↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ლევან სონღულაშვილი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 211 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაიმე შოკში ვარ.....................

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
უიმედობის ჟამს გენიოსს გვიწყალობებს ხოლმე უფალი. =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
სიტყვები არ მყოფნის,ვინმემ იცოდით ეს ბავშვი ადრე?

ლევან! ეს ყველაფერი შენ გეკუთვნის? ჩემს გაოცებას საზღვარი არა აქვს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლევან.აღარ ვიცი დღეს მერამდენედ წავიკითხე შენი შედევრები(არ ვაჭარბებ) და გაოგნებული ვარ,ამ პატარა ბიჭმა(არ მიწყინო)ამხელა სიღრმისეული ანალიზის და შემდეგ ამ განცდების ასე ხატოვნად გადმოცემა როგორ შესძელი.მაგრამ ეს ყველაფერი შენმა უნკალურმა,ღვთითმომადლებულმა ნიჭმა შეგაძლებინა.შენი მეტყველი ნახატები თითქოს მთელ ისტორიას ყვებიან,ყველა დეტალი როგორი მიზანმიმართული დატვირთვით გაქვს გადმოცემული.არ ვიცი მართლა არ მყოფნის სიტყვები რა გითხრა.ერთი ის კი ვიცი და დარწმუნებული ვარ,ამ ნიჭს მოფრთხილება,საქვეყნიდ გატანა და პატრონობა ჭირდება.ვისურვებდი,როგორც რიგითი ქართველი და უკვე შენი გულშემატკივარი,დროულად ანთებულიყოს საქართველის ცაზე შენი ვარსკვლავი.ბრავო!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
zizikore გაიხარე!!! ყველაფრისთვის დიდი მადლობა...
liako2008 გაიხარე!!!!!!!!!!!
leilataba დიდი მადლობა!!! ღმერთმა გაგახაროს!..
tartaletka ძალიან დიდი მადლობა!..
dorado ვაააა... უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
nabula დიდი მადლობა!..გაიხარე!
Medi ღმერთმა გაგახაროს!..დიდი მადლობა!!! გაიხარე!
P.S. მადლობა როგორ გადაგიხადოთ აღარ ვიცი... ახლა მეტი ფასუხისმგებლობა დამეკისრა საზოგადიების წინაშე...ეს საზოგადოება კი თქვენ ხართ, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და დიდად ვაფასებ. მე მხოლოდ ისღა დამრჩენია, რომ ჩემი შრომითა და შემოქმედებით ვთქვა სიტყვა და გამოვხატო მადლიერება თქვენ მიმართ.
დიდი მადლობა შეფასებისა და დაფასებისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
გალაკტიონის ეტრატი

გარშემო, ყველგან უკუნეთია
და გათენება არ უწერია...
მთელი სამყარო საგიჟეთია,
რაზეც მას ხშირად დაუწერია.

ცივი და უცხო სიო ეტრფოდა,
ნაზად ურხევდა ღაწვებს სახეზე
და მთვარის შუქზე მან... ნელი ოხვრით
დაიწყო წერა მესაფლავეზე.

ბაბუაწვერას უგავდა სახე
და ფანტელივით მისი ჭაღარა...
ეს უკვე, თითქოს ოდესღაც ვნახე...
ვნახე, რომ ბევრი სისხლი დაღვარა.

ცრემლი თვალთაგან წვეთ-წვეთად მოსდის,
ცრემლი ქცეული სისხლის წვეთებად...
და თითქოს სულში ალმური ასდის,
მოსჩვენებია ხალხი აფთრებად.

ის ზის ნესტიან სახლის კუთხეში...
სახელად ჰქვია გალაკტიონი,
ის დაკარგულა ღამით... ტყე-ღრეში,
ახლა კი იხმობს ერი, სიონი.

მის ეტრატს მხოლოდ მთვარე ანათებს,
იქვე მოისმის ბოდვა... რიონის,
იგი იხსენებს...და თვალთ უნათებს...
წერს: ეს სულია გალაკტიონის.

პოეტს ჩასთვლიმა ეტრატით ხელში,
როდესაც მორჩა ლექსების წერას
და გაიპარა აჩრდილთა ხვრელში,
სადაც ებრძოდა ბნელ, უცხო ერას.

მისი სამყარო ბურუსს მოეცვა,
გარს ეხვეოდნენ შავი იები,
ტანთ ჭორიკნების მანტია ეცვა...
ძვლებს კი უღრღნიდნენ ტლუ ჰარპიები.

ბახის მუსიკა მას აყრუებდა...
ორღანის ხმაში სული ეკვროდა...
წუთისოფელი კვლავ აბრუებდა,
ვენებში სისხლი აღარ ეძვროდა.

უეცრად მთვარემ მას მიაშუქა,
გალაკტიონმა სუნთქვას უხშირა...
ხელს კი არ უშვებს მას, რაც აჩუქა...
რიონმა ბოდვას მსწრაფლ მოუხშირა.

სახეზე, ფერი მკვეთრად ეცვალა,
ცრემლი ლოყაზე ლოლოდ შეაშრა,
გზა კი პოეტმა ღვთისკენ იცვალა,
სხეული მისი ცრემლივით გაშრა.

გამთენიისას ქალი მივიდა,
რომლის აღწერაც მხოლოდ მან შეძლო,
კარი შეაღო, შიგნით შევიდა,
გამოთხოვება აღარ შეეძლო.

მარჯვენა ხელი კვლავ თბილი ჰქონდა,
მთელი სხეული გალურჯებოდა...
და გულის ფიქრი, რაც თან დაჰქონდა,
არ გაემხილა და ირჯებოდა.

ქალი ებრძოდა საკუთარ გრძნობებს
და აღგზნებულმა ცხედარს აკოცა,
ის იხსენებსა ტკბილ მოგონებებს,
რითაც ტაბიძე ძლიერ აოცა.

ქალმა შეახო მთრთოლვარე ხელი,
სადაც ეტრატი მზად იყო მისთვის...
ტანჯულს აღმოხდა მისი სახელი,
ვერ იმეტებდა მის სულსა ღვთისთვის.

ვნებით დაიწყო ეტრატის კითხვა,
სათაურშივე უმალ დაემხო,
შერცხვა, დაატყდა გრძნობათა რისხვა,
აკანკალდა და ზეცა დაიმხო.

როდესაც მორჩა ლექსების კითხვას,
გვამს მეტი ვნებით შემოეხვია...
ვეღარც ბედავდა მისთვის შეკითხვას
და ბრმად შეშლილი გადაეხვია.

სამი დღე-ღამე უძრავად იწვნენ,
არავინ ჩანდა მათი მიმხედი
და ასე...მარად...სულ ერთად იყვნენ,
მათ ეკუთვნოდათ სამოთხის ხედი.

სამი დღის შემდეგ ესტუმრა ბერი,
სადაც იხილა ორი ცხედარი...
და როგორც ბერი, ატირდა ერი...
მათ სულს ეწვია თეთრი მხედარი.

მათი სხეული "პიეტას" ჰგავდა,
ტუჩები ერთურთს შეწებებოდა,
პოეტს მის გარდა არავინ ჰყავდა...
ზეცა ორივეს ეგებებოდა.

ორივეს ერთად მთვარე ანათებს,
ვერ ეკარება ბერი და მტერი,
ეტრატი იქვე სანთლად ინათებს...
სათაურად კი წერია " მერი ".

ლევან სონღულაშვილი (15 წ.)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლევან...
ღმერთმა დაგლოცოს!
გაიხარე... ასეთი ნიჭი და გენი

არ უნდა დაიკარგოს. გაიხაროს შენმა გამზდელმა
და შენით გვეამაყოს ქართველ ერს..
ხალხნო...მეორე გალაქტიონი დაიბადა=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Mar 2008
Posts17
კარმა4
OFFLINEPROFILE
LEONY wrote:
ციტატა:
celqi
zizikore
elchi


მადლობთ!.. გაიხარეთ!!! დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის...
P.S არ მინდა იფიქროთ, რომ საკუთარ თავზე რაიმე წარმოდგენა მაქვს და თემებს ვუხსნი (ან რაიმე ამდაგვარი)... პირიქით.
ხელოვნება ხალხისთვის (საზოგადოებისთვის)და ხელოვნებისთვის.

რა არ ვიფიქროთ თუ ძმა ხარ:) ყველა ფორუმზე სადაც კი შეხვალ თემებია გახსნილი:) თუ მართლა შენ ხარ, კარგი ნამუშევრებია და რათ გინდა ყალბი თავმდაბლობა, ისე შენ სურათსაც თუ დადებდი ურიგო არ იქნებოდა, ბოლობოლო შევხედავდი ვინაა ეს მითიური ლევან სონღულაშვილი
http://teen.ge/index.php?showtopic=23295
http://forum.rustavi2.com/index.php?showtopic=6838&st=0
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=59562
http://eva.ge/forum/index.php?showtopic=687
ეს მცირე ჩამონათვალი, ზოგგან უფრო ვრცელი ნამუშევრებია, მაგრამ ძირითადში ერთი და იგივე, ისე მართლა კარგი ნამუშევრებია, მაგრამ ერთი მცირეფასიანი რეკლამის არ იყოს გაიგე ახლა სად მთავრდება ოცნება და სად იწყება რეალობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ლევან,თუ მართლა შენ ხარ ამ ყველაფრის ავტორი, ქედს და მუხლს ვიყრი შენი ნიჭის წინაშე:) ბრავო!!! მაპატიე სიტყვა "თუ" რომ ვიხმარე, მაგრამ ისეთი მეტყველი ნახატებია, ისეთი საოცარი ჩანახატები და ლექსები, 15-17 წლის ასაკში ადამიანები (99,99%)ასე არ აზროვნებენ, ამ ასაკისთვის შეუფერებლად აზროვნებ, კიდევ გიმეორებ, მხოლოდ შენი ასაკის გამო შემეპარა ეჭვი, და თუ მართლა ეს ეჭვი უსაფუძვლოა, შენ გენიოსი ხარ!!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მე ბოდიშს გიხდი ჩემი ეჭვებისთვის:)
მე მყავდა ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი, არ ვიცი გაგიგონიათ თუ არა ,დათო კრაწაშვილი, ნამდვილი გენიოსი იყო, წერდა, ხატავდა, მღეროდა,ყველაფრით დაჯილდოვებული ადამიანი იყო. სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ის თავის წასვლასაც გრძნობდა.
შენ ჯვარი გწერია, შენმა გამოჩენამ მისი თავი გამახსენა, თუმცა მე ის არასოდეს დამვიწყებია:(

გაირბენს დრო, ჩაივლის წლები,
საათიც დარეკს და ისიც მოვა,
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.
მე შემოდგომას დავხატავ მართალს,
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს...
მოვა ზამთარი,გამოვიცვლებით,
ჩავიძირებით თოვლის ფიფქებში,
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები,
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში...
გასვენების დღეს იქნება წვიმა,
(უკვე წვეთები წუწუნს იწყებენ)
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ...დამივიწყებენ...

ეს დათოს ლექსია:(
მაპატიეთ ასეთი გადახვევისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
ivi963
დიდი მადლობა...
რატომ არის, რომ ადამიანი სხვის პიროვნებაში მუდამ უარყოფითს ეძებს და არა პირიქით (ალბათ ესეც ადამიანის განუყოფელი ნაწილია)... შენ ახლა ამბობ, რომ "ყალბია" ჩემი თავმდაბლობა... აქ არც ჩემი სიამაყე და არც თავმდაბლობა ჩანს და აქედან პიროვნების თვისებაზე ასეთი კატეგორიული აზრის გამოთქმა სარისკოა.(ამპარტავანი შენ პოსტს დაიკიდებდა და შენ პიროვნებასაც არ გაუყადრებდა თავს). ხშირად მშობელი 20-30 წელი შვილთან ერთად ცხოვრობს, ზრუნავს მასზე ... და ბოლოს ხვდება, რომ თურმე არ იცნობდა. შენ კი რამდენად "ახლობელი" ხარ, რომ შეიცანი ჩემი პიროვნება და "ყალბი" თავმდაბლობაც შეამჩნიე.
რა?! ამპარტავანი ვარ იმიტომ რომ თემა გავხსენი?!! საერთოდ, რო ვხატავ თუ ვწერ ამპარტავანი ვყოფილვარ... სამწუხაროდ საკუთარი საიტი არ მაქვს, თორემ არ შეგაწუხებდით. ის თემები კი რაც იქაა გახსნილი ჩემმა ნათესავმა შექმნა და ბევრმა მირჩია კარგი იქნება თუ საზოგადოების ფართო მასას შენ ნამუშევრებს გააცნობო... ეს თემა კი მე გავხსენი. მგონი ამაში დასაძრახი და ასე გასაშიფირებელი არაფერია და პირადად შენ წინაშე ცოდვა არ ჩამიდენია.
ნეტავ ადამიანთა გარკვეული ნაწილი თავისი შეცდომების დანახვასა და გამოსწორებას ცდილობდეს და არა, სხვისი უსაფუძვლო კრიტიკით საკუთარი პიროვნების განწმენდასა და ხალხის თვალში ამაღლებას.

პ.ს. "მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდა"...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
laony,ძალიან მაინტერესებს,შენ ამჟამად სად სწავლობთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
ARIADNIT
ძალიან დიდი მადლობა!!! გაიხარე!!!
bubusuna
დიდი მადლობა!.. გაიხარე!!!!!
"გადახვევას" რაც შეეხება, პირიქით, დიდი მადლობა, რომ იმ მართლაც გენიოსის (დათო კრაწაშვილის) შემოქმედების მცირე, მაგრამ ძვირფასი ნამუშევარი დადე. ისეთი გენიოსი კი როგორიც დათო იყო უკვალოდ არასდროს გაქრება, შენი და შენნაირი ადამიანების წყალობით.
გაიხარე!.. და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდი ყველაფრისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
leony, უნდა დამეწერა რომელ სკოლაშითქო,ისე ჩემი დაბადების დღეც 17 აგვისტოა=sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined07 Dec 2008
Posts62
კარმა0
OFFLINEPROFILE
nabula
სკოლაში.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 211 posts ] 
ლევან სონღულაშვილი
დესპანი