↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შტრიხები ავტოპორტრეტისათვის

მამედლი იმირ

2026-07-183 წთ საკითხავი7741 ნახვა

—
გზაზე აყოლილ ტალახივით ფეხზე გეკიდეთ,ფეხს არც იქნევდით,ისე ფრთხილად მიმოდიოდით.მაინც ყველასგან გამორჩევით მე ერთს მეკეთა"ლუჩი" საათი,და მე ერთს მქონდა წყლით ქოჩორი გადადკეცილი.მხოლოდ შარვალი მვარდებოდა ოცნებით რაინდსრადგან ცხოვრება ოცნება სავითარ იყო მუდამ გულით კეთილი, -ბევრნი და-ძმანი ვიყავით და მამა-მახმადასოფლად ზდიოდა ჩვენზე ფიქრები, დედა-შამამასევას მარადი ცოდვებივით მხრებზე ეკიდამაწვნის ქილებით დატენილი შავი ჩანთები.ათაში ერთ ხელ ჩემთვის ტანსაცმელს რომ ყიდულობდნენ,შარვალი მუდამ დიდი მოჰქონდათ.გაიზრდებაო! - ასე ამბობდა დედიკო, ჰო და,თითქოს ოცნება წამოსცდებოდა ხოლმე თავისი.ჩემი უფროსი დაც შორიდან იმით მიცნობდა,შალვარი ხელით უჭირავს და ისე მოდისო.
ფეხს არ იქნვდით ისე ფრთხილად მიმოდიოდით.და მე მიყვარდა კოლას გოგოს შავი თვალები,როგორც მორწმუნეს მარიამის თვალები უყვარს.ლექსებს ვუწერდი, ახლა ვხდები, თურმე რა ფუჭადჩაიარა ჩემმა წვალებამ.ერთხელ თქვა ჩემთვის ოხრის მაგივრადრამე ბაწარი ნახე შალვარის დასამაგრებლად.
სოფლის მძღოლები მეძახოდნენ პატარა "ქირვას"და მამღერებდნენ, "კინტრი თედომ ქორწილი ქნაო"რადგან იცოდნენ, ჩემი სხვებივით ატირებაათას ჯერ უფრო ძნელი საქმე იყო მძღოლთა თვისდა ჩემი უცებ ამღერება კიათი ათას ჯერ უფრო იოლი.
თანაც ყველას გან გამორჩევით მე ერთს მეკეთა"ლუჩი" საათი.და ფაშიანის ორღობეებშიჟამის კამეჩი მოდიოდა ტაატ-ტაატით.კოლას გოგოს კი მარიამივითშავი და წმინდა თვალები ჰქონდა.და გაზაფხული თქვენზე უფრო კარგათ მამჩნევდა, -გაშლილ ხელებზე ეფინა დაჩემსკენ რაღაც თეთრი მოჰქონდა,და მერე როგორც გავიგე გვიანეს იყო ჩემი სიყვარული იმ ერთი სადმი,ვისი სახელის ხსენებასაც ისე გავურბიროგორც შიიტი წამებულთა წმინდა სახელებს.ო, თურმე კაცი სადამდე არ აიშვერს ხელებს,ოღონდ ღმერთმა რამე უშველოს.მე კი საშველი არ დამადგა, რადგან თვით შველამაშინებდა უმისამართო,ვით რამ წერილი ონონიმური.ბავშობიდანმე არ მიყვარდა გამოცანები,გამოცნობისას ყველაზე ნაკლებ ნიჭს მე ვავლენდი.ერთი კი ჩუმად მარწმუნებდა გეყო, დანებდი.მერე იყო დაარ გჯეროდათ ამ დიდი გრძნობის,და ამიტომაც დაპატარავდა,როგორც ბებია სიბერისას, ან გული შიშით.ჩემ სიყვარულს კი უყურებდით, ვით უცხო ფრინველსთქვენთვის ჯერაც უცნობი ჯიშის.
და მე ერთს მქონდა წყლით ქოჩორი გადადკეცილი,და დედაც ისე სწრაფად დნებოდა,როგორც ოთახში შეტანილი გუნდა თოვლისა,რადგან ცხოვრება ისე აჭერდა ხელს რბილ სხეულზე,ვით ბავშვი ლამაზ ბეღურა ჩიტს სიყვარულისგან.
მაწვნის ქილებით გატენილი შავი ჩანთამხრებზე ეკიდა ვით ევას ცოდვა,რომელიც ალბათ ყველა ქალმა უნდა ზიდოსზურგით, თუ მხრებით.
და მე ერთს მქონდა წყლით ქოჩორი გადადკეცილი,და ჯოხის ცხენზე გადავჯდებოდი ხოლმე ყოველთვის.და არასოდეს ჯოხის ჯორზე არ გადამჯდარვარ.წაიღო ქარმა,წაიღო ქარმა, რაც მოიტანა.მხოლოდ ის დაგვრჩა, რასაც ქარი ვერ მოერიაფიქრივით მძიმე, დარდივით დიდი.
და მე ერთს მქონდა წყლით ქოჩორი გადადკეცილი.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი