↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი დროის სწავლულებს (მთარგმნელი ჩაბრაძე ბაჩანა)

2022-09-131 წთ საკითხავი47317 ნახვა

—
ძველი დროის სწავლულებს, თურმე, ასე სჯეროდათ,და ეს, იდუმალების, არ გამოდის ჩეროდან,რომ შეეძლოთ, ზეცაში, ბედისწერის დანახვადა სულების შეცნობა ვარსკვლავების თანახმად.(არაერთხელ გამხდარა ეს დაცინვის საგანი,თუმცა, თავად დაცინვას არა აქვს გასაქანი,რადგან, ხშირად, თვითონვე სასაცილოდ იქცევა.)მათ კი, რომელთ ნიშნადაც, ცით, სატურნი ირწევა,ნეკრომანტთა ძვირფასი და ველური ღვთაება,არასოდეს ელევათ ნაღველი და ვაება.
ამას ამბობს გრძნეულთა უძველესი დავთარი.სატურნელთა შფოთიან წარმოსახვის ავდარიანადგურებს მათივე გონის გამოვლინებას,და მხურვალე ძარღვებში მათივ სისხლის დინება,ვულკანიურ სიაფთრით და სამსალის მზაკვრობითემუქრება მათ სულებს სამუდამო გაქრობით.ასეთია მწუხარე სატურნელთა განგება,დაებედათ მოკვდავთა თეორიის აგება,სანამ ხელთ არ შერჩებათ სული სხეულს გაცლილი,მაგიური ლოგიკის კანონებით აცრილი.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი