პოეზია · ლირიკა
გამვლელი (მთარგმნელი: ვასილ გულეური)
მზერას ძირს მიაპყრობ, გზაზემიდიხარ, რაღაცით მგევხარ.თვალებს მეც ძირს ვხრიდი - ასე!გამვლელო, შეჩერდი ერთხანს!
ბაიას, ყაყაჩოს ერთადრომ კონავ - შეავლე თვალი,სახელად მარინა მერქვა,რამდენი წლის ვიყავ, თვალე.
ნუ ფიქრობ - სამარის პირადმუქარით წამოვდგე ლამის...მიყვარდა სიცილი ხშირად,როცა დრო არ იყო ამის!
ღაწვები ალისფრად მენთო,გრუზა თმით თითქოსდა მგევხარ...მეც ვიყავ გამვლელი ერთ დროს!გამვლელო, შეჩერდი ერთხანს!
მოწყვიტე, ვიდრემდე წახვალეს კენკრა, წითელი ღაწვზე, -ამქვეყნად ვერაფერს ნახავუტკბილესს საფლავის მარწყვზე.
ოღონდაც, პირქუშად ნუ ხარ,დაბლა ნუ დაღუნავ კისერს,მცირე ხნით თუ ჩემზე სწუხარ,მალე დამივიწყე ისევ.
მზის სხივი გადგია თავზე!..თითქოსდა ოქროს ფუნჯს გისმევს...- და ნუ შეგაშფოთებს ასე,ჩემს ხმას რომ მიწიდან ისმენ.