↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მომწონს, რომ ავად არა ხარ ჩემით... (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)

ცვეტაევა მარინა

2026-07-181 წთ საკითხავი2094 ნახვა

—
მომწონს, რომ ავად არა ხარ ჩემით,მომწონს, რომ თქვენით არა ვარ ავად,რომ ფეხქვეშ მიწა მძიმე და სველიარ გატოკდება სულისშემძრავად.რომ სასაცილოდ თავისუფალიარ ვთამაშობდე ყალბი სიტყვებითდა არ გავწითლდე, როცა უბრალოდერთურთს თითებით ველაციცებით.
და კიდევ მომწონს, გიცქერით როცაეხვევით ვინმეს მოურიდებლივდა არ მიგზავნით გეენას კოცონს,მეც საკოცნელად რომ არ მინდებით.რომ ჩემს ხსენებას სათუთად თქვენშიარც დღით, არც ღამით არ გაუვლია,რომ დიდი ტაძრის სიმყუდროვეშიარავინ გეტყვის ალილუიას!...
მადლობას გიხდით გულით და ხელით,გულით და სულით მადლბას გიხდით.მადლობას გიხდით - გიყვარდით ისე,რომ თქვენ თავადაც ვერაფერს მიხვდით.მადლობას გიხდით ამ სიმშვიდისთვისდა იშვიათი შეხვედრებისთვის,მთვარიან ღამით, დაბინდებისასჯერ არ შემდგარი პაემნებისთვის.რომ თავს არ გვადგას გვირგვინის დარადჩვენ შარავანდი ცხელი და მწველი,ვწუხვარ, რომ ჩემით არა ხართ ავად,ვწუხვარ, რომ ავად არა ვარ თქვენით!
ცვეტაევა მარინა

ცვეტაევა მარინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი