↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტოპორტრეტი

ტაბიძე ტიციან

2026-07-181 წთ საკითხავი10764 ნახვა

—
უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.
მასსენეს ელოდენ დათლილი თითები,ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენებისხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.
აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს.
იყავი რაც გინდა, შავი, საცოდავი,ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი