↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რელიგია და მეცნიერება


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 84 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.
“სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას - რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე.“
და ბოლოს მაქს პლანკი ამბობდა- რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“. =ang

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined17 Mar 2008
Posts23
კარმა2
OFFLINEPROFILE
მე ვფიქრობ, რელიგიას და მეცნიერებას საერთოდ არაფერი არააქვს საერთო. მეცნიერება ჯერ კიდევ მინუსებშია, მაშინ ტოცა რელიგია პლიუს უსასრულობას მიუახლოვდა.
და საერთოდ, რელიგიამ შექმნა კაცობრიობა, მეცნიერება კი ანგრევს ყველაფერ ამას.

აუუ, არ გამოვედი პროფესორი?! :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
pifagora wrote:
ციტატა:
მე ვფიქრობ, რელიგიას და მეცნიერებას საერთოდ არაფერი არააქვს საერთო. მეცნიერება ჯერ კიდევ მინუსებშია, მაშინ ტოცა რელიგია პლიუს უსასრულობას მიუახლოვდა.
და საერთოდ, რელიგიამ შექმნა კაცობრიობა, მეცნიერება კი ანგრევს ყველაფერ ამას.

აუუ, არ გამოვედი პროფესორი?! :):):)

პროფესორისა არ ვიცი, მაგრამ რელიგიასა და მეცნიერებაზე დიდი ხანია ასეთი ზუსტი, ლაკონიური და გენიალური აზრი არ მომისმენია.
პითაგორა, "ვინც არ უნდა იყო მანდ":side: სა-ღოლ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ana_tekla მიზეზთა მიზეზის,პირველი მიუწვდომელი ძალის არსებობის აღიარება,მეცნიერული თვალთახედვბით არ ნიშნავს ავტომატურად ამა თუ იმ რელიგიის აღიარებას და (რელიგიური ღმერთის აღიარებას)..მარტო ის ფაქტი რად ღირს მოსაყვანად, რომ მეცნიერება, როგორც სისტემური სწავლება არის უნივერსალური და რელიგია კი სამწუხაროდ ამ უნივერსალურობით ვერ დაიკვეხნის.მოკლედ: არ არსებობს ჩინური ,ინდური,არაბული მეცნიერება თუნდაც ბიოლოგია.მისი მიზანი კვლევის საგანი და მეთოდები არის ყველასთვის საერთო და მიუკერძოებელი.ხოლო რელიგიური სისტემა და შეხედულობები,ზოგად კულტურულ ხასიათს ატარებს.არსებობს უამრავი რელიგიური მიმდინარეობა და შეხედულება რომლებიც რადიკალურად თუ არა საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
რა გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვთქვათ, მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგია არის ჭეშმარიტი გზა და რატო არა სხვა რელიგიური ინსტიტუცია?თუნდაც ბუდა ან ისლამი ან თუნდაც დაო,რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს,სახოვან პერსონას როგორც ბუნების მფარველს..როგორც ჩვენ რელიგიაში ვხვდებით ღმერთის სახით..
მე ზემოთაც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ რომ რელიგია არის უფრო საზოგადოებრივ კულტურული ფენომენი,რომელიც შეუცნობელი ძალის შეცნობის მზა რეცეპტს იძლევა..
ყველაზე მარტივ მაგალითს მოვიყვან რელიგიური და მეცნიერული ძირითადი პრინციპების წინააღმდეგობისა:
იურიდიული მეცნიერება vs რელიგია..
სიკვდილით დასჯის პროცესი vs ,,არა კაცთ კვლა"..
ერთმა აქ აღნიშნა რომ მეცნიერება თურმე ანგრევს და ანადგურებს ყველაფერს.ჩვენ რელიგიურ მოძღვრებას არაფერი ექნებოდა საწინააღმდეგო ,როცა მეცნიერებმა თუნდაც პენიცილინის მიგნების შემდეგ, უამრავ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნეს..მეცნიერება არის წინ სვლის და პროგრესის პირველი გარანტი.და ვინც გადასხმას იმიტომ არიკეთებს, რომ ამას რაღაც თეორიები თუ დოგმები უკრძალავს, ვერ მივიღებ ამას პროგრესის და ინოვაციის დამადასტურებლად..
რატომ უნდა აკრძალოს ნებისმიერმა რელიგიამ, ადამიანთა შემართება კითხვებზე პასუხი ეძებოს?ცოტა ხნის წინათ, მეცნიერთა ჯგუფმა დაასრულა უნიკალურ აპარატზე მუშაობა,რომელიც კოსმოსური მოვლენების ლაბორატორიულ პირობებში გამოცდის საშუალებას იძლევა.რომელიც მათი თქმით მატერიის წარმოქმნის და კოსმოსური კანონზომიერების გამოუცნობ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მოგვცემს...ეს ყველაფერი 21_ე საუკუნეში..რაიქნება 53_ე საუკუნეში ნეტა? გვაცედეთ ბატონო გვაცადეთ,ჩვენ დავიჭერთ კატას ბნელ ოთახში,მაშინაც კი როცა ის იქ არ იმყოფება :)..( ისე ცნობისთვის 53_ე საუკუნეში,ციფრი 5 უკავშირდება მითიურ გმირ ხუთკუნჭულას,3 კი ნორჩი გოჭების თანავარსკვლავედს,ნიფნიფს ნაფნაფს და ნუფნუფს ):)

ana_tekla არ გეწყინოს და ამ თემაში უფრო საინტერესო იქნებოდა ჩვენი პირადი აზრები და შეხედულობები გამოგვეთქვა, ვიდრე თავიდან ბოლომდე გამოჩენილი ადამიანების აზრების კოპირებული ფორმით ჩასმა :) თორე არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებების მქონე მეცნიერების შეხედულობებიც და ვაკოპიროთ ვახტანგურად:)

და ბოლოს,ჩემი აზრით არსებობს უნივერსალური კანონზომიერება,საწყისი ძალა, რომელიც ზოგადად ბუნების სახით გვევლინება
.და არაა ამისათვის საჭირო,რელიგიურ დოგმებზე დაქვემდებარება.მეცნიერება ცდილობს მატერიალური გზით ამ ძალის ფორმულირებას, თუნდაც დანახვას,ამიტომ ამაში მე ვერაფერს ვხედავ საწინააღმდეგოს და დარწმუნებული ვარ დადგება დრო ბევრ იდუმალ კითხვას გაეცემა პასუხი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
Fregatte wrote:
ციტატა:
[b]

დაჰ ...გვაცედეთ ბატონო გვაცადეთ,ჩვენ დავიჭერთ კატას ბნელ ოთახში,მაშინაც კი როცა ის იქ არ იმყოფება-ოოო ???)) არ მეგონა თუ ამ ფრაზით ამხელა წერილს საკუთარი ხელით გადაუსვამდი ხაზს:)
ამბობენ ეს მხოლოდ რელიგიური მიდგომით თუა შესაზლებელიო და არანაირად მეცნიერულითო:)) ნუ ... ბოროტი ენები ამბობენ:)) quote]

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ერთადერთი მეცნიერება, რომელიც ძალიან შორს წავიდა თავისი მიღწევებით და აშკარად უპირისპირდება რელიგიას გენური ინჟინერიაა. არამგონია როდესმე ამ მეცნიერებამ პრაქტიკაში განახორციელოს რეალიზაცია. შეუძლებელია დაუპირისპირდეს ადამიანების ერთადერთ იმედს, სულის არსებობაბს. ამიტომაც ნაკლებს წერენ ამის შესახებ, რამეთუ თავდაყირა დააყენებს ამქვეყნიურ ყოფას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
vashli wrote:
ციტატა:
ერთადერთი მეცნიერება, რომელიც ძალიან შორს წავიდა თავისი მიღწევებით და აშკარად უპირისპირდება რელიგიას გენური ინჟინერიაა. არამგონია როდესმე ამ მეცნიერებამ პრაქტიკაში განახორციელოს რეალიზაცია. შეუძლებელია დაუპირისპირდეს ადამიანების ერთადერთ იმედს, სულის არსებობაბს. ამიტომაც ნაკლებს წერენ ამის შესახებ, რამეთუ თავდაყირა დააყენებს ამქვეყნიურ ყოფას.

ჰო საინტერესო თემა წამოჭერი ვაშლი.. გამახსენდა ეხლა კრისტოფერ რივს რომ არ დართეს კლონირებით გადარჩენის უფლება.. საინტერესოა რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
შეუძლებელია გიო. განუხორციელებელია ჩემი აზრით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
vashli wrote:
ციტატა:
შეუძლებელია გიო. განუხორციელებელია ჩემი აზრით

ვაშლი ერთ დროს , დედამიწა , სამ ვეშაპზე იდგა:) დღეს აღარ დგას.. აფრინდა:)

საერთოდ ვიკითხე ვაშლი ანუ რამდენად გამართლებულია პოლიტიკის ან რელიგიის ასეთი მხრიდან ჩარევა .. ანუ რაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება...(უდანაშაულო ადამიანი ვიგულისხმე):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
Fregatte! მოგვიანებით წავიკითხე თქვენი გამოხმაურება ჩემს წერილთან დაკავშირებით, ეტყობა ძალიან შეგაწუხათ გამოჩენილი ადამიანების აზრებმა და ციტატებმა თორემ ,თქვენთვის მე მგონი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს ,ვინ თავის აზრს დაწერს და ვინ კოპირებას გაუკეთებს ,გნებავს წაიკითხეთ და გნებავს ნუ უპასუხებთ, ამ აზრს რომ ვიზიარებ იმისთვის დავდე , თორემ საწინააღმდეგო მოსაზრებებსაც მივაგნებდი როგორმე, რაც შეეხება თქვენ, ეტყობა კარგად ვერ წაიკითხედ და ჩაწვდით თორემ შეუფერებელ პასუხს არ დაწერდით,

წმიდა ილია მართლის სიტყვებით, იდეალური მდგომარეობაა, როცა ადამიანს აქვს გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება. ცოდნა და რწმენა არ უპირისპირდება ერთმანეთს. მარტო ცოდნა რწმენის გარეშე ხშირად გამხდარა ამპარტავნების მიზეზი. რწმენაც საღმრთო ცოდნის გარეშე არაერთგზის გამხდარა ფანატიზმის მიზეზი. ძალზე საჭიროა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესწავლა, მაგრამ ყველაფერს საფუძვლად მაცხოვნებელი რწმენა უნდა ედოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა არ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა - რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად ზედმოსეულთათვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ana_tekla_ს შემოვევლე,თავიდანაც გითხარი,საწყენად არმითქვამს.ეს თემები იმიტომ იხსნება რომ საკუთარი აზრი გამოვთქვათ თუნდაც გამოჩენილი მეცნიერების შეხედულებეზე.ისე განათლებული ხალხის ნააზრებისგან შეწუხებულის მეტყობა რაიმე?:)მე მოხარული ვიქნები რომ თქვენს აზრს მოვისმენ,თორე გეთანხმები ეგ ნამდვილად არაა ჩემი საქმე, ვის კოპირება შეუძლია და ვის აზროვნება..
გაბრაზება არავის მდომებია და შეუფერებელი ან შეუსაბამო რა დავწერე იქნებ დამიკონკრეტო,გიპასუხებ სიამოვნებით.იქნებ თქვენ ვერ ჩაწვდით ჩემი წერილის პასუხს?

გალილეო,ეგ შიგადაშიგ მსუბუქი იუმორი,იმათთვის არის განსაზღვრული,ვინც პოსტის დანარჩენ ნაწილს ვერ გებულობს და სიმართლე გითხრა, ესეთი თემის გამხსნელი არ მეგონა პოსტის ამ "სალაღობო" ნაწილით თუ დაკავდებოდი.იქნებ ნიფნიფზეც თქვა ორიოდე სიტყვა,რას ამბობენ ბოროტი ენები:)..

ვაშლი ძალიან საინტერესო თემაა,გალილეოს არიყოს წავიდა ის დრო როცა დედამიწა ვეშაპებზე იდგა.ანდეგრაუნდული პრესის ცნობით,მეცნიერებას აქვს დიდი მომავალი,რამდენად მასზე არ ლაპარაკობენ იმდენად მის განვითარებაზე მუშაუბენ..მოთხოვნა გამოიწვევს მიწოდებას..დარწმუნებული ვარ,მოვა დრო და გაჩნდება მოთხოვნაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
pifagora wrote:
ციტატა:
მე ვფიქრობ, რელიგიას და მეცნიერებას საერთოდ არაფერი არააქვს საერთო. მეცნიერება ჯერ კიდევ მინუსებშია, მაშინ ტოცა რელიგია პლიუს უსასრულობას მიუახლოვდა.
და საერთოდ, რელიგიამ შექმნა კაცობრიობა, მეცნიერება კი ანგრევს ყველაფერ ამას.

აუუ, არ გამოვედი პროფესორი?! :):):)

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მეცნიერება ანგრევს კაცობრიობას.

ფულის გაღმერთება და ძალაუფლებისადმი ლტოლვაა კაცობრიობის პრობლემა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი ადრონული შეჯახება (LHC) შეფერხდა
გაზეთი ``კომერსანტი``

კატასტროფა თუ დიდი აღმოჩენის საწინდარი

დიდი ექსპერიმენტი ან ჩაიშალა, ან დროებით გადაიდო. ყოველ შეთხვევაში, დიდი ადრონული კოლეიდორის მუშაობა შეჩერებულია ტექნიკური გაუმართაობის გამო. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერებმა. ამის მიუხედავად, ქართველ მეცნიერებს მაინც ეამაყებათ, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობენ.

14 წელზე მეტია, ცერნში მიმდინარეობს მზადება დიდი ექსპერიმენტისათვის... საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მიწისქვეშ მოწყობილია გვირაბისებრი ლაბორატორია, რომელსაც 27 კილომეტრი უჭირავს... აღნიშნულ ლაბორატორიაში მსოფლიოს 34 ქვეყნიდან 2000-მდე მეცნიერი მუშაობს,... მათ შორის 30-მდე ქართველია. ქართულ ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯემალ ხუბუა... მეცნიერები ცდილობენ სამყაროს შექმნის იმიტირებას...

პროექტის ლიდერი, ლინ ევანსი აცხადებს, რომ ეს პროექტი არის ახალი ერის დასაწყისი... ექსპერიმენტი დაგვეხმარება ახლებურად შევიცნოთ სამყაროს წარმომავლობა და ევოლუცია... LHC-ს გენერალური დირექტორის, რობერტ აიმარის თქმით, ეს კვლევა პოტენციურად შეცვლის ჩვენს ხედვას სამყაროს წარმოშობის შესახებ... LHCარის გაგრძელება ადამიანთა ცნობისმოყვარეობისა ჩვენი წარმოშობის შესახებ...

ამ გრანდიოზულ პროექტს მომხრეების გარდა, მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. როგორც მეცნიერი დენის ოვერბაი აცხადებს: ერაყის ომი და სომალის კონფლიქტი ვერ შეედრება შედეგებით იმას, რაც მოჰყვება LHC-ს განხორციელებას... ის, გარდა იმისა, რომ წარმოშობს შავ ხვრელებს, ამ პროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს არამარტო დედამიწის, სრულიად სამყაროს დაღუპვაც კი...

ამ თემაზე სასუბროდ ``კომერსანტი`` ესაუბრა მაღალი ენერგიების ფიზიკის სპეციალისტს, ქალბატონ თამარ ჯობავას, რომელიც თავადაც არის ჩართული ცერნის ექსპერიმენტში...

_ ჩვენი ინსტიტუტი 1994 წლიდან ჩართულია საერთაშორისო თანამშრომლობა `ატლასში~, რომელიც არის ერთ-ერთი იმ ოთხი ძირითადი სეგმენტიდან, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია ცერნში, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში უკვე აშენებულ დიდ ატომურ ამაჩქარებელზე...

ფარდობითობის თეორია შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში, რომელმაც, ფაქტობრივად, გადატრიალება მოახდინა თანამედროვე ფიზიკაში. აინშტაინმა აღმოაჩინა ფარდობითობის პრინციპი: ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, რომელიც შედგება ოთხი კოორდინატისაგან. სამი სივრცული კოორდინატია და ერთიც დრო... მან მოახდინა დროისა და სივრცის გაერთიანება და აჩვენა, როგორ მიმდინარეობს პროცესები სხვადასხვა ათვლის სისტემებში...

შემდეგი დიდი რევოლუცია მოახდინა კვანტური თეორიის შექმნამ. მეცნიერებმა განავითარეს თეორია და აჩვენეს, რომ ჩვენი გარემომცველი სამყარო არის კვანტური, ანუ ის არ არის უსასრულო და შედგება მცირე ნაწილებისაგან.

მოგვიანებით მოხდა ამ ორი თეორიის განვითარება და 60-იანი წლების პერიოდში მივიღეთ თეორია, რომელიც დღესაც მუშაობს, ეს არის სტანდარტული მოდელის თეორია, რომლის თანახმად სამყარო შედგება იმ ელემენტარული ``აგურებისგან`` (კლარკებისა და ლეპტონებისაგან), რომლებიც შემდეგ ქმნიან მატერიებს. სტანდარტულ მოდელში არის ჩადებული ცნება, თუ რა ძალები მოქმედებს ბუნებაში, რა ურთიერთობაა კლარკებს, ლეპტონებს შორის და ა.შ. აქ ერთიანდება სამი ტიპის ურთიერთობა ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური. ამ მოდელში მხოლოდ მეოთხე ურთიერთქმედება, გრავიტაცია არ არის ჩართული.

_ დღეისათვის ყველა ნაწილაკის არსებობაა დადასტურებული?

_ სტანდარტული მოდელის ნაწილაკებისაგან ყველა ნაწილაკის არსებობა დადასტურებულია, გარდა ხიგსის (ეგრეთწოდებული კლარკი) ნაწილაკისა.

კლარკები თავისუფალ მდგომარეობაში არავის უნახავს, მაგრამ იმდენი ექსპერიმენტი ჩატარდა ირიბად, მისი გათვალისწინებით, რომ მის არსებობაში ეჭვი არავის ეპარება. ეს მოდელი წინასწარ ადასტურებს ხიგსის ნაწილაკის არსებობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თეორიაში პარამეტრად რჩება თვითონ ხიგსის ნაწილაკის მასა. ამიტომ LHC-ს ექსპერიმენტში, პირველ რიგში ამ ხიგსის ნაწილაკი არსებობას დაადასტურებენ და დაადგენენ მის მასას.

_ ქალბატონო თამარ, თუ ხიგსის ნაწილაკი ვერ აღმოაჩინეს, მაშინ რა მოხდება?

_ თუ ხიგსის ნაწილაკს აღმოვაჩენთ, მაშინ სტანდარტული მოდელის თეორია, რომელიც აქამდე მუშა თეორიად ითვლებოდა ნაწილაკების ფიზიკაში, ბოლომდე დადსტურებული იქნება. თუ ვერ აღმოაჩინეს, არც ეს არის ცუდი, მაშინ სხვა ფანჯრები იხსნება და სხვა თეორიებს დაედება საფუძველი, რასაც უკვე ჰქვია ფიზიკა სტანდარტული მოდელის მიღმა, სადაც სხვა სცენარით მიდის ბუნებაში არსებული ძალებისა და ნაწილაკების წარმოქმნა.

_ გარდა ხიგსის ნაწილაკის აღმოჩენისა, სხვა რა მიზანი აქვს ცერნის ექსპერიმენტს?

_ ამ ბოლო 10-20 წლის განმავლობაში ერთმანეთს ძალიან გადაეჯაჭვა ნაწილაკების ფიზიკა და კოსმოლოგია. მათ ორივეს აინტერებთ სამყაროს წარმოშობა, ამიტომ მეცნიერები ერთიანი ძალებით აპირებენ იმ პროცესის იმიტირებას, რაც მოხდა სამყაროს შექმნისას მილიონი წლის წინ.

_ რა მოხდა მილიონი წლის წინ?

_ დაკვირვებების საფუძველზე ხდებოდა სამყაროს წარმოშობის დაახლოებით ასეთი სცენარის განხილვა: იყო რაღაც მატერია (რომელიც საიდან გაჩნდა, ამას ჯერ ვერც ერთი მეცნიერი ვერ იტყვის) და მოხდა მისი კოლაფსირება (შეკუმშვა), რომელმაც წარმოშვა ძალიან დიდი სიმკვრივე და ტემპერატურა (მილიონობით გრადუსი). ამ კოლაფსირების შედეგად მოხდა დიდი აფეთქება და მატერიების ამოფრქვევით წარმოიქმნა სხვადასხვა კოსმიური ელემენტები სამყაროში. სწორედ ამ პროცესების შესწავლა უნდათ დღეს მეცნიერებს. ამ ამაჩქარებელზე დღეისათვის დაჯახების დროს შესაძლებელია უპრეცედენტოდ დიდი ენერგიების წარმოქმნა. ეს იქნება იმიტირება იმისა, რაც მოხდა მილიონობით წლის წინ და მეცნიერები დააკვირდებიან ამ ამოფრქვევის შემდეგ წარმოქმნილ პროცესებს.

-- თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს? მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის გაგრძელება ცნობისმოყვარეობისა და ამისათვის დახარჯო 8 მილიარდი დოლარი და მთელი სამყარო დააყენო საფრთხის ქვეშ, მისაღებია?

-- დავიწყოთ იქიდან, რომ სამყარო საფრთხის ქვეშ არ არის. აქ არის აბსოლუტურად ზუსტი გათვლები, სწორედ ამიტომ დაიხარჯა ამადენი თანხა, რომ ყველაფერი ყოფილიყო მაღალ დონეზე, უსაფრთხოდ გაკეთებული.

P.S.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ პროექტს თითქმის ყველა რელიგია ეწინააღმდეგება. აღნიშნულთან დაკავშირებით გავესაუბრეთ მამა მიქაელს, რომელმაც გვითხრა, რომ უგუნურები არიან ისინი, ვინც ცდილობს სამყაროს შექმნის იმიტაციას. დამერწმუნეთ, ისინი ვერასოდეს გააკეთებენ იმას, რაც გააკეთა უფალმა. Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ვილლ, საინტერესო მასალებია ბრწყინვალე თვალთახედვით.
ა-ჰა,ღმერთის კოპირება ცოტა ძნელი გამოდგა...:side:
ასე რომ,იქნებ დავფიქრებულიყავით, იქნებ ყველაფერი არ ექვემდებარება მეცნ. ანალიზსა და ლაბ. სამუშაოებს, ა?!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 84 posts ] 
რელიგია და მეცნიერება
დესპანი