↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მგალობელი ფიტულები

ბაკურაძე შალვა

2009-08-121 წთ საკითხავი1365 ნახვა

—
ტყეში მოკლული ფრინველები მონკავშირის მაღაზიაშიგანაგრძობენ სიკვდილსტყავის ჩექმები სანადირო თოფები საფანტი და შუშის თვალებიცნობისმოყვარე ქალაქელებს უამბოებნ დარღვეულიწრებრუნვის ამბავსკაკაბის იხვის გნოლისა და მტრედის სულებივერ შორდებიან საკუთარ ცხედრებსდა გაყინული ნისკარტიდან გალობენ მათთვის ვისაც არ ესმისვინც ვერ ხედავს ბუმბულს მიღმა გულის შემცვლელ ბამბასდა ნახერხს
მოდი წავიდეთ მონკავშირის მაღაზიაშიგადავიხადოთ მცირე თანხაშევიძინოთ წეროს ფიტული და მივართვათ საყვარელ ქალსნიშნად მარადი სიყვარულისათან ესეც ვუთხრათ:ის გაზაფხულზე დაბრუნებით არ გაგახარებსდა შემოდგომით თბილ ქვეყნებში არ გაფრინდებაშენთან იქნება სამუდამოდ როგორც სიკვდილიდა ნახერხისფერ ლამაზ წუთებს გაგიხანგრძლივებს
დილაადრიან მკვდარ სიმღერებს იმღერებს შენთვისსარჩოს არ მოგთხოვს წყალს არ დალევს შენი თეფშიდანმხოლოდ ოთახის სიმყუდროვით გაბერავს ჩიჩახვსდა თვალებიდან ჩემს სიყვარულს ამოგიკენკავს
წვეულებაზე ნათესავებს მოიპატიჟებსშაშვებს და ხოხბებს მონკავშირის მაღაზიიდანისინი ჩაით გამთბარ სუფრას მიუსხდებიანდა საკუთარ თავს სამეგობროდ გისახსოვრებენ
კვლავ ძველებურად ეყვარები ოჯახის წევრებსვერ შეამჩნევენ შენში რამე განსაკუთრებულსრადგანაც მხოლოდ მე მივხვდები რომ გაიზარდედა იმ მგალობელ ფიტულად რომ გადაიქეცი

ბაკურაძე შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი