↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jan 2007
Posts210
კარმა50
OFFLINEPROFILE
მინდა შეგისუნთქო
თამბაქოს კვამლივით,
ჩემი თმის შეხებით
მინდა რომ გაგათბო.
მინდა შენს მკლავებში
ჩავეშვა დაღლილი,
შენ კი, დაბნეული
სიმშვიდით ამავსო.
მინდა საჰარაზე
მომიყვე ამბები,
ჩვენი შეხვედრები
ჩადრის ქვეშ დავმალოთ,
მინდა შენთან ერთად
დავთვალო ჭადრები,
ჩემი ყველა ფიქრი,
სურვილი გაგანდო.
მინდა შეგისუნთქო
თამბაქოს კვამლივით,
ავადმყოფ ფილტვებში
ჰაერით გაგათბო,
წელზე შემომარტყა
ხელები გაშლილი,
სუსტი, ცრემლიანი,
სიმშვიდით ამავსო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jan 2007
Posts210
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქუჩაში ქარი დაქრის ისე როგორც შლეგი,
თითქოს კიდევ რაღაც უნდა მეთქვა შენთვის,
თითქოს საიდუმლო უნდა გამემხილა,
თითქოს შენთვის თვალი უნდა ამეხილა.

მაგრამ ეხლა ვგრძნობ რომ უკვე გვიანია,
ჩემს სულს სევდის წვეთი უხმოდ გაერია,
ჩუმად შემოიჭრა გულში სინანული,
მას აღარ ეხება დიდი სიხარულიც.

ვგრძნობ რომ აღარ ძალმიძს ვიყო მხიარული,
და სულ არ მიტაცებს დღისიტ სიარული,
მხოლოდ ღამემ იცის თუ რა მემართება,
როცა ავტირდები მთვარე მეფერება.

მერე ჩემთვის ვიტყვი - უკვე გვიანია,
ჩვენ დღეს ერთმანეთი არც კი გვინახია,
მე ვიცი რომ მალე ისევ მზე ამოვა,
მაგრამ რა, დღესაც ხომ არარა გამოვა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jan 2007
Posts210
კარმა50
OFFLINEPROFILE
მითხარი რამე, რაც ჯერ არ გითქვამს,
რაც გრძნობას ცრემლად მომადენს თვალზე.
მითხარი რამე, თორემ მომწყინდა,
უსიტყვოდ ყოფნას არა აქვს ფასი.
მითხარი რამე, მჯეროდეს მინდა,
ვარ დედოფალი არავის მსგავსი.
მითხარი რამე ლამაზი სიტყვა,
ზამთარი უკვე მოგვადგა კარზე.
გაზაფხულისგან რაც შეგვრჩენია
თუნდაც ტყუილი მითხარი რამე,
მე მხოლოდ შენი სიტყვები მინდა,
არა აქვს ფასი არაფერს ხვალე.
ვიღაცამ გრძნობა გაყიდა სიტყვად
და მე ის სიტყვა სიზმარში ვნახე.
მითხარი რამე, რაც ჯერ არ გითქვამს,
ლამაზი სიტყვა მითხარი რამე...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jan 2007
Posts210
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jan 2007
Posts210
კარმა50
OFFLINEPROFILE
თუ კი ცრემლები არ დაგდენია,ვერ გაუგებ ვინც ახლა ტირის.
თუკი არავინ მოგნატრებია,როგორ გაიგებფას მოლოდინის?
თუ ღამეები არ გითევია.ვერ შეიგრძნობდი დადგომას დილის.
თუ სიყვარული არ გიგემია.ვსაც უყვარხარ არ გესმის იმის.
თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია.ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის.
მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,შენთვის უცხოა რასაც განვიცდი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Aug 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
მთვარიან ღამით შემოვრჩი მარტო აბეზარ ფიქრებს,
იქნებ შენ ეს ღამე გართობს და ოცნებობ იქნებ.
ვარსკვლავთა ტანგო წკრიალებს ცაზე,
რა დროს ძილია...
მე შენზე ვფიქრობ,
შენ ალბათ სხვაზე.
სასაცილოა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Aug 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Aug 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ ჩემო დიდო იმედო,
კოშკო ნაგებო კირითა,
კახეთს მოჭრილო ისარო,
ქალაქს ნაღებო ინითა.
წითელო მოვის პერანგო,
შვიდგან შეკრულო ღილითა,
ცავ წმინდავ, ვარსკვლავიანო,
მზევ, დაფენილო დილითა.
უკვდავებისა წყაროო,
ნადენო ოქროს მილითა,
შენთანამც წოლით გამაძღო,
შენთანამც წოლა - ძილითა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined25 Aug 2007
Posts20
კარმა50
OFFLINEPROFILE
პაოლო იაშვილი

იქ, სადაც სდუმან პირამიდები.მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
1916

ძალიან ძალიან მიყვარს ეს ლექსი.... არა მარტო ეს, მაგრამ რატომღაც ამის დაწერა მომინდა ეხლა..........

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Aug 2007
Posts11
კარმა50
OFFLINEPROFILE
გზა დაიბურდა,შენ გიხმობს სული.უკიდეგანო მორევს ებრდვის ამაყი გული.შენ მოგინატრებ : ვწელავ მოლოდინს ,მეწვის სხეული...ობობა ახვევს გარინდულ სივრცეს,კუთხეში ძინავს ყვითელ გიტარას.მე შენ გინატრებ. ...ავტ.მე ვარ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Sep 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
ფიქრები წარწერით ეშვება მიწაზე,მომწონს და მიტაცებს მე წყნარი თოვა... კარგია,როცა არავის ელი და მაშინ უეცრად ვიღაცა მოვა.....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ედებოდა მტერი მთა-ველს,
გვედებოდა ყიზილბაშთა მზერა...
ვერვინ ასწვდა მყინვარწვერის თაველს,
თვალი დასწვა საქართველოს მზემა.
მამულს ყიდდა შინაური,
თუმცა, ხმლების გალავანი რტყმია...
ისე მტკივა წიწამური,
როგორც გულში მოხვედრილი ტყვია1

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
ცუდი ამბავია ხალხო, ცუდი!!! გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მწერალი, პოეტი და კინო რეჟისორი, გოდერძი ჩოხელი. ქართულ ეროვნულ მწერლობას დააკლდა წინამძღოლი ...
მე ადრეც რამდენჯერმე აქ ფორუმზე მისი ნაწარმოებები დავდე. ახლაც მიწევს დადება, სამწუხაროდ უკვე მოგონებისათვის. უფალმა ამყოფოს ზეციურ საქართველოში მისი სული , ადამიანი რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა სევდა საქართველოზე .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
აუუუ,კი მარა რა ასაკის იყო?-გაანათლოს ღმერთმა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
გულით გარდაიცვალა საწყალი... ახალგაზრდა კაცი იყო ისე. ეს მისი მოთხრობაა რომელიც ძალიან მიყვარს. ეძღვნება ავტორის გოდერძი ჩოხელის ხსოვნას.

გოდერძი ჩოხელი
მგელი
გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი