შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მინდა შეგისუნთქო თამბაქოს კვამლივით, ჩემი თმის შეხებით მინდა რომ გაგათბო. მინდა შენს მკლავებში ჩავეშვა დაღლილი, შენ კი, დაბნეული სიმშვიდით ამავსო. მინდა საჰარაზე მომიყვე ამბები, ჩვენი შეხვედრები ჩადრის ქვეშ დავმალოთ, მინდა შენთან ერთად დავთვალო ჭადრები, ჩემი ყველა ფიქრი, სურვილი გაგანდო. მინდა შეგისუნთქო თამბაქოს კვამლივით, ავადმყოფ ფილტვებში ჰაერით გაგათბო, წელზე შემომარტყა ხელები გაშლილი, სუსტი, ცრემლიანი, სიმშვიდით ამავსო.
მითხარი რამე, რაც ჯერ არ გითქვამს, რაც გრძნობას ცრემლად მომადენს თვალზე. მითხარი რამე, თორემ მომწყინდა, უსიტყვოდ ყოფნას არა აქვს ფასი. მითხარი რამე, მჯეროდეს მინდა, ვარ დედოფალი არავის მსგავსი. მითხარი რამე ლამაზი სიტყვა, ზამთარი უკვე მოგვადგა კარზე. გაზაფხულისგან რაც შეგვრჩენია თუნდაც ტყუილი მითხარი რამე, მე მხოლოდ შენი სიტყვები მინდა, არა აქვს ფასი არაფერს ხვალე. ვიღაცამ გრძნობა გაყიდა სიტყვად და მე ის სიტყვა სიზმარში ვნახე. მითხარი რამე, რაც ჯერ არ გითქვამს, ლამაზი სიტყვა მითხარი რამე...
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია. მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა, მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს, არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს. მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი, და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ, რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.
თუ კი ცრემლები არ დაგდენია,ვერ გაუგებ ვინც ახლა ტირის. თუკი არავინ მოგნატრებია,როგორ გაიგებფას მოლოდინის? თუ ღამეები არ გითევია.ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის. თუ სიყვარული არ გიგემია.ვსაც უყვარხარ არ გესმის იმის. თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია.ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის. მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,შენთვის უცხოა რასაც განვიცდი.
მთვარიან ღამით შემოვრჩი მარტო აბეზარ ფიქრებს, იქნებ შენ ეს ღამე გართობს და ოცნებობ იქნებ. ვარსკვლავთა ტანგო წკრიალებს ცაზე, რა დროს ძილია... მე შენზე ვფიქრობ, შენ ალბათ სხვაზე. სასაცილოა...
იქ, სადაც სდუმან პირამიდები.მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ, სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე. შენ მგაფრენს ცხენი არაბული, თვალებ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება... პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება. სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს; გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს. 1916
ძალიან ძალიან მიყვარს ეს ლექსი.... არა მარტო ეს, მაგრამ რატომღაც ამის დაწერა მომინდა ეხლა..........
ედებოდა მტერი მთა-ველს, გვედებოდა ყიზილბაშთა მზერა... ვერვინ ასწვდა მყინვარწვერის თაველს, თვალი დასწვა საქართველოს მზემა. მამულს ყიდდა შინაური, თუმცა, ხმლების გალავანი რტყმია... ისე მტკივა წიწამური, როგორც გულში მოხვედრილი ტყვია1
ცუდი ამბავია ხალხო, ცუდი!!! გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მწერალი, პოეტი და კინო რეჟისორი, გოდერძი ჩოხელი. ქართულ ეროვნულ მწერლობას დააკლდა წინამძღოლი ... მე ადრეც რამდენჯერმე აქ ფორუმზე მისი ნაწარმოებები დავდე. ახლაც მიწევს დადება, სამწუხაროდ უკვე მოგონებისათვის. უფალმა ამყოფოს ზეციურ საქართველოში მისი სული , ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა სევდა საქართველოზე .