პოეზია · ლირიკა
გაცვეთილი ფეხსაცმელი
ოთხი შვილი მყავს:დილა, შუადღე, საღამო,ღამე - ცელქი და ავსული.ცხოვრება - ჩემი მეუღლესულ საშოვარზეა წასული.ყელამდე ვზივარ სარეცხში,მერე ჩამოვფენ ღრუბლებად.ჩემი ქმარ-შვილი არა ჩანს,გუბეებს ვასხამ სუპებად.ერთად ვერასდროს გავლაღდითცხოვრება, მე და შვილები.მე როცა ვხარობ, ისინიარიან გადაღლილები.არც ვინმე სატრფო არა მყავს,რომ მასთან ერთად გავიქცე,ეს ჩემი ფეხსაცმელებიოცნების გზაზე გავცვითე.