↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გამომაკლდნენ მამა, ქმარი

კაიშაური რუსუდან

2010-08-121 წთ საკითხავი2632 ნახვა

—
ვუძღვნი ჩემს დევნილ მოსწავლეებსდა მათ მშობლებს
გამომაკლდნენ მამა, ქმარი.მათ ზოგი უსულოც მიემატა.მაგალითად, სახლი, სოფელი,ქოთნის ყვავილები.ვიღრიალე, მაგრამ ქარიშხალივერ ამოვიგდე,მით უმეტეს, ზვავი თავზევერ ჩამოვიმხე.გლოვის ნარჩენებს ვყრიდა ნაგავი კანკალებს,რადგან იქ ვირთხები დარბიან,როგროც სამგლოვიარო ნიშნები.ისე გავიწეწები - ქარსაც შეშურდება.თავი რომ ვინუგეშო,ცოცხლებით ვთამაშობ,რადგან თამაშიდან დამარცხებულებისგასვლა არ მტკივა.თუმცა დამარცხებულებს,როცა ბევრნი არიან,ეს სახელი აღარ ჰქვიათ.გამარჯვებული კი მუდამერთია,ვინც ამის გამო თამაშგარეთ რჩება,ქაღალდის ფურცელზე წვებადა ცოტა ხანშილექსი ჩამოუგრძელდება ცინგლივით,როგროც გალახულს -სისუსტის ნიშანი.
კაიშაური რუსუდან

კაიშაური რუსუდან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი