↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
გმადლობთ ქეთა. ძალიან ლამაძი ნაწარმოებები მოგიძიებია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
Zvigeni გაიხარე, პირიქით მადლობა ასეთი ლამაზი თემისთვის,ჩემი საყვარელი ლეექსები გავიხსენე და დავდე:)

უზომოდ მიყვარს გეთიაშვილის ეს ლექსიც:

**********************
სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

რეზო გეთიაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
\"პატალა ბალტკი\" ასეთი ფსევდონიმი აქვს ერთ თანამედროვე მეტად საინტერესო პოეტს.გთავაზობთ მის რამოდენიმე ნაწარმოებს:

ჩვენი სკოლა

ჩვენი სკოლა.

ახალი სკოლა აღმოუჩენიათ,
იქ უნდა შეხვიდე რწმენით,
პირველ გაკვეთილზე დაიბადები და
ბოლო გაკვეთილზე კვდები.
ამ სკოლის დირექტორი არავის უნახავს,
ჰაერის ფერი ყოფილა,
არცერთი მოსწავლე ჯერ არ გაულახავს,
არასდროს გამოდის წყობიდან,
მოსწავლეს არ დააქვს წიგნი და რვეული,
და არც უჩანთობა თრგუნავს,
არა აქვს კლასი და არა აქვს კედლები,
ეს სკოლა მრგვალია და ბრუნავს.

რეზერვისტებს

ხელი მომეცი უნდა გიმკითხავო,
სიცოცხლის ხაზს მინდა დავხედო,
ვინა გყავს მაღალი,ბეჭებ განიერი
და სავარაუდოდ სამხედრო?!
თავს ნუ მიქიცინებ მალე გათხოვდები,
ვაჟია სახება ვარსკვლავის,
ტყუპ-ტყუპი შვილები ისე დაგეხვევათ
მთვარეს რომ ეხვევა ვარსკვლავი
...
დედიკო,დედიკო რა გითხრა იმ ქალმა
რომ გავდა ნაძვის ხეს ბრეზენტში?
ისეთი არაფერი შვილო დაიკიდე,
მამაშენს წაიყვანენ რეზერვში.

ჩვენი ოთახი

თეთრი ჭერი მინდა გადავღებო შავად,
ვარსკვლავები მივაჭედო ფოსფორის,
დიდი მთვარე ვარსკვლავებს დავუსვა შახად,
გარს ხეები შემოვავლო ქოქოსის.
იატაკზე იასამნებს მოვაბნევდი,
ფანჯარაზე ღრუბლის ფარდას დავუშვებდი,
კედელს ფრესკად შენს სახებას გავაკრავდი,
ოთხ ჩიტსა და ათ პეპელას გავუშვებდი.
ამ პატარა სამყაროში მოგიხმობდი,
მესტუმრე და არ ინანებ დარწმუნდები,
წამოგაწვენ, მოგიწვები ლამაზ გულზე
თავს დაგადებ და უბრალოდ გავჩუმდები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ახლა მინდა გაგაცნოთ გოდერძი ჩოხელის პროზაული ნაწარმოები \"მგელი\" ვისაც წაკითხული არა გაქვთ დიდი სიამოვნება გელით.

გოდერძი ჩოხელი
მგელი
გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 May 2007
Posts1715
კარმა51
OFFLINEPROFILE
ზვიგენი, ხელი არ გიკანკალებს ამდენი ბეჭდვით? ცოტა სხვაგანაც იაქტიურე, lol

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
მანჩო2007,მე მომწონს ზვიგენი ამ ამპლუაში.პოლიტიკაზეასე მგონია პარლამენტის დარბაზიდან გვეხმიანება.ასევეLOL

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წყაროსთან დამეკარგა სამაჯური
უბრალო ნაქსოვი ბალახისგან...
და ეხლაც ცრემლებით მახსენდება
მინდორში,ბალახის დანახვისას...
სამყურაგარეული სამაჯური
სურნელსაც ინახავდა მრავალძარღვის...
ვიღაცა იპოვნიდა გათელავდა
ბევრია ოხერი და მამაძაღლი?!
თხოვნა მაქვს ,დოქს სანამ აავსებდეთ
არ მინდა არავისი საგანძური...
იქნებ თქვენს წყაროსთან დამეკარგა
ის ჩემი ბალახის სამაჯური...

ბიაკო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
რამდენი წლის ვარ?
რამდენჯერაც გამითენდა და დამიღამდა...
გამიზაფხულდა რამდენჯერაც
და რამდენჯერაც დამიზამთრდა...
რამდენი წლის ვარ?
ან რამდენი დღე დამითვლია საღიმილო?
ჯერ ბავშვი ვარ თან ჭაღარა
ამიტომ არ მსურს გაგიმხილო!
რამდენი წლის ვარ?
მნიშვნელობა ეხლა დაკარგა ჩემმა წლებმა
გადააჭარბა...გადაძალა
იმ ნაპოვნმა და შენაძენმა...
რამდენი წლის ვარ?
აღარც მახსოვს...ავდგები და მეც გავნაზდები
ამ შეკითხვაზე ჩემო კარგო
პასუხს არ სცემენ ლამაზები!!!

ბიაკო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ტუჩთან ხალი...
ცეცხლთან ალი (ცეცხლის ალი)
ტირის ქალი
იმას ტირის,რომ არაა მისი ბრალი...
შენი ვალი...არა მრჩება
ჩემი ვალიც არსად მიგაქვს...
და თუ ასე უცებ ქრება
რაც ,რომ გიყვარს...
ვინც,რომ გიყვარს...
რაღა რჩება ნეტა მაშინ
როცა დაშლი...
აშლი...
წაშლი....
როცა დარდი კრთება ხმაში
სისულელე მოგდის თავში...
მაშინ?
ვინმე უნდა გყავდეს,
რომ მუდამ არ გაგიავდრდეს..
იმ დღეს...
ამ დღეს...
იმდენს...
ამდენს....
ვინ დაითვლის შეცდომას და
რისთვის?
გწამდეს უნდა გრძნობის...
გემო უნდა იგრძნო ნდობის
ნდომის...
დგომის....
თანადგომის...
თუ ვერცერთს ვერ მოიძიებ
ვერ ჩაწვდები
კვდები...
დნები...
იფერფლები...
მანამ სანამ გახელდები
დაბერდები...
ჩემგან არ ღირს ამის თქმა და
მაინც გთხოვ და გევედრები...
თუ ვერ ხედავ...
თუ ვერ ხვდები...
ძვირფასს დაშლილსს...
სევდას ხმაში...
ადექი და წადი მაშინ!!!!!!

ბიაკო

მიყვარს ბი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ჩვენს შორის ჩამდგარ მანძილებს ცრემლები ცვივა
უშენოდ მიჭირს ,ვერ ვსუნთქავ , უშენოდ მცივა
უშენოდ ფეთქვას გულისას აკლია რაღაც
მონატრებასაც სცოდნია ძვირფასო დაღლა!
რომ დამიძახო ფრთებს სადმე წავართმევ ნიავს
ჩემი ოცნება ცივ ქუჩას უსიტყვოდ მიაქვს,
შენთან შეხვედრის წამები ღამეს მითენებს
შენი ლოდინით დავღლილვარ რამე მიშველე!
შენამდე როგორ დიოდა დღენი და თვენი?
დამვიწყებია ,ვარსებობ დღეს მხოლოდ შენით
ვიცი ერთხელაც გადამრევს ლოდინი შენი
და შენსკენ გამომაქანებს სიზმარი ფრენით...
მოვალ ,ჩამიკრავ უბეში არსად გამიშვებ
თუ მძინავს ეხლა ძვირფასო ნუ გამაღვიძებ..
გიყვარდე ასე ლამაზად ჩემს თავს გაფიცებ!!!

ბიაკო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წამოდი მეცეკვე,წამოდი
ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს
გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ
წამოდი მეცეკვე რა მოხდა?!
არ მინდა ვარდი და ხელმკლავი
ამბორიც არ მინდა თითებზე
წამოდი უბრალოდ მეცეკვე
მუსიკა წართმეულ სიტყვებზე.
არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა
ღაწვი და გალუმპა წამწამნი
წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი?
-დილამდე როგორმე გასწავლი.
აღარ ღირს წუხილი იმაზე
რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი
გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს
წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
გაიხარე ქეთა,ამ ჩემს ემიგრანტობით გათიშულ ტვინს სალბუნად დაედო ეს ლექსები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
მითხარი რომ სულში ყველა ჩირაღდანი
ერთდ გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი
შენს მკლავებზედ იწვა.
მითხარი რომ მოკვდა ყველა იმედი და
ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი მზერა
უხმო დატირება.
მითხარი რომ აღაე დაკრეფ ბაღში
იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა და ვიცი მალე მიმატოვებ.
მითხარი და წადი დამიტოვე სულში
უსაშველო ბინდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები მუდამ
ამაყი და მშვიდი.
მაგრამ ჩამიჭკნება სულში აკაციის
თეთრი შადრევნები,
შენთან შეხვედრას და შენით გადარევას
აღარ დავნებდები.
წავალ ისევ მარტო და წამყვება გულში
უსაშველო დარდი,
როგორ შემეშალე,ჩემს ერთადერთ იმედს
რა საოცრად ჰგავდი!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jan 2007
Posts210
კარმა50
OFFLINEPROFILE
მოვიდა ღამე ცივი და უხეში
და აშრიალდა ხმელი ფოთლები
ზამთარიც დადგა და ჩემი ფიქრი
კვლავ ჩაიძირა ცივ ზღვის ნიავში

თითქოს ცხოვრებამ თვალი დახუჭა
და მიიძინა ტკბილი სიზმრებით
რათა ცივ ზამთარს არ დაეტანჯა
როგორც ამ წუთას მე ვიტანჯები

ჩემი თვალები ცრემლიტ მძიმდება
ჩემი გრძნობები კი იტანჯება
ცივმა ზამთარმა უხმო სიყვარულს
რომელიც ჩემს გულს ულმობლად სჯიდა

იგი არ ინდობს ნამდვის სიყვარულს
და არც თბილ გრძნობებს გაზაფხულისას
მას უყვარს ტანჯვა,გულის ტკივილი
და ბოროტება დაუნდობელი

მე მჯერავს ღმერტის და სიყვარულის
რომელიც მან ჩვენს გულში დაბადა
მოვა გაზაფხული,თბილი სიყვარული
და ჩვენს გულს გაათბობს მარად...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jan 2007
Posts210
კარმა50
OFFLINEPROFILE
ილია ჭავჭავაძე

ხმა გულისა

ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი
ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,
და საიდაღამც ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს
იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს,
ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას
და გულის ჩემის სულ სხვაგვარ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,
ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;
თურმე ჩემს გულში ნაზი ბულბული
სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი