეყნად ლაბა ხარის
მოთმინების ძალა მომცა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უნდა ითქვას, რაც ნამდვილად სათქმელია,
აგროვებს და აგორავებს ზღვა კენჭებს, -
ამ ჯგლეთაში ვინც ძალიან ჯანმრთელია,
რა ვქნა, მისი ჯანმრთელობა მაეჭვებს.

ეს ცხოვრება წვა თუა და მეწყერია,
მაინც ჩვენი ცხოვრებაა ამჯერად, -
საწუთროში ვინც ძალიან დღეგრძელია,
რა ვქნა, მისი არაფერი არ მჯერა.

გვცდიდა სფინქსი...
დრო ტაატით გადიოდა...
მაგრამ იგავს ვინ ხსნის ასე მარტივად, -
როგორ მოხდა, არაფერი არ გტკიოდა,
როგორ ხდება, არაფერი არ გტკივა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე უკვე ჩამქრალ ვულკანში ვწევარ,
და ვარ დაღლილი უფსკრულთან, დავით, -
ჩემმა მერცხლებმა შეწყვიტეს ფრენა,
ჩემმა ირმებმა მოიკლეს თავი.

უკვე ხუნდება მუყაო ძველი,
გაუთლელ ფანქრებს უსაქმოდ ვტოვებ, -
ჩემმა ქარებმა უკვე მკრეს ხელი,
უცებ მომწყვიტეს რტომრავალ რტოებს.

ჩემს გამგიჟებელ გაზაფხულს ვუმზერ,
მწუხრში შეველ და დავკარგე ფონი, -
ჩემი იები დამაკვდნენ გულზე,
ჩემმა წვიმებმაც გამწირეს მგონი.

მთვარე თვალებში მესობა ხიწვად,
მზემ გადამშალა მეწამულ ტუშით, -
ჩემმა აპრილმა მოჩიჩქნა მიწა,
ჩემმა მაისმა ჩამაგდო ხნულში.

ვთქვი, კმარა რაც მე ლექსები ვთესე,
მივდივარ, მაღრჩობს მდუმარე თერგი, -
მაინც გაიდგამს სინათლე ფესვებს,
მაინც იხარებს სიცოცხლის ნერგი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენს ზეცაზე ღამეს ვათევ,
შენს მიწაზე ცოდვილ ცრემლად ვეშვები, -
ამ უფლებას ნუ წამართმევ,
ცრემლი ვიყო მე შენი!

შენი, სხვაზე მეტად მმართებს,
ვალს ვიხდი და ჩანგზე ჰანგად გეშლები,
ამ უფლებას ნუ წამართმევ,
ხარკი ვიყო მე შენი!

გზა მათრახის წვერზე მათრევს,
შენთვის ვყეფ და შენს ცეცხლს ვეღარ ვეშვები, -
ამ უფლებას ნუ წამართმევ,
ძაღლი ვიყო მე შენი!

ცხრა მძევალში პატვის დამდებ,
მჯერა, რადგან სხვებში არ შეგეშლები, -
ამ უფლებას ნუ წამართმევ,
მსხვერპლი ვიყო მე შენი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
ჩემი აივნის წინ _ თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკრთალი, ჯერ დაუცვენელი.
ეს ხე დატოტვილი ჩემი ძმაკაცია
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი.

მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს.
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი სულყველას უკითხავს.

ფოთლების შრიალით უკითხავს გამვლელებს
ჩემს ლექსებს, გულისთქმას და ფიქრებს მთვარეულს,
თავისი ნაზი ხმით ის თითქოს ანელებს
ცეცხლიან ქარიშხალს, ჩემს გულში არეულს.

იგი საიდუმლოს შენახვას ვერ ითმენს,
ტოტს უქნევს ჩემს ფიქრებს მთვარისკენ გაფრენილს,
სარკმლიდან შრიალით კითხულობს ნედლ რითმებს,
გასამზეურებლად სტრიქონზე გაფენილს.

თუ იგი შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?!
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე _
მე თუ აკაცია?..

ვახუშტი კოტეტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
რუსთაველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიკო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.
პურის ნატეხი და ერთი ლიტრა რვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო,ან ეს ვითაკილო,
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე.
მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ,
რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა.
ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined17 May 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე მიყვარს ყველა ლექსი გალაკტიონ ტაბიძის

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
დილა კი არა,სიზმარეულ ბურანს და წუხილს
მიფრთხობს ფრინველთა მოძახილი და რია-რია
შემოგარეეს შებღაოდა ქარი წუხილის
შეხედე-ყველგან დაცვენილი ყვავილი ყრია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ, ან სად მოვედი?!
სიკვილთან ბრძოლა აღარ მინდა, დავაგდე ხმალი...
გიჟის თვალებით შევცქერივარ სიცოცხლის ნექტარს
და შეშლილივით მივუყვები საოცარ ზეცას...

რისთვის ვიცხოვრე? რისთვის ვკვდები? რა გავაკეთე?!
ნუთუ უაზროდ მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად?
ვერ შევასრულე ის მისია ღმერთმა რომ მომცა!
და მე სიცოცხლით დამძიმებულს ცოდვები მბორგავს.

როგორც ეშმაკი ისე მიზის სულში სიცოცხლე
და ახლა როცა მე სატანას უნდა გავშორდე
მისკენ მივიწევ და არ მინდა მისგან სიშორე.

მაგრამ ვაი რომ მე გავფრინდი, გზა ამერია
ნუთუ სიკვდილმა თავის წყალი დამალევია?!
ალბათ სიცოცხლეს ვეღარ ვნახავ, საკვირველია...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი