პოეზია · ლირიკა
მუდამ რომ მახსოვდე
შენ ახლა მამის ოთახში ხარ და აკვირდები,როგორ დაბრუნდნენ მერცხლები და ჩვენი ფანჯარაროგორ მოირთო იასამნის თბილი კვირტებით,როგორ აუშვა მარტმა გული და ააჩქარა.
თუმცა შენ უფრო დაეჭვების მოგწონს პროცესი,როცა სიხარულს კითხვებს უსვამ, მაგრამ კარებთანხედავ აგდია ჭადრის ბეწვი და სიცოცხლეშიმისხალი ეჭვი ვერ შეგაქვს და არც გეპარება.
ათვალიერებ მამის ოთახს ყველა კუთხიდან,ოთახს, რომელიც უთვალავჯერ სიზმრად გინახავს,ოთახს, რომელმაც იატაკის აბლაბუდის დაკედლების გარდა ვერაფერი შემოგინახა.
გარეთ კი, თითქოს არც შეცვლილა ისევ სინესტითდამთბარი მიწა. მსხლის ტოტებში წყვილი ბეღურა.ძველებური ხმით გალობს შაშვი მანდარინებში,მაგრამ სუყველა, უცნაურად დაბერებულა.
ფანჯრიდან მერცხლებს აკვირდები, თითქოს მერცხლებმაცგსურს, რომ იფრინონ შენი ფრთები, შენი ფიქრები,რომლებსაც საგზლად გაიყოლებ, როცა ერთხელაცმერცხლებთან ერთად თბილ ქვეყნებში გადაფრინდები.