↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
სუნთქვა გაყურსულა ნებიერად
კაბის გადაჩითულ საგულესთან...
ეგებ მოხვიდე და კოცნა დადო
ყურზე,კონწიალა საყურესთან?!
გარეთ შემოდგომის დღეებია
მწიფე ყურძნის ცრემლით ვიტირებ და
გული დაეწვება ღამის სიოს
გარეთ გამიტყუებს ჭრიჭინებთან.
ფოთლებს ოქროსფერი გადაუკრავთ
გული გაფრენილა საგულედან...
შენი კოცნის გემო დამიღვინდა
ყურზე კონწიალა საყურესთან.

ბი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ათასად კაცი დაფასდა,
ათიატასად ზრდილობა,
თუ კაცი თვითონ არ არის
რას არგებს გვარიშვილობა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ეკლის ადგილზე ამოსვლა,
ეკლისა არის წესია,
მოხუცი მომკის იმასვე,
რაც სიყრმით დაუთესია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
დამშვიდება

რისი გეშინია?
შენი აჩრდილია,
დაგდევს და სურვილი აწვალებს.
შენი კოცნა უნდა???
არც გასაკვირია,მას კოცნა
აკვანში ასწავლეს!!!

მირზა

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
თბილისს ვარდისფერი სახე გაუფრინდა,
ყელზე დაეკიდა მთვარე..
როგორ მენანება, როგორ მენატრება,
ნაღდი თბილისური ღამე.
სანთლის სიჩუმეში მკრთალი ფოთოლცვენა,
ბაღში მოწყენილი გედი,
ტაძრის სინაზეში ჩიტის გადაფრენა,
თმები- მიქნეული ფრთები.
მტკვარი მოჩითული ჭადრის ფარდაგებით,
ცხელი სიყვარულის როკვა,
მერე ცრემლები და მერე სინანული,
სიონს გალობა და ლოცვა.
მერე მთაწმინდაზე დიდი ღამისთევა,
ვაჟას პოეზიის ცეცხლი,
ცისფერ ბილიკებზე ლურჯი გარინდება,
გალას სისხლიანი ლექსი.
მერე სიგიჟე და თეთრი მწუხარება,
გული-გაგლეჯილი მთვარე,
ღმერთო, მენატრება, როგორ მენატრება
ნაღდი თბილისური ღამე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
იქნებ როგორმე გული გახურდეს,
მთვარემ ყელქვევით შეგიხსნას ღილი,
ქარში ჭადრები კვლავ ახმაურდნენ
და ხეივნებში გაფინონ ჩრდილი.
შეხვდებით ბაღთან რიდებით, დარდით,
სად შაშვის ხმაზე შეგშინებია,
თან მოგიყვები, როგორ მიყვარდი
და სიმღერებში რომ მზინებია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ზვიად გამსახურდია

მთვარის ნიშნობა

გალაკტიონ ტაბიძისადმი

არფაზე გაკრული გველი
ჩუმი ნიშნობაა მთვარის.
გათავდა ვარსკვლავთა რთველი
აღმოხდა ცისკარი ჯვარის.

მნათობთა ეს სამოსელი
სარკეა ანგელოზთ მხარის
გაბრიელ - ზღურბლისა მცველი
მიქაელ - დამცემი ზარის!

ალმასით მოსთული სელი,
ტატნობზე - ელვათა ბზარი
ზავდება კამარა ვრცელი
იხსნება ცხოვნეთის კარი.

არფაზე გაკრული გველი
ფერისცვალებაა ქნარის
ცის გარდაცვალებას ელი
ახლოა დარობა დარის!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ალეკო შენგელია
მოუსმინეთ სიმღერას (wma)

ანდერძი

იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს;

თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ, -
ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.

თუ დავეცე, - ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.

გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია... ჰო, ცრემლებიც მყვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.

გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც...
- შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, -
მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.

- თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული ყბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია...

დავიღუპო!.. ნუ მირიტებთ დანანებით...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი...
ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Sep 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენ სიყვარულით სიკვდილს მიმზადებ,
მადლობელი ვარ ღმერთო მაღალო,
მიმაღწევინე შენ დიდ მიზნამდე,
არ დამაოკო და არ დამღალო.
სამოთხის კარი დატოვე ღრიჭოდ,
მოდი, მომნუსხე ძალავ ფარულო,
მე სიყვარულით სიკვდილი მიჯობს
-ვაგლახ სიცოცხლეს უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ...
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ალეკო შენგელია

წამოდი ჩემთან

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Sep 2007
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
=sher= კარგი ლექსებია,..

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
კიი :)

შველი

ჩაჰკრა ელვამ და ხანძარი ავარდა

აშიშინდა მუხის ნედლი რტოები,

სადღაც ყეფა მოისმა

სადღაც თოფი გავარდა...

ვიდექ განმარტოებით.

ჩემი ქოხი, ჩემი წნელის ხუხულა,

მეცხვარეთა გათელილი ველი,

ისევ ელვა, სადღაც დაიგრუხუნა,

ჩემს წინ გაჩნდა მკერდდაჭრილი შველი.

წამს შეჩერდა, მომანათა თვალები,

ცრემლიანი, ცრემლიანი თვალი!..

ავიტაცე, შემოვხვიე მკლავები,

გამოვუღე გულის თეთრი კარი...

ცამ გვიცინა, განიფანტნენ ნისლები,

აჟღურტულდნენ ბალახები სველი,

მე და შველი ცეცხლის პირას ვისხედით,

მე ვტიროდი, მამშვიდებდა შველი.

:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ნიკო სამადაშვილი

ბინდი

სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი,
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა,
რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი,
ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რათ დაჰყვებოდა!

ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა,
ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით...
ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა,
ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...

დასაბამიდან გზებს მოსდევდა გულდაწყვეტილი
კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა...
საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა როგორც წერტილი
და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ეს ერთიც და წავედი, დაგასვენებთ ;–)

ნიკო სამადაშვილი

* * *

მზე ჩადიოდა მაღალ მთებს იქით,
თან ცხელი მიწა ყრუდ ნელდებოდა,
ის აღავლენდა ლექსს დაჩოქილი
და ვერც კი გრძნობდა,
რომ ბნელდებოდა.

ან რას იგრძნობდა, რომ ამორძალებს
წისქვილის რუსთან აენთოთ კვარი,
ცხედარი შუქზედ ახელდა თვალებს,
მინდვრად, მუხისქვეშ, ტიროდა ქარი...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ოჰ, მახსოვრობის ბოროტო ღმერთო!
ჯერ კიდევ გულში ცეცხლივით ენთო,
რაც დავიწყების უკუნეთს ერთვის,
და უკვე აღარ არსებობს ჩემთვის,
აღარც ის სახე, აღარც ის წუთი...
და ახლა როგორც პანდორას ყუთი,
ცარიელი ვარ...
ჩემს ფსკერზე მხოლოდ
განმეორების იმედი ცოცხლობს!

ოთარ ჭილაძე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი