↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

მოთხრობა

მებაღე

maxsimas

3 წთ საკითხავი542 ნახვა

—

ალბათ სულ გავქრებოდი რომ არა სიზმრები, სიზმრები სიზმრებად გაგრძელდებოდა მე კი ასე უბრალოდ მიწისაკენ გავქრებოდი თან ისე რომ ვერავინ შემამჩნევდა” – იგრძნო რომ ხმამაღლა გაიფიქრა, უაზრობა და თვალები აქეთ იქით ნერვიულად გადაათამაშა, დარწმუნდა რომ ირგვლივ არავინ იყო და თავის დროისაგან და წყლისაგან დაჯანგებულ სარწყავს მიადგა. ეს ბაღი ეხლა რომ ხედავთ, ეს მწვანე ბალახი ფიქრებში გართული მბაღის საკუთრებაა, უცნაური ადამიანია წითელ მაისურიანი მებაღე, ირგვლივ ყველას ძალიან უყვარს, ყველა პატივს სცემს, მაგრამ თვითონ მხოლოდ თავისი საქმით ირთობს თავს, ეზოში ერთი უცნაური ხე უდგას. ამბობენ ოდესღაც როდესაც მებაღე ჟერ კიდევ სკოლაში სწავლობა, მას ერთი გოგონა შეყვარებია, გოგონა მასზე გაცილებით ლამაზი და უფროსი იყო. მასაც მოსწონდა პატარა ბიჭუნასთან მეგობრობა, მაგრამ ცდილობდა რომ ზედმეტი იმედები არ მიეცა მებაღისთვის. ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, ბიჭუნას ყურებამდე შეუყვარდა უფროსი გოგონა და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა, უხაროდა, ამბობენ საოცრად ბევრ სიკეთეს აკეთებდაო, ირგვლივ ყველას და ყველაფერს ახარებდაო, უხაროდა საბრალოს, მაგრამ იცოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სამყარო იყო და გოგონა მას არასოდეს შეხედავდა. ასეც მოხდა... ...შობა თენდებოდა, გარიჟრაჟზე პატარა მებაღე ადრევე გამოვიდა ეზოში რომ დილიდანვე დალოდებოდა თავის გულისწორს, საოცრად უხაროდა, იცოდა რომ ამ დღეც ყველაზე ბედნეირ წუთებს გაატარებდა, ის მას ერთად ყოფნას შესთავაზებდა. გოგონა ეზოში დახვდა, აი სწორედ იქ სადაც ეხლა მოხუცი მებაღე დგას. ხელში თეთრი, დახვეული ფურცელი ეჭირა და ბიჭს ელოდებოდა. ამბობენ ხმა არც ერთს ამოუღიაო, ერთმანეთისთვის ხმა არც კი გაუციათო, ბოლოს გოგონამ პატარას ხელში დაკუჭული ფურცელი ჩაუდო და მხოლოდ ეს უთხრა “ ვიცი რომ გატკინე...”, მას შემდეგ დიდი დრო გასულა, ყველას ეგონა რომ ბიჭი ამ ყველაფერს ცუდად გადაიტანდა ან უბრალოდ შეიცვლებოდა, შეცდნენ. დღეები გადიოდა და ბიჭი დღითიდღე ყველას ძალიან უყვარდებოდა, მხოლოდ არავისთან მეგობრობდა, მთელი დღეები იდგა და ეზოში უცნაურ ნაყოფს ზრდიდა... ღობესთან ვიდექი და მინდოდა რომ ეს ამბავი თქვენთვის მომეთხრო. მოხუცი მებაღის თვალებში წამიერად პატარა ბიჭუნას ნაპერწკალმა გაიელვა, მოხუცის ამბავს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და იმ დღის შემდეგ ჩემ თავში ბევრი ამოუცნობი მხარეები გავიცანი. მეეზოვის ამბავს დასასრული არ აქვს, არც არასოდეს ექნება. მისი ამბავი სწორედ იმ შობის გარიჯრაჯზე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ არ დაამთავრა, ის დღემდე იმ დასასრულშია რომლის დაკარგვაც დიდი გრძნობების გამო არ სურდა. ის უვლის თავის გრძნობას, ის თავისი სიყვარულის მებაღეა

maxsimas: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

მოთხრობა

ლამბალო და ყაშა

მიხეილ ჯავახიშვილი 1880–1937

138 წთ საკითხავი5225 ნახვა

მოთხრობა

წერილი ნაძვებს

გოდერძი ჩოხელი 1954–2007

16 წთ საკითხავი3010 ნახვა

მოთხრობა

იყიდება საქართველო

ლაშა გვილია

4 წთ საკითხავი2748 ნახვა

მოთხრობარჩეული

ხმელი წიფელი

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

7 წთ საკითხავი2507 ნახვა

დესპანი