↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
გაგვაგდებენ აქედააან.
ისე ვეძებე ამანთებზე თემა და ვერ ვიპოვე.
არ გვყავს ბატონო მოდერატორი და ვართ ჩვენს ჭკუაზე.
მაგრად კი გამეცინა დედაშენის ნაფიქრზე.
არადა რა საცოდავები ვართ,სიმწრით ნერვების და სტრესის ფასად გვიწევს აქ ყოფნა და ვიღაც წუნკალი,წუპაკი მიათრევს სახლში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
ვინაიდან ბევრი ჩვენგანი უცხოეთში ვართ,შემოგთავაზებთ სუნელებისა და მწვანილების ინგლისურ დასახელებას.
BASIL-რეჰანი.*
CARAWAY-ძირა.*
CARDAMON-ილი.*
CALERY-ნიახური.*
CILANTOO-ხმელი ქინძი.*
CORIANDER-ქინძი.*
CINNAMON-დარიჩინი.*
CLOVE-მიხაკი.*
DILL-კამა.*
FENUGREEK-უცხო სუნელი.*
GINGER-ჯანჯაფილი,კოჭა.*
HORSERADISH-პირშუშხა(ხრენი).*
NUTMEG-ჯავზი.*
PARTSLEY-ოხრახუში.*
SAFRAN(crokus sativus)-ზაფრანა.*
TAGETES-ყვითელი ყვავილი.*
TARRAGON-ტარხუნა.*
WATERCRESS-წიწმატი.*
დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის და თბილი სიტყვებისთვის.
nanano-მართალი ხარ, შეცდომა მომსვლია.
რაც შეეხება ამ სიას, მართლაც საჭიროა ჩვენთვის,რისთვისაც მადლობას გიხდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
თქვენის ნებართვით ამ სიას, მეც დავამატებ: კოწახური-BARBERRY.
აბა, ქაბაბი კოწახურის გარეშე?=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
გაიხარე ელჩი.
ციციკორემ კი მასწავლა,რომ ქაბაბის მომზადებისას შიგ უნდა შევურიოთ კოწახური,მაგრამ
საწებელიც ხომ მზადდება კოწახურისგან ქაბაბისთვის თუ მეშლება?
იქნებ მაგისი რეცეპტი დაგვიწრეო ელჩი,როგორც კაცმა -კაცური ბლუდა.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
nanano-კოწახური, უკვე შემწვარს უნდა მოეყაროს, ლავაშში გახვევისას. მე "ენგრე" ვიცი.=lol=
ფარშს კიდევ, იგივე "ინგრედიენტებისგან" ვამზადებ, როგორიც ხინკლისთვის დავწერე, მხოლოდ ღორის ხორცის გარეშე. საქონლის ხორცს, ცხვრისას უმატებ.
ესენიც თანაბარი რაოდენობის უნდა იყვეს.
თუ გინდათ, რომ შამფურზე გააჩეროთ, ფარში ბევრჯერ უნდა გადაიზილოს, მარილს და მწვანილეულს დიდი მნიშვნელობა ააქვს კიდევ. ნაკლებად გამოიყენეთ, არავითარი კვერცხი და "წებო", ბევრი ზილვა უნდა.
თუ ერთი ღამე მაცივარში გააჩერებთ, უკეთესი გამოვა.
ყოველთვის ეცადეთ, ახალი ხორცით დაამზადოთ.
შემწვარ ქაბაბს: ლავაში, წითელი ხახვი, ოხრახუში,კოწახური და საწებელი უხდება.
რაც შეეხება საწებელს, წითელი ტყემლითაც გემრიელია, მაგრამ მაშარაფით უკეთესად დააგემოვნებთ.
ტომათითაც შეიძლება ჩვენებური საწებლის გაკეთება, ჩვეულებრივი ტომატის პასტა, ბლომად "golden gate park"-ის მცენარეები/სანფრანცისკოშია ასეთი პარკი, სადაც მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა მცენარე ხარობს/=lol= შეაზავეთ გემოვნებით, გადაახვიეთ და მიირთვით.
რათქმა უნდა, არ დამავიწყდება: შეგარგოთ.=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გიო კიდევ კარმა დაიმსახურე=zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმერული ხაჭაპური

თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი (ცილაც და გულიც) +0,5 ლიტრი მაწონი (ნატურალური იოგურტი, აჭრილი რძე, არაჟანი, ან უბრალოდ რძე) + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი ან მარგარინი (ზეთიც შეიძლება) დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.

მოვამზადოთ ყველი:

დავფშვნათ 800 გრ. ყველი ( საუკეთესოა მოცარელასა და ფეტას ნარევი, მაგრამ პოლონეთის შემთხვევაში შეიძლება ser twarogowy tłusty, ან twaróg ასევე tłusty-იც არაა ცუდი) დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და ცოტა ცხიმი (100 გრ კარაქი ან მარგარინი). კარგად ავურიოთ.

დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად სევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში.მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მტელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კატგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.

ცხლადვე მიიტანეთ სუფრაზე.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ყველს წარმატებით სცვლიან ლობიოთი, კარტოფილით, ისპანახიოთა და სხვა ბოსტნეულით. ამ შემთხვევაში ცომი იგივეა, მხოლოდ შიგთავსი იკაზმება ხახვით, ნივრით, წიწაკითა და სხვადასხვა სუნელით.

აჭარული ხაჭაპურის ცომიც იგივეა, მხოლოდ ხაჭაპურს აძლევენ ნავის ფორმას და ყველს კვერცხს არ უმატებენ რადგან კვერცხი თითოეულ ხაჭაპურს თითო - თითო უნდა ჩაეხალოს.

ცომი შეიძლება საფუვრიანიც მოიზილოს.

უფრო მარტივი ხერხიც არსებობს - სუპერმარკეტებში ფრანგული (ჩვენებურად ფენოვანი) ცომის ყიდვა და ფენოვანი ხაჭაპურის გამოცხობა. ასევე შეიძლება გამოცხვეს კვადრატები თითო - თითო სტუმრისათვის.ამ შემთხვევაში ცომი უნდა დაიჭრას დაახლოებით 15X15 სანტიმეტრებიან კვადეატებად, რომლის შუაში ჩაიდება გამზადებული ყველი და მერე კუთხეები შეიკვრება დიაგონალზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
nanano-კოწახური, უკვე შემწვარს უნდა მოეყაროს, ლავაშში გახვევისას. მე "ენგრე" ვიცი.=lol=
ფარშს კიდევ, იგივე "ინგრედიენტებისგან" ვამზადებ, როგორიც ხინკლისთვის დავწერე, მხოლოდ ღორის ხორცის გარეშე. საქონლის ხორცს, ცხვრისას უმატებ.
ესენიც თანაბარი რაოდენობის უნდა იყვეს.
თუ გინდათ, რომ შამფურზე გააჩეროთ, ფარში ბევრჯერ უნდა გადაიზილოს, მარილს და მწვანილეულს დიდი მნიშვნელობა ააქვს კიდევ. ნაკლებად გამოიყენეთ, არავითარი კვერცხი და "წებო", ბევრი ზილვა უნდა.
თუ ერთი ღამე მაცივარში გააჩერებთ, უკეთესი გამოვა.
ყოველთვის ეცადეთ, ახალი ხორცით დაამზადოთ.
შემწვარ ქაბაბს: ლავაში, წითელი ხახვი, ოხრახუში,კოწახური და საწებელი უხდება.
რაც შეეხება საწებელს, წითელი ტყემლითაც გემრიელია, მაგრამ მაშარაფით უკეთესად დააგემოვნებთ.
ტომათითაც შეიძლება ჩვენებური საწებლის გაკეთება, ჩვეულებრივი ტომატის პასტა, ბლომად "golden gate park"-ის მცენარეები/სანფრანცისკოშია ასეთი პარკი, სადაც მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა მცენარე ხარობს/=lol= შეაზავეთ გემოვნებით, გადაახვიეთ და მიირთვით.
რათქმა უნდა, არ დამავიწყდება: შეგარგოთ.=ae=
ვაიმეე,ერთი ამოსუნთქვა და რეცეპტიც მზადაა,დიდი მადლობაELCHI.:)
ბარემ ამასაც ვიკითხავ რაა-მაშარაფი როგორ უნდა მოვამზადო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
მაშარაფი-ინგლისურადაც ასევე ითქმის, ყველა სასურსათო მარკეტში იყიდება.
სიმართლე ვთქვათ, ქაბაბი ჩვენი არ არის, მაგრამ არ ჩამოვრჩებით სხვებსაც მის მომზადებაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სალათა თუნეზიურად

შემადგენლობა:
100 გ კოუკოუს
500გ პომიდორი
1 ხახვი
1კბილი ნიორი
ერთი შეკვრა პიტნა
3 სუფრის კოვზი არგანოლლ ,შეგიძლიათ მზესუმზირის ზეთი გამოიყენოთ
კოუსკოუს მოვხარშოთ და ცივ წყალი გადავავლოთ
პომიდორი დავჭრათ და ხახვი მოვაყაროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ და შემდეგ ერთი ლიმონის წვენი და მზესუმზირის ზეთი შევურიოთ

პომიდორი კოუსკოუს ერთმანეთში ავურიოთ დავამატოთ წვრილად დაჭრილი პიტნა დამატებით შეგიძლიათ დავაჭრათ მწნილი და მარილით დავაგემოვნეთ
სულ ეს არის ,ძალიან გემრიელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმანი უკაცრავად მაგრამ ვერ გავიგე რა არის კოუკოუს თუ კოლისლოუ. დაწერე ზუსტად სახელი ტუ მე არ ვიცი . მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
არც მე ვიცი კოუსკოუს რა არის,თუ პამიდვრის ჯიშია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
კოუსკოუსი არის ღომის ღერღილივითაა,წვრილი ბურთებია ,მე კუსკუსს ვეძახი,

ბურღულეულია და იყიდება სუპერმარკეტებში ბურღულეულის განყოფილებაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts39
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნაბულა და ნანანო,ეს რა თავგადასავლები გქონიათ ფოსტასთან დაკავშირებიტ...=lol= ეგ მომეწონა,ამერიკელები ხსნიან ალბათო რო უთქვამტ..=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ამერიკელებს ჩურჩხელა შეყვარებიათ და ტყლაპი კიდე განსაკუთრებით...
ეეჰ,შენ იცინე SISLEY და იმედი კიდევ მაქვს, ეგება და ეშველოს და გამოსწორდეს ვითარება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი
დესპანი