პოეზია · ლირიკა
(უმზეო პეიზაჟი ჩიტებით...)
იკბინება ყინვა ძაღლივით.ორთქლი ასდისსადგომიდან გამოსულ პირუტყვს.შეჭირხლულიბრწყინავს ჩემი ბაღი შიშველიდა უღონოფეხს ითრევს სხივი...გახევებულ სარეცხის თოკზეერთმანეთისგან მოშორებითზის ორი ჩიტი —ბაბანებენ მობუზულები...დახე, ამ ბრიყვებს,ამ ყინვაშიშორი-შორ სხედან!