elchi wrote:ციტატა:
nanano-კოწახური, უკვე შემწვარს უნდა მოეყაროს, ლავაშში გახვევისას. მე "ენგრე" ვიცი.=lol=
ფარშს კიდევ, იგივე "ინგრედიენტებისგან" ვამზადებ, როგორიც ხინკლისთვის დავწერე, მხოლოდ ღორის ხორცის გარეშე. საქონლის ხორცს, ცხვრისას უმატებ.
ესენიც თანაბარი რაოდენობის უნდა იყვეს.
თუ გინდათ, რომ შამფურზე გააჩეროთ, ფარში ბევრჯერ უნდა გადაიზილოს, მარილს და მწვანილეულს დიდი მნიშვნელობა ააქვს კიდევ. ნაკლებად გამოიყენეთ, არავითარი კვერცხი და "წებო", ბევრი ზილვა უნდა.
თუ ერთი ღამე მაცივარში გააჩერებთ, უკეთესი გამოვა.
ყოველთვის ეცადეთ, ახალი ხორცით დაამზადოთ.
შემწვარ ქაბაბს: ლავაში, წითელი ხახვი, ოხრახუში,კოწახური და საწებელი უხდება.
რაც შეეხება საწებელს, წითელი ტყემლითაც გემრიელია, მაგრამ მაშარაფით უკეთესად დააგემოვნებთ.
ტომათითაც შეიძლება ჩვენებური საწებლის გაკეთება, ჩვეულებრივი ტომატის პასტა, ბლომად "golden gate park"-ის მცენარეები/სანფრანცისკოშია ასეთი პარკი, სადაც მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა მცენარე ხარობს/=lol= შეაზავეთ გემოვნებით, გადაახვიეთ და მიირთვით.
რათქმა უნდა, არ დამავიწყდება: შეგარგოთ.=ae=
ვაიმეე,ერთი ამოსუნთქვა და რეცეპტიც მზადაა,დიდი მადლობაELCHI.

ბარემ ამასაც ვიკითხავ რაა-მაშარაფი როგორ უნდა მოვამზადო?