↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე გერმანიაში ვარ ჩრდილოეთით დანიის საზღვართან ,ჩვენთან უკვე მოთოვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
აბა მეგობრებო ვის რა რეცეპტი გჭირდებათ დააფიქსირეთ და შეძლებისამებრ მოვძაბნი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ეეჰ, ასე არა ვართ ყველანი მიყრილ-მოყრილები...მაგ ვიკინგებმა არ დაგჩაგრონ ტელმან და ასე მადლიანად შეგვეხმიანე ხოლმე. ქართული პონტი გვენატრება, თორემ საჭმელზე კი არაა. კიდევ ერთხელ გმადლობთ. კაი ვინმე ხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
telmani-- ძალიან კარგი რეცეპტები გაქვს. თუ შეგიძლია ,მეც შემისრულოდ თხოვნა.როგორ ამზადებთ ტორტის კრემს ყავით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეხლა ბორშის რეცეპტს დავდებ და სემდეგ მოვძებნი ტორტის რეცეპტს.ბორში უკრაინულად (6)
© DODI

საქონლის წინა მხარე (გრუდინკა) 2-2,5კგ, ჭარხალი 2-3 თავი (აუცილებლად შავი), 2-3 ცალი პომიდორი ან 100 გრამი ტომატი, სტაფილო 3-4 თავი, ხახვი 2-3 თავი, კომბოსტო 1 საშუალო თავი, კარტოფილი 5-6 ცალი, ნამდვილი უკრაუნული სალლა (თეთრი შეუბოლავი) 0,5კგ., დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი, მწვანილები ნიახური, ქინძი, პეტრუშკა ძალიან ცოტა არომატისათვის, ღვინის ძმარი კარგი 100-150 გრ., წიწაკა, პილპილი, ნიორი, მარილი გემოვნებით.
კარგად მოვხარშავთ დიდ ნაჭრეებად საქონლის ხორცს, ბულიონს გავაციებთ მოვხდით ცხიმსა და ამ ცხიმის ნახევარში პომიდორში/ტომატში მოვშუშავთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, როცა ოდნავ შეწითლდება ვამატებთ წვრილად დაჭრილ სტაფილოს და ვშუშავთ, ვამატებთ სირძეზე წვრილად დაჭრილ კომბოსტოს. დარჩენილ ცხიმში ვშუშავთ ჭარხალს (1/3 გახელილი 2/3 დაჭრილი) კარგად მოვშუშავთ და ვამატებთ კარტოფილს, ვშუშავთ თავდახურულში 10-15 წუთი, ცოტა ხანში ვამატებთ ძმარს და 10-15 წუთი თავდახურულში ვშუშავთ დაბალ ცეცხლზე. ახალ ქვაბში გადავწურავთ ბულიონს ავადუღებთ და ვამატებთ ჯერ სტაფილოს და კომბოსტოს, მერე ჭარხალს და კარტოფილს, საქონლის ხორცს და მსხვილ ნაჭეებად დაჭრილ ურაინულ სალას და ვხარშავთ მომზადებამდე. გამოვრთავთ და ვამატებთ მწვანილს და დანარჩენ სანელებლებს. სუფრაზე მიტანისას ზემოდან ვასხავთ კარგ (ამას დიდი მნიშვნელობა აქვს) არაჟანს. სასმელებიდან უხდება არაყი უკრაინული.
P.S. ბორში ძალიან წითელი თუ გვინდა გამოვიდეს სტაფილო ძალიან ცოტა უნდა ან საერთოდ არ უნდა მე არ უშვრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ტელმან, ლიმონის ტორტი მაინტერესებს, ხილის ტორტი, კრემბრულე და ტირამიზუ როცა მოიცლი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტორტი ''კლეოპატრა''
4 ჭიქა ფქვილი, 1/2 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 100გრ ნაღების კარაქი, 2 ცალი კვერცხი, 1/2 ჩაის კოვზი სოდა, მარილი და ვანილი გემოვნებით. მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი დავფინოთ ქაღალდზე და გავასწოროთ. მასზე დავდოთ ფარში (გახეხილი ვაშლი შაქრით, ან დაკეპილი ქიშმიში მანქანაში გატარებულ შავ ქლიავთან ერთად), შემდეგ დავადოთ ცომის გაბრტყელებული და გასწორებული მეორე ნაჭერი და გამოვაცხოთ ფურნაკში 35-40 წუთი.
მზა ტორტს მოვასხათ ზევიდან ათქვეფილი ცილა შაქრით (2 კვერცხის ცილა და 3 სუფრის კოვზი შაქარი) და შევდოთ ფურნიკში კიდევ 15-20 წთ. ცილას შეიძლება შევურიოთ დაჭრილი ნიგოზიც.

''შოკოლადის'' ტორტი
შევურიოთ 150გრ ნაღების კარაქი 6 კვერცხის გულს. ნელ-ნელა დავუმატოთ 150გრ შაქარი და ვურიოთ 20-25 წთ. ნარევს დავუმატოთ გახეხილი შოკოლადი, 6 კვერცხის ათქვეფილი ცილა და 40გრ ფქვილი. გამოვაცხოთ, გაცივების შემდეგ გავჭრათ ორ ფენად და წავუსვათ ათქვეფილი ნაღები ან შოკოლადის კრემი. ზევიდან და გვერდებზე წავუსვათ შოკოლადის მინანქარი ან ათქვეფილი ნაღები.
შოკოლადის კრემი: ორთქლზე მოვხარშოთ სქელი კრემი 4 კვერცხის გულისა და 150გრ შაქრისგან. გახეხილი შოკოლადი შევურიოთ 100გრ ნაღების კარაქს, შემდეგ შევურიოთ ადრე მომზადებულ კრემს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხილის ტორტი
საჭიროა: 1 ქილა მაიონეზი, 2 ჩაის ჭიქა შაქარი, 3 ცალი კვერცხი, 100 გრამი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი კარაქი, 0,5 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, ხილი.

ავთქვიფოთ კვერცხის გული 1 ჩაის ჭიქა შაქართან ერთად. დავამატოთ მაიონეზი, არაჟანი, სოდა, ფქვილი და აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. მიღებული ცომი გადავიტანოთ ცხიმმოსმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, შემდეგ შევდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, გამოვიღოთ, შევაგრილოთ და გადავუსვათ რაიმე ჯემი და ზემოდან მოვაწყვოთ ხილი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი. მოღებული ბეზე გადავუსვათ ტორტს და შევდოთ ცივ ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე. როდესაც ბეზე კარგად შეშრება და დაიბრაწება მაშინ უკვე ტორტი მზად არის!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ტელმან კარმა ჩემგან, მაგრამ რა კარმა აიწონის შენს სიკეთეს, პროფესიონალო ხარ. ადმინ-ს ვთხოვ
არ წაიშალოს ეს რეცეპტები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძაან ნუ მაქებ არ არის საჭირო .წითელი მოცვის ნამცხვარი
მასალა:
3 კვერცხი
200 გრ. არაჟანი (24% ცხიმიანობის)
200 გრ შაქარი
250 გრ ფქვილი
2 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი
400 გრ ნაღები
400 გრ წითელი მოცვი
ცხიმი ან პერგამენტი ფორმისათვის
ცხვება მრგვალ, 26 სმ დიამეტრის ფორმაში

1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩAაფინეთ პერგამენტი
2. კვერცხი არაჟანი დაშაქარი ათქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ცომის საფხვიერებელი და და ფქვილი. ჩAასხით ფორმაში და აცხვეთ 25 წუთი. გამოიღეთ და გააგრილეთ.
3. ნამცხვარს ამოაჭერით გული ისე რომ დარჩეს ძირზე და კიდეებზე 2 სმ
4.ნარები ათქვიფეთ გამაგრებამდე, შეურიეთ მოცვი და ამოჭრილი გულის ნაფხვენები და ამ მასით ამოავსეთ ნამცხვრის გული. სუფრაზე მიტანამდე გააგრილეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შუს რეცეპტი

ცომი:
4 კვერცხი
100 გრ. მარგარინი (ან კარაქი)
1 ჩაის ჭიქა ფქვილი
1 ჩაის ჭიქა წყალი
ვანილი (გემოვნებით)

ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და 100 გრ. მარგარინი (ან კარაქი) და აადუღეთ. დაამატეთ 1 ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ. შემდეგ გადმოდგით გაზის ქურიდან და სათითაოდ დაამატეთ 4 კვერცხი. აურიეთ სანამ მასა ერთი კონსისტენციის გახდება (თუ ოდნავ გააგრილებთ, შესაძლებელია ხელით მოზილვაც). იმის შემდეგ რაც ცომი მზადაა, დაყავით პატარ-პატარა ნახილებად, დაამრგვალეთ ბურთებად და გამოაცხვეთ გაზის ქურაში.

კრემი:
1 ჩაის ჭიქა რძე
2 კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი ფქვილი
¾ ჩაის ჭიქა შაქარი
100 გრ. კარაქი
ვანილი (გემოვნებით)

აადუღეთ 500 გრ. რძე და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი. ურიეთ ხშირად სანამ ბოლომდე არ გაიხსნება ფქვილი. ცალკე ათქვიფეთ 2 კვერცხის გული და ¾ ჩაის ჭიქა შაქარი (ანუ გააკეთეთ გოგლი-მოგლი). დაამატეთ გოგლი-მოგლი მდუღარე რძეს და ურიეთ. გადმოდგით გაზის ქურიდან და დააცადეთ სანამ კარგად გაგრილდება. ცალკე ათქვიფეთ 100 გრ. დარბილებული კარაქი და აურიეთ მანამდე მომზადებულ გაგრილებულ მასას. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გოგლი-მოგლს დაუმატოთ ½ ჩაის ჭიქა კაკაო და გამოგივათ შოკოლადის კრემი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობთ ტელმანი .=ko= საახალწლოდ შენ სახელს დავარქმევ , ჩემ გაკეთებულ ტორტს.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined31 Oct 2008
Posts69
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაიმეეეე მომშივდააა მომწყურდაააა და რავიცი ტკბილიც მინდა.სულ ნერწყვები ვყლაპე რააააა,ხალხო რომ გამოაცხობთ ამ კარგ ტორტებს მეც დამპატიჯეთ რა იქნება?:) :) :) წინასწარ გიხდით მადლობას=sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
აბა, და თანაც ნუ მაქებთო!:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი რეცეპტის წყაროა ფრანგული ლარუსის კულინარიული ენციკლოპედია.რეცეპტი გამოცდილია

165გ კარაქი
6 კვერცხი
500გ შაქარი
60გ ფქვილი
80გ კაკაო
3ს.კ ალუბლის ლიქიორი ან ალუბლის არაყი
750გ ნაღები
500გ უკურკო ალუბალი
200-250გ შავი სოკოლადი
ვანილი

ავთქვიფოთ კვერცხი ვანილი და 240გ შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შევურიოთ ფქვილი და კაკაო, შემდეგ 150გ გამდნარი კარაქი ნელ-ნელა.ეს მასა უნდა გავყოთ სამად და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15 სმ დიამეტრის მქონე ფორმაში 15 წთ.(ან ერთად გამოვაცხოთ და მერე სუაზე გავჭრათ სამად)გამოცხობიდან 5 წთ-ის მერე გადმოვიღოთ ფორმიდან

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი
დესპანი