დიდი ადრონული შეჯახება (LHC) შეფერხდა
გაზეთი ``კომერსანტი``
კატასტროფა თუ დიდი აღმოჩენის საწინდარი
დიდი ექსპერიმენტი ან ჩაიშალა, ან დროებით გადაიდო. ყოველ შეთხვევაში, დიდი ადრონული კოლეიდორის მუშაობა შეჩერებულია ტექნიკური გაუმართაობის გამო. ეს ფაქტი რამდენიმე დღის წინ დააფიქსირეს ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერებმა. ამის მიუხედავად, ქართველ მეცნიერებს მაინც ეამაყებათ, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობენ.
14 წელზე მეტია, ცერნში მიმდინარეობს მზადება დიდი ექსპერიმენტისათვის... საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მიწისქვეშ მოწყობილია გვირაბისებრი ლაბორატორია, რომელსაც 27 კილომეტრი უჭირავს... აღნიშნულ ლაბორატორიაში მსოფლიოს 34 ქვეყნიდან 2000-მდე მეცნიერი მუშაობს,... მათ შორის 30-მდე ქართველია. ქართულ ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯემალ ხუბუა... მეცნიერები ცდილობენ სამყაროს შექმნის იმიტირებას...
პროექტის ლიდერი, ლინ ევანსი აცხადებს, რომ ეს პროექტი არის ახალი ერის დასაწყისი... ექსპერიმენტი დაგვეხმარება ახლებურად შევიცნოთ სამყაროს წარმომავლობა და ევოლუცია... LHC-ს გენერალური დირექტორის, რობერტ აიმარის თქმით, ეს კვლევა პოტენციურად შეცვლის ჩვენს ხედვას სამყაროს წარმოშობის შესახებ... LHCარის გაგრძელება ადამიანთა ცნობისმოყვარეობისა ჩვენი წარმოშობის შესახებ...
ამ გრანდიოზულ პროექტს მომხრეების გარდა, მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. როგორც მეცნიერი დენის ოვერბაი აცხადებს: ერაყის ომი და სომალის კონფლიქტი ვერ შეედრება შედეგებით იმას, რაც მოჰყვება LHC-ს განხორციელებას... ის, გარდა იმისა, რომ წარმოშობს შავ ხვრელებს, ამ პროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს არამარტო დედამიწის, სრულიად სამყაროს დაღუპვაც კი...
ამ თემაზე სასუბროდ ``კომერსანტი`` ესაუბრა მაღალი ენერგიების ფიზიკის სპეციალისტს, ქალბატონ თამარ ჯობავას, რომელიც თავადაც არის ჩართული ცერნის ექსპერიმენტში...
_ ჩვენი ინსტიტუტი 1994 წლიდან ჩართულია საერთაშორისო თანამშრომლობა `ატლასში~, რომელიც არის ერთ-ერთი იმ ოთხი ძირითადი სეგმენტიდან, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია ცერნში, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში უკვე აშენებულ დიდ ატომურ ამაჩქარებელზე...
ფარდობითობის თეორია შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში, რომელმაც, ფაქტობრივად, გადატრიალება მოახდინა თანამედროვე ფიზიკაში. აინშტაინმა აღმოაჩინა ფარდობითობის პრინციპი: ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, რომელიც შედგება ოთხი კოორდინატისაგან. სამი სივრცული კოორდინატია და ერთიც დრო... მან მოახდინა დროისა და სივრცის გაერთიანება და აჩვენა, როგორ მიმდინარეობს პროცესები სხვადასხვა ათვლის სისტემებში...
შემდეგი დიდი რევოლუცია მოახდინა კვანტური თეორიის შექმნამ. მეცნიერებმა განავითარეს თეორია და აჩვენეს, რომ ჩვენი გარემომცველი სამყარო არის კვანტური, ანუ ის არ არის უსასრულო და შედგება მცირე ნაწილებისაგან.
მოგვიანებით მოხდა ამ ორი თეორიის განვითარება და 60-იანი წლების პერიოდში მივიღეთ თეორია, რომელიც დღესაც მუშაობს, ეს არის სტანდარტული მოდელის თეორია, რომლის თანახმად სამყარო შედგება იმ ელემენტარული ``აგურებისგან`` (კლარკებისა და ლეპტონებისაგან), რომლებიც შემდეგ ქმნიან მატერიებს. სტანდარტულ მოდელში არის ჩადებული ცნება, თუ რა ძალები მოქმედებს ბუნებაში, რა ურთიერთობაა კლარკებს, ლეპტონებს შორის და ა.შ. აქ ერთიანდება სამი ტიპის ურთიერთობა ძლიერი, სუსტი, ელექტრომაგნიტური. ამ მოდელში მხოლოდ მეოთხე ურთიერთქმედება, გრავიტაცია არ არის ჩართული.
_ დღეისათვის ყველა ნაწილაკის არსებობაა დადასტურებული?
_ სტანდარტული მოდელის ნაწილაკებისაგან ყველა ნაწილაკის არსებობა დადასტურებულია, გარდა ხიგსის (ეგრეთწოდებული კლარკი) ნაწილაკისა.
კლარკები თავისუფალ მდგომარეობაში არავის უნახავს, მაგრამ იმდენი ექსპერიმენტი ჩატარდა ირიბად, მისი გათვალისწინებით, რომ მის არსებობაში ეჭვი არავის ეპარება. ეს მოდელი წინასწარ ადასტურებს ხიგსის ნაწილაკის არსებობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თეორიაში პარამეტრად რჩება თვითონ ხიგსის ნაწილაკის მასა. ამიტომ LHC-ს ექსპერიმენტში, პირველ რიგში ამ ხიგსის ნაწილაკი არსებობას დაადასტურებენ და დაადგენენ მის მასას.
_ ქალბატონო თამარ, თუ ხიგსის ნაწილაკი ვერ აღმოაჩინეს, მაშინ რა მოხდება?
_ თუ ხიგსის ნაწილაკს აღმოვაჩენთ, მაშინ სტანდარტული მოდელის თეორია, რომელიც აქამდე მუშა თეორიად ითვლებოდა ნაწილაკების ფიზიკაში, ბოლომდე დადსტურებული იქნება. თუ ვერ აღმოაჩინეს, არც ეს არის ცუდი, მაშინ სხვა ფანჯრები იხსნება და სხვა თეორიებს დაედება საფუძველი, რასაც უკვე ჰქვია ფიზიკა სტანდარტული მოდელის მიღმა, სადაც სხვა სცენარით მიდის ბუნებაში არსებული ძალებისა და ნაწილაკების წარმოქმნა.
_ გარდა ხიგსის ნაწილაკის აღმოჩენისა, სხვა რა მიზანი აქვს ცერნის ექსპერიმენტს?
_ ამ ბოლო 10-20 წლის განმავლობაში ერთმანეთს ძალიან გადაეჯაჭვა ნაწილაკების ფიზიკა და კოსმოლოგია. მათ ორივეს აინტერებთ სამყაროს წარმოშობა, ამიტომ მეცნიერები ერთიანი ძალებით აპირებენ იმ პროცესის იმიტირებას, რაც მოხდა სამყაროს შექმნისას მილიონი წლის წინ.
_ რა მოხდა მილიონი წლის წინ?
_ დაკვირვებების საფუძველზე ხდებოდა სამყაროს წარმოშობის დაახლოებით ასეთი სცენარის განხილვა: იყო რაღაც მატერია (რომელიც საიდან გაჩნდა, ამას ჯერ ვერც ერთი მეცნიერი ვერ იტყვის) და მოხდა მისი კოლაფსირება (შეკუმშვა), რომელმაც წარმოშვა ძალიან დიდი სიმკვრივე და ტემპერატურა (მილიონობით გრადუსი). ამ კოლაფსირების შედეგად მოხდა დიდი აფეთქება და მატერიების ამოფრქვევით წარმოიქმნა სხვადასხვა კოსმიური ელემენტები სამყაროში. სწორედ ამ პროცესების შესწავლა უნდათ დღეს მეცნიერებს. ამ ამაჩქარებელზე დღეისათვის დაჯახების დროს შესაძლებელია უპრეცედენტოდ დიდი ენერგიების წარმოქმნა. ეს იქნება იმიტირება იმისა, რაც მოხდა მილიონობით წლის წინ და მეცნიერები დააკვირდებიან ამ ამოფრქვევის შემდეგ წარმოქმნილ პროცესებს.
-- თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს? მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის გაგრძელება ცნობისმოყვარეობისა და ამისათვის დახარჯო 8 მილიარდი დოლარი და მთელი სამყარო დააყენო საფრთხის ქვეშ, მისაღებია?
-- დავიწყოთ იქიდან, რომ სამყარო საფრთხის ქვეშ არ არის. აქ არის აბსოლუტურად ზუსტი გათვლები, სწორედ ამიტომ დაიხარჯა ამადენი თანხა, რომ ყველაფერი ყოფილიყო მაღალ დონეზე, უსაფრთხოდ გაკეთებული.
P.S.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ პროექტს თითქმის ყველა რელიგია ეწინააღმდეგება. აღნიშნულთან დაკავშირებით გავესაუბრეთ მამა მიქაელს, რომელმაც გვითხრა, რომ უგუნურები არიან ისინი, ვინც ცდილობს სამყაროს შექმნის იმიტაციას. დამერწმუნეთ, ისინი ვერასოდეს გააკეთებენ იმას, რაც გააკეთა უფალმა.
