↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
უნდა წაგშალო ჩემი ხსოვნის ყველა ბწკარედში,
რა სიკვდილივით აუცდენელ ტყვიად მეწვიე,
ვერ დავივანე შენს მხურვალე,ლამაზ ჰარემში,
ვერ შევეგუე ვყოფილიყავ შენი მზეწვია.

უნდა დაგშორდე,მოგონების სკივრი დავცალო,
დარჩენილ დღეებს გადარჩენით უნდა ვუშველო,
ოღონდ სულ ცოტა ,სულ ცოტა ხანს უნდა მაცადო,
სანამ ვისწავლი არსებობას ქვეყნად უშენოდ...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
დამფრთხალი სული კბილით მიჭირავს,
კედელზე აჩრდილს მასპინძლობს სარკე,
გულისწამღებად მოთქვამს ჭრიჭინა
და შვინდის ტოტი ასკდება სარკმელს.

სუნთქვას მიჩერებს სიჩუმე მკაცრი,
დრო ქარაფებში მდინარედ მირბის,
მოწამეთასთან ამოდის კაცი
და თმებში მაწნავს ყვავილთა გვირგვინს.

სხეულში ქრება ლოდინით დაღლა,
ათას მადლობას ვწირავ მარჩენალს,
რომ შემობრძანდა სიზმარში ახლა
ჩემი ოცნების გადასარჩენად.

შორით ორეულს აწყდება თვალი,
ცოდვილი სული კბილით მიჭირავს,
ტაძრის სიღრმეში ლოცულობს ქალი
და მარტოობას მოთქვამს ჭრიჭინა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩამომიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი,
ნესტოებს მიწვავს მწკლარტე სუნი გვიმრის და ანწლის,
მერე დუელში გამომიწვევს ჭაღარა დენდი
და თეთრ ხელთათმანს სილასავით სახეში მაწნის.

მე ხომ ქალი ვარ! დუელი და ქალი ვინა თქვა,
საკინძეს მისხნის ავარდნილი ლერწმებში ქარი,
სამიზნედ მიჩანს ძუძუსთავი მინა-მინანქარს
და მითრთის ტყვიით გაკაწრული მარცხენა მხარი...

ჩამომიტყუებს ჭალის ბოლოს ხანდახან ბედი
კრიალოსანზე დამიმარცვლავს სიცოცხლის წამთა,
მზერას ავუსხლეტ გამომწვევად შიშველი მკერდით
და დუელს აგებს მერამდენედ საკუთარ თავთან.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
* * *
მე შენს ტალღებზე გავშლი იალქანს,
მე ზღვას ბავშვივით ჩავეხუტები,
მე გამოვყვები შენსკენ ნიავქარს
და ჩვენ გვექნება თრობის წუთები.

შემეფეთება თეთრი აპრილი,
გულში ჩამიკრავს თბილი ხელებით,
მეც უნებურად შენთან გაყრილი,
დავბრუნდები და მოგეფერები.

თუნდაც გაგვრიყოს მერე სამყარომ,
თუკი ცხოვრება ესაა მხოლოდ,
შენთან სიკვდილმაც ვეღარ გამყაროს,
ჩემი სიცოცხლის თავო და ბოლო...

მანანა ფრუიძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის,
ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული,
მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი
და ლტოლვა,ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.

შენ მოხვედი და ჩამიქსოვე სულში ტკივილი,
ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით,
შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი
და ეხლა ასე უსასოო,შილიფი კაბით

ვდგევარ სფინქსის წინ მუხლმოყრილი,როგორც მეძავი,
უტყვ პირამიდებს შუაღამის ელვა ანათებს,
შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ
და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.

შაში... დუშაში... უეჭველად აზარტიც მოვა,
სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში,
მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა,
შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მივათრევ სხეულს წუთისოფლის მტვრიან შარაზე
და ფურთხის ღირსად მემეტება ჩავთვალო თავი.
ჩემი სიცოცხლეც არამია ამ ქვეყანაზე,
როცა ვარდისფერს უმოწყალოდ ერევა შავი.

გარდავიცვალე და კივილით სული გამცილდა,
ათას ნაფლეთად დაეფინა ხორცი მაყვლიანს,
გამოვიტირე გამარჯვება ჩემთა მაცილთა,
ეხლა აღარ ვარ და ყვავილებს რისთვის მაყრიან.

აღარ მჭირდება უთბილესი ალერსის სიო,
მაღიზიანებს გვირგვინების ფერთა გნიასი,
აეტმასნება სული ჩემი შუაღამის სიონს,
მოენატრება ბილიკები ბეთანიასი

და გავარდება განთიადზე მყიფე კივილად,
არარაობად ნაქცევ ჭურჭელს გამოქცეული...
ნუთუ სიცოცხლე ღირდა ასე მძიმე ტკივილად,
ნუთუ მძორია სილამაზით სავსე სხეული?!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რამხელა სიყვარული შეგძლებია,
რამდენი დუმილი და ატანა,
სიკვდილის დემონები ვერ ძღებიან,
სიკვდილის დემონებმა მხარზე დაგცეს,
მერე ოცნებები გაგიძარცვეს,
სული მოგიწამლეს,პატარა.

ამქვეყნად არსებობა მირაჟია,
აღარსად კაცობა და გატანა,
რომელმა ძმადნაფიცმა მიგაჩვია,
უკუნით ლაბირინთში ხეტიალი.
შენი თვალებივით ფეთიანი,
გული გაგიჩერეს,პატარა.

ზოგჯერ ღმერთია და შორი არის,
უფრო ახლო არის სატანა,
ირგვლივ მონატრება ბორიალობს,
ტირის აგვისტოს თვე მგლოვიარე,
ყველა სასულეთი მოვიარეთ,
შენ სად ჩაიმუხლე,პატარა...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
დედიშობილა ვიბადებით,ვიზრდებით,ვკვდებით,
ამოგვიფარებს სოფლის ბოლოს პატარა ბორცვი,
და მხოლოდ მძიმე გასაყართან მისულნი ვხვდებით,
მხოლოდ სულით ვართ შემოსილნი და არა ხორცით...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მთებს გასცდომიაო შენზე მოგონება,
ფიქრს გასცრეციაო კვალი.
აღარ ველოდიო შენს ხმასთან შეხვედრას,
შეშფოთებულაო წამი.

ზღვარს ასცდომიაო საყვედურთა გროვა,
შემომსხვრევიანო ბჭენი
და სინანულადო გახმიანებულა,
ერთი შეხვედრაო შენი.

აღარ ველოდიო შენს ხმასთან შეხვედრას,
აღარც შეშფოთებას წამის,
გადავეჩვიეო მოლოდინს ფანჯრებთან,
შენით ავსებული ხვალის.”

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -
შვილი თუ მამას დაემგვანა-ეგ სიმარჯვეა!
მაგრამ ხანდახან ძველი სიბრძნეც დროს ვეღარ
უძლებს,
და როცა გვანცამ საკუთარი ლექსი მაჩვენა
-დავიღუპეო!- დედამისმა შეჰკივლა უცებ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
საყვედური გუშინდელ
საყვედურზე
მისაყვედურეს, ცოლიანი ხართო რაკიღა,
შიშნეულივით თავს გვარიდებთ, მარტო დადიხართ!
აგრე ნუ იტყვით, რას მიქვია შიში ტურფებო,
ცოლიანი ვარ, ტყვე კი არა და უუფლებო.
თუმც თქვენს ნათქვამში მე სიმართლე არ მეგულება,
მაინც მივტირი ჩემს წინანდელ გაბედულებას,
ვაშლის ტოტივით ჩამომიტყდა დღე გუშინდელი,
დაფრთხა ჩიტი და ჩემს აპრილსაც ფერი უცვლია,
ნამდვილ სიყვარულს მე არც ახლა შევუშინდები,
მაგრამ თამაში ამ გულს უკვე არ შეუძლია!
/ოთარ შალამბერიძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...
ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.
უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

ვახუშტი კოტეტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...
ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.
უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.

ვახუშტი კოტეტიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 May 2008
Posts52
კარმა3
OFFLINEPROFILE
იყო საღამო...

იყო საღამო - შენ არ იყავი -
იყო სიმღერაც, სითბოც, ინტიმიც,
ისევ და ისევ მე შენ მიყვარდი
და მოვფრინავდი, შენსკენ ჩიტივით.

მხიარულობდა ყველა მათგანი
და ბედს არავინ არ უჩიოდა,
შენი სახელი - ფიქრში ნათქვამი,
სახეზე მაჩნდა, როგორც ჭრილობა!

და გული თვითონ ალაპარაკდა,
შენი სახელი ლამის წამიმცდა...
საღამოს თითქოს ეშხი არ აკლდა
და... მაინც რაღაც აკლდა საოცრად!
/ა. ტაბატაძე/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
იქ, სადაც სდუმან პირამიდები.
მზის ქორწილის დროს
მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 355 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი