პოეზია · ლირიკა
(დახუჭე თვალი...)
დახუჭე თვალი,სარკმელს დავხურავდა მზის ჩანჩქერშიმობანავე ავტომობილიმყუდრო ოთახს დაემსგავსება,დაგვეხსნება შლეგი პირქარიც.დაიძინე, სიხარულო,ნუ გედარდება,ხომ მითხარი,ხომ გამაფრთხილე,გაგაღვიძებ, როცა დრო მოვა...კარგი, ჰო, კარგი,ჩემი მარცხენაცმუხლზე გედოს,მაშინაც კი არ გამოგაცლი,როცა შენი პაწია ხელიდადუმდება, მოიღვენთება...დაიძინე, უსაყვარლესო,ეს წამები მხოლოდ ჩემია,მონატრებულს,უნიღბოს დაგულს დანდობილსმინდა გიცქირო...