პოეზია · ლირიკა
(ჩაქრა, ჩამოჭკნა...)
ჩაქრა, ჩამოჭკნა კენტი ნარცისიც,გაფშეკილ ღეროს აწვალებს ქარი...რაც გულმა გითხრა, ვითომ არც იცი,აბა, რად გინდა ახალი შარი?!
ჩამოხუნძლული ტოტივით ტყდებასიჩუმე — ვახშმის ცივი ნარჩენიდა ცეცხლს ჰგავს შენი სიბერის ვნება,ცარიელ სახლში უცებ გაჩენილს.