პოეზია · ლირიკა
და გარიბალდის წითელი ქუდი
სულ ბავშვი ვიყავ და პირტიტველიმერცხალის გული მქონდა საგულეს,როცა მიწვევდა ბრძოლა პირველი,ბრძოლა, რომელიც მე არ მარგუნეს.ცხრაას თვრამეტის ვიგონებ აპრილსდა თათრებიდან დაქცეულ ბათომს.ვხედავ ქართველ ჯარს იარაღაყრილსდა ეს სირცხვილი დღესაც ძვალს ათბობს.გვიდუღდა სული შურისძიების,ამ ცა და ქვეყნის გადარევაშიჩვენი წყურვილი იყო - ეგებისაგვეღო თათრის ერთი რევანში.ზემოთში ვდგევართ... და მტერს მოველით.ყველა ჩვენგანი ფალავანია.სახეში გვირტყავს ქარი სოველი,გულები ციხის გალავანია.ახალციხიდან მოტირის მტკვარი,გვილოცავს ბავშვებს ახალ ასპინძას.თათრების ტყვიის ცეცხლით გამთბარიმდუღარე ცრემლი თვალებს აგიწვავს.გადაიკარგენ, წავიდენ, გაჰქრენახალგაზრდობის მშფოთვარე წლები.გულიც ეჭვებმა მაგრად გასარმეს,კუბოს სანთლებად დგანან ნაძვები.გულო, გეყოფა ასად გახდომა,იმ გაზაფხულის ცეცხლით აქუხდი.ამას გავალებს ახალგაზრდობადა გარიბალდის წითელი ქუდი.
10 სექტემტერი, 1927 წ.