პოეზია · ლირიკა
შეხვედრა
(ომარ თურმანაულს)
გამარჯობა, ჩემო ძმაო,გამარჯობა, ომარ.მითხარ, ბიჭო, ხომ არ მოგკლაწეღანდელმა ომმა?
მითხარ, სხვად ხომ არ დაბრუნდისხვად წასული კაცი?ეგრე თუა, სად გეძებო,სად მოგაგნო აწი?
გათამამდა სიკვდილი დანახე როგორ ანცობს...ჯინს ბითლში ვინ დააბრუნებს,ვინ დააცობს საცობს!
გამარჯობა, ჩემო ძმაო,გამარჯო, ომარ.ცოცხალს ეჭვით გეკითხები,ხომ არ მოგკლა ომმა?