↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ასობით ტონა საბრძოლო რკინა (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

განდლევსკი სერგეი

2011-08-121 წთ საკითხავი244 ნახვა

—
ასობით ტონა საბრძოლო რკინადაჭირხნა კრემლის კედლებმა მრუმემ.ფეხებში მიწამ მოგვიღიტინადა არ დაენდო ზათქებს სიჩუმე.
საღამო იყო. წინადღე ლხინის,ტაქსის ლოდინში ლამის ინათა.წინადღე იყო სხვისი ქორწილის,პირადი დარდის იყო წინადღე.
კვალიც არ იყო იქ სულიერის,კარანტინს როგორც შეშვენის - უხმოდ,ამ შუაღამემ შეკრა ძლიერადჩემთვის ძვირფასიც, ძალიან უცხოც.
ეს უიღბლობაც არის ორპირი.გულს აცხოველებს, აახლებს დარდი,პირზე შეგვრჩება მწარე ღიმილიდა გახელილი თვალები ფართოდ.
ისევ ბატალურ ღუმელში წრთობა,ადამიანთა ასობით მსხვერპლი,ჩვენ ამ ღუმელში ვსწავლობთ უტყვობას,დიდხანს გაგვყვება სიმწარე ფერფლის.
დედაჩემმა კი დაბადა ბავშვი,განა თოჯინა გუგუნა ჯავშნით.ნუღარ გამომსცდით და ნუ მაწამებთ,მეც მათქმევინეთ, სიტყვა მაცალეთ.
მიწა იძვროდა ზათქით, ქუხილით.ტანკებით სავსე კრემლის ალაგი.სალამი, ჩემო დიდო წუხილო,წვეთო სიცოცხლევ რკინის ქალაქში!

განდლევსკი სერგეი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი