|
ეხლა ბორშის რეცეპტს დავდებ და სემდეგ მოვძებნი ტორტის რეცეპტს.ბორში უკრაინულად (6) © DODI
საქონლის წინა მხარე (გრუდინკა) 2-2,5კგ, ჭარხალი 2-3 თავი (აუცილებლად შავი), 2-3 ცალი პომიდორი ან 100 გრამი ტომატი, სტაფილო 3-4 თავი, ხახვი 2-3 თავი, კომბოსტო 1 საშუალო თავი, კარტოფილი 5-6 ცალი, ნამდვილი უკრაუნული სალლა (თეთრი შეუბოლავი) 0,5კგ., დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი, მწვანილები ნიახური, ქინძი, პეტრუშკა ძალიან ცოტა არომატისათვის, ღვინის ძმარი კარგი 100-150 გრ., წიწაკა, პილპილი, ნიორი, მარილი გემოვნებით. კარგად მოვხარშავთ დიდ ნაჭრეებად საქონლის ხორცს, ბულიონს გავაციებთ მოვხდით ცხიმსა და ამ ცხიმის ნახევარში პომიდორში/ტომატში მოვშუშავთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, როცა ოდნავ შეწითლდება ვამატებთ წვრილად დაჭრილ სტაფილოს და ვშუშავთ, ვამატებთ სირძეზე წვრილად დაჭრილ კომბოსტოს. დარჩენილ ცხიმში ვშუშავთ ჭარხალს (1/3 გახელილი 2/3 დაჭრილი) კარგად მოვშუშავთ და ვამატებთ კარტოფილს, ვშუშავთ თავდახურულში 10-15 წუთი, ცოტა ხანში ვამატებთ ძმარს და 10-15 წუთი თავდახურულში ვშუშავთ დაბალ ცეცხლზე. ახალ ქვაბში გადავწურავთ ბულიონს ავადუღებთ და ვამატებთ ჯერ სტაფილოს და კომბოსტოს, მერე ჭარხალს და კარტოფილს, საქონლის ხორცს და მსხვილ ნაჭეებად დაჭრილ ურაინულ სალას და ვხარშავთ მომზადებამდე. გამოვრთავთ და ვამატებთ მწვანილს და დანარჩენ სანელებლებს. სუფრაზე მიტანისას ზემოდან ვასხავთ კარგ (ამას დიდი მნიშვნელობა აქვს) არაჟანს. სასმელებიდან უხდება არაყი უკრაინული. P.S. ბორში ძალიან წითელი თუ გვინდა გამოვიდეს სტაფილო ძალიან ცოტა უნდა ან საერთოდ არ უნდა მე არ უშვრები.
|