↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი ნინოს

ბაკურაძე შალვა

2016-01-161 წთ საკითხავი817 ნახვა

—
სხვას ვის ვუმღერო? აქ შენს გარდა არავის ვიცნობ,სხვას ვის ველოდო, მე შენს შემდეგ არავის ველი.ვინა ვარ? შენ ვარ. ჩემი გულის ოთახი ვიწროსავსეა შენით სიყვარულო, სავსეა შენით.
ამ სიმღერასაც შენ მამღერებ და უკვე აღარმენაღვლება, რომ დავთმე შენთვის მთელი სამყარო,რამ დამანაღვლოს, როცა მკერდში გულივით მყავხარ,ამ სიხარულზე უფრო მეტად რამ გამახაროს.
რა უნდა მერქვას, კედლებს შორის მომწყვდეულს, მაშინ,როცა შენ გქვია ეს ტუჩები, თმები, კისერი,მეც ხომ შენსავით ვცხოვრობ მიწით ნაშენებ სახლში,გულაღმა ვწევარ იატაკზე და შენ გიმღერი.
გიმღერი ჩუმად სიყვარულო, გიმღერი მოკლედ,ჩურჩულით ჩემო სიხარულო და პატარძალოვინ უნდა შემხვდეს, ან ისეთი რა უნდა მოვკვდე,რომ ეს სიმღერა სიყვარულის სხვაზე გავცვალო
რომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარორომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარორომ დავივიწყო ეს სიმღერა და გაგეყარო

ბაკურაძე შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი