პოეზია · ლირიკა
საიდანაც უნდა დავიწყოთ
არასდროს გასხლა ჩემი წიგნი, მასში ვერცერთისიტყვა ვერ ლერწობს შენს გარეშე, დიდხანს ვეძებდიშესაფერ მიწას, შესაფერ მზეს, შესაფერ წვიმასლექსნერგები რომ გადმომერგო შენში გულიდანდა ახლა უკვე, როცა ჰყვავის ბაღის მეცხრედი,ვხევ ცოცხალ ფურცლებს, უანგარო სიყვარულით დაღრმა მოწიწებით კვლავ გულთან მიმაქვს.
აი, ეს არის ჩემი გული, სხვისთვის შორია,შენს გარდა მასში არც არავის არ უცხოვრიადა თავმდაბალი იმედი მაქვს იქ ცხოვრობ ახლაც,გიორგობისთვეს ველოდები, როცა მაჭარისსუნი მარანში მოხუცივით იწყებს ბორიალს,სიყვარულის და შიშის ნაჯვარისიტყვები როცა წამოწევენ თავს ცისკენ, მაღლა.
სიტყვები, თითქოს ბალახია, ერთი შეხედვით,მაგრამ კარგად თუ დააკვირდი, მათი ფეხებივაზის ფესვივით ცეცხლგამძლეა და უფრო მეტიც
მე მათზე ვსახლობ, მათზე მძინავს, მათზე დავდივარდა ამ ვენახში ერთხელ მაინც თუკი შეხვედიდა სიტყვის სუნი შეიგრძენი, გეტყვი ნამდვილად:მეფე კი არა, რომ იყო ღმერთი,ამ სილამაზეს ვერ დათმობდი ალბათ ადვილად.