პოეზია · ლირიკა
* * * "ზაფხული გავიდა"
ზაფხული გავიდაშენს სიმშვიდეშიარის რაღაც ყალბი, ზედმეტი/ან, შეიძლება, მე მეჩვენება/,ჩამოვახიე დღესაგვისტოს ოცდათერთმეტი,როგორც ფურცელისაბოლოო ჩემს მოთმინებას...ცას სნეულივითღრუბლის მაღალ ბალიშზე ვაწვენ/ახლა კარგა ხანს ასე იქნება/და ვაკვირდები ქარის შეშლილ,დაკაწრულ ღაწვებს,როგორც საკუთარაღმოჩენას და განცვიფრებას.როგორ მახარებს,რომ შორსა ხარ...და არ გახსოვარ!/დღე ხვალინდელიუმზეოდ და უხმოდ მიწყდება/და მე გიბრუნებ ზაფხულს,როგორც წიგნებს ნათხოვარს,ფოთლებს, რომლებიც ხეს დასცვივდადა... დავიწყებას.1966