↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რასაც ვაკეთებ

კაიშაური რუსუდან

2010-08-121 წთ საკითხავი2632 ნახვა

—
რასაც ვაკეთებ - ცხოვრების ჩათვლით, ესაა:ყველაფრის წყურვილს,ანუ სიმშვიდეს ვიკლავ.იმდენი მელანი მაქვსდასახარჯი,რომ ცარიელი ფურცლიდანარ ჩამოვდივარ,ვბორიალობ მარცხნიდან მარჯვნივ.თუ ვერ შემიცნობს,ქაღალდის ჩიტებად ვაქცევამ ფურცლებს,ისევ ჩემთან რომ ბრუნდებიან,რადგან მე და ჩემი შვილებიცერთმანეთში ვძვრებით ხოლმე,თავი რომ გავიტანოთ.ადამიანებიც მეფურცლებიან,იმდენი სიტყვა აქვთ,პირდაპირ მაწობენ თავიანთ მელანშიდა ამას ურთიერთობები ჰქვია.მაგრამ მე რაც არ მასვენებს,ის ადამიანებზე მეტადცარიელ ფურცელს წაეკიდება -აქედან ცას ჩემი ცეცხლის ენით შევწვდები.
კაიშაური რუსუდან

კაიშაური რუსუდან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი