↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიასადაგეთ კვლავ... (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

ცვეტაევა მარინა

2026-07-181 წთ საკითხავი2071 ნახვა

—
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONEმიასადაგეთ კვლავ სიმღერები
ჩემი ცხოვრების უმძიმეს ჯვართან!
მაგრად დაკოცნეთ ჩემი ხელები -
ამბორი უყავთ ალმასის თვალთა!
აი, რა მოხდა, თავს რა გადამხდა:
ზამთარში მეხი ისე გრგვინავდა,
მხეციც იძროდა სიბრალულისგან,
მუნჯიც კი რაა, ალაპარაკდა.
შუაღამის მზე - ცეცხლად ინთება!
დღისით - ვარსკვლავის ჩნდება ნიშანი!
მოდის და ტალღად მოიზვირთება
მტანჯველი ბედი - შესანიშნავი.
მე მკვდრეთით აღვსდექ, ფერფლიდან თითქოს!
რა საშინელი მსჯავრით შემრისხეს!
ზართა გუგუნში მთავარანგელოზთუხმოდ მივყვები თავსაკვეთისკენ.
ცვეტაევა მარინა

ცვეტაევა მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი