პოეზია · ლირიკა
* * * ყოველ დილით ცარიელი ყულაბა ვარ
ყოველ დილით ცარიელი ყულაბა ვარგარედან ვიხატები, წამწამებს ვიგრეხ.ერთ ორ გამონათქვამსჩავყლაპავ გასამხნევებლად.ყველაფერს ვიყრი თავში,რაც თვალებიდან შემოეტევა -ასე გამართულად არაფერი მიმუშავებს.ღამით გული მაქვს გატეხილიდა შიგთავსს ვახარისხებ:ოქროს თევზები შვილებს - შესაჭმელად,ჩემს მოწაფეებს - აკვარიუმისთვის,ვერცხლის ზარები ახლობლებს - არ დამეკარგონ,მტრებს - თავი შემახსენონ.ფულები მებაჟეებს - სული არ მიკურთხონ,სნეულებებს - თავი დამანებონ.მზაკვრულად ჩაყრილი ქვები,სასროლადგანტვირთვისათვისანყურადღების მისაქცევად.უბედობას კი ასე ვეთამაშები:ერთმანეთს თვალებით ვზომავთ,ვინ ვის დააპატარავებს,ვინ ვისში ჩავარდები...და მოინელებს.