პოეზია · ლირიკა
ქმრების საკითხავი
1.ამ გამოშიგნულ ვაგონებში ცხოვრობენ გზები ბალახმოვლილიდა უიმედოდ დავიწყებულირუხი ბალახი - ასე ჰქვია მერძევე მოხუცს, კარდაკარ ყველას რომდაატარებს და გარდაცვლილთა ამბებს გვიყვებამისი თვალები მინდვრის ცისფერი ყვავილებიაჩემს სასკოლო ჰერბარიუმშიმისი ტუჩები კარადაზე ჩამომხრჩვალი ვაშლის ჩირიადა მაყვლის ბუჩქთან აბუზული ბეღურებია მისი სიტყვები
ის ამბობსთითქოს გვქონდეს გულიდა ეს გული გრძნობდეს სიყვარულსთითქოს გვყავდეს ღმერთი რომელიცხედავს ნასვრეტებს ჩვენს ყველივით ქათქათა გულზეთითქოს ვგრძნობდეთ ბავშვობას როგორცძირგახვრეტილ ჩექმებს წვიმაში
"წარმოიდგინეთ თქვენი სახლი როცა მოკვდებით" -იტყვის და თვალებს გააპარებს შენობებისკენრომლებშიც კედლებს ისეთივე გრილი კანი აქვთ როგორცადამიანს სიცოცხლის შემდეგ
"წარმოიდგინეთ თქვენი სახლი როცა მოკვდებითთქვენი კეთილი ფანჯრები და სავარძლები როცა მოკვდებითეს თქვენითსავსე ოთახები როცა მოკვდებითროცა ამ ჭერქვეშ ვერ შემოხვალთ"
გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახიიმ დილით ახალგაღვიძებულებმა კარი რომ შეაღეთმან კი გთხოვათნუ შემოხვალთ ბებო მოკვდაოგარეთ თოვდადა დაორთქლილი შუშიდან დაინახეთეზოშისაადრეო ვაშლის ადგილას პერანგისამარა იდგა ბებოდა ბავშვივით ფეხისწვერებზე წამოწეულიცდილობდა შეეხედა ოთახში სადაცდედა ტიროდათქვენ კი ფიქრობდით თოვლზე რომელიცროგორც იქნა მოვიდადა ბებოზერომელმაც ყველას დაგასწროთ ადგომადა ფეხშიშველი გავიდა თოვლშიხელისგულზე ფანტელების შესაგროვებლადსიკვდილიც მაშინ ეს გეგონათროცა ფანტელები ხელისგულზე აღარ დნებიანმერე გამოანათა მზემ და მოვიდნენახლობლები მეზობლები და ნათესავებიდა თითოეულმა საკუთარი წილი სიკვდილი წაიღო თქვენგანწაიღეს მაგრამ არცერთს სახლამდეც არ მიჰყოლიასახლი კი უფრო დაცარიელდაარც ბებო იყო აღარც სიკვდილი და აღარც თოვლი
გახსოვთ ბაბუას მზიანი და ფართო ოთახიმატარებლით გაემგზავრეთ უცხო ქალაქშიფანჯრებიდან ისევ ნაცნობი ცა მოჩანდადედიკოც ისევ ახლოს იყოდა თქვენ შეგეძლოთ მის კალთაში დიდხანს გეთვლიმათ
გახსოვთ ის კაცი ტამბურში ასტრას რომ ეწეოდათან ისე მძიმედ ახველებდა იფიქრებდინახველს გულსაც ამოაყოლებსოგახსოვთ მისი რუხი პალტოჟღალი თმები და სისხლისფერი წყლიანი თვალებიგახსოვთ ის კაცი მაშინ შეშლილი რომ გეგონათ -ახლა მკვდარიაის შუაღამით თქვენს კუპეში შემოეხეტადა იღრიალა"ყველა მოკვდებით ადრე თუ გვიანდა ვერ მივხვდებით საითკენ მიდისეს გზა რომელსაც სიცოცხლე ჰქვიადა ეს სიკვდილი რომელსაც ჭყინტიყველის ყიდვისას დუმილით გამცნობსმერძევე კარის ზარზე რომ რეკავსის ყიდის კარაქს ყველსა და მაწონსდა ნაცვლად წარსულს ყიდულობს შენგან
მე კი ვიყიდე ერთხელ სიბერერაც რამ მებადა გავყიდე და შუა ომში უწვერული ყმაწვილებისგანნაოჭები და სევდა ვიყიდეგულგრილობა და სიკვდილის შიში ვიყიდედა შემდეგ უკვე მათ საფლავთან მქონდა ცრემლებიდა წუთიწუთზე ამოსაყვანი ყველივით თბილი სიტყვებიცმათი კანივით ქორფა ვარდებიცდა შეძენილი გულგრილობაცდა მაშინ მითხრა სასაფლაოზე მოხეტიალე ათი წლის ბიჭმა"დილით როდესაც მეძინა დედამმერცხალი ხარო ასე თქვა ძიამე კი თქვენს გამშრალ თვალებში ვხედავრომ მეც მოვკვდები ადრე თუ გვიანდა ვერ მივხვდები საითკენ მიდისეს გზა რომელსაც სიკვდილი ჰქვიადა ეს სიცოცხლე რომელსაც ჭყინტიყველის გემო აქვს და მაწვნის სუნიღამღამობით რომ მაჭმევენ ძალითდა ჭამის შემდეგ მერევა გულიდა ვარწყევ როგორც ფეხმძიმე ქალიმთელს დედის რძეზე ნაყიდ ბავშვობას"
ჰოო დედათქვენი ახლა შორსააცოცხალია და რძისფერ ღრუბლებში დაფარფატებსრძისფერი ფრთებითმამათქვენი კი ჩააძაღლესისინი მიხვდნენ და ჩააძაღლესმიხვდნენ - ჰო მიხვდნენ თუ ვინც იყორომ თქვენს მამობას იბრალებდადა სააღდგომო ღორივით დაკლესმდინარის პირას რომელსაც ჰქვიაჩვენთან არს ღმერთი
თქვენ კი ზღვისპირას უნდა იცხოვროთდა უნდა ჭამოთ თაფლი და თევზიესაა მამის ბოლო სურვილიესაა მამის ბოლო ლექსი
"სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაა და გეკითხები,ცოცხლებს შორის განა იცნობ ვინმე ისეთს, ამ თვისებაში ეჭვსრომ შეიტანს.შენი ქმარი ვარ და ყოველდილით ამ სიზმრებისგან დაცლილზეცას, ამ სიხარულს და ამ ქალაქს ვიწყებ შენიდან.და ამ უკვდავი ღმერთითა და მოკვდავი ძმებითგულისრევამდე ბედნიერი ვარ,ვერ გავრკვეულვარ ღვთის სიძულვილსთუ თქვენს სიყვარულს გამოვხატავ, როცა ხეიბარსიტყვებს ვაგროვებ ლოცვისათვის და როცა ღამითშენთან წოლის ვითხოვ უფლებასდა ვისმენ ეჭვი გულის ბნელი სარდაფებიდანნესტიანი ხმით მესაუბრება,რათა მეასედ დამარწმუნოს, რომ ყველა ქმარი მოკვდავიადა სიკვდილიდან რომ ვარ მოსული,რაც თავი მახსოვს ცოცხალი ვარ - რა ვუპასუხო -შემრთეს ქალი, რომელიც მიყვარს და ის არის სხვისგან ორსული.და ბნელ ოთახში ატუზული, იღლიის ქვეშ ცოლის დაკარგვისშიშის ლაქას ვეხები, როგორც ნიშნობის ბეჭედს,მაგრამ ის მაინც ყოველღამით სხვასთან მიდისდა მთვარის შუქზე წმინდანივით მიარხევს ბეჭებს,ხოლო მე ისიც აღარ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო, სად მტკიოდეს,უბრალოდ ვზივარ, ვეწევი და ვხედავ ფანჯრიდანკუპრისფერი ზღვა როგორ რიყავს მეომართა წაშლილ გვამებს,მესმის დაჭრილთამიწისფერი ხროტინი და შენ გეკითხები, რისთვის დასჭირდაუფალს ამდენი ბედნიერი, ამდენი მოწმე მისი ღრეობის.მე ხომ არაფერს, არაფერს არ დავიშურებდი, რომ ერთხელ მაინც,ერთხელ მაინც გადავხვეოდიმათ, ვისი ხსოვნაც გადააქციეს საფლავის ჯვრებად,მარმარილოდ, ანდა გრანიტად,რათა სიცოცხლე, როგორც უბნის ბებიაქალი დახმარებოდათგამოძრომაში სიკვდილის თბილი ჭუჭრუტანიდანდა შეეყვარათ ისე, როგორც მიყვარხარ ახლა,ყველაზე შორი, ყველაზე უცხოდა რაც ამ გრძნობას სიხარული და ცრემლი ახლავს,ამ გულის გარდა არავინ უწყის.სწორედ ამიტომ ვიმეორებ: სიცოცხლე ჩემი საუკეთესო თვისებაადა ვიწყებ ისევ შენი შვილიდან.ის ღმერთი როა, აშკარაა და მოდის რათა გადაღლილი დადამძიმებული, დაკოჟრილი ხელისგულები შემოვავლოსიყვარულს, როგორც ანთებულ სანთელს.ის ბავშვია და უფროსებმა, როგორც ბავშვური საიდუმლოსიცოცხლე ანდესდა სიზმრად როცა შენს მუცელზე ყურმიდებულივისმენ მის ყოფნას, ვრწმუნდები რომ ადამიანთაყველა ღიმილი და ყველა ცრემლიამ ცეროდენა მფეთქავ გულში გაერთიანდა.რომ შენ იცოცხლებ უსიკვდილოდ, მე კი მომკლავენროგორც მოკლეს ქმრები ჩემამდე და ახლა ნებსითთუ უნებლიეთ შუაღამით თავდახრილი ვდგავარ ზღვასთანდა საკუთარ თავს დავეძებ მკვდრებშირომ მივასვენო მამის სახლში, რომელშიც კედლებსისეთივე გრილი კანი აქვთ, როგორც ადამიანსსიცოცხლის შემდეგ.რომელშიც სკამებს კუბოს ირგვლივ ალაგებენ დაფერად-ფერადყვავილებში მჯდომ ორ წინაპარს,მშობელთა კვდომას რომ შეესწრნენდა ვერაფრით წარმოედგინათ ჩემი სიკვდილი,ალბათ უფრო ამიტომ ჯერათრომ აღარა ვარ და ცივ ნუგეშად იტოვებენ მტვრიან ფარაჯას,მაისურს და თიხიან ჩექმებს,ჩარჩოში სვამენ ძველ ფოტოებს, ჭერს ღებავენ დაკედლებზე ქაღალდს აკრავენ, ეგებოთახის ძვლებმა მათზე უკეთ შეინახონ ჩემი სიცოცხლისნაფლეთები რუხ ბათქაშზე ნესტად რომ რჩება,საფლავს ჯებირებს უშენებენ, რომ დავიწყებამ არ დატბოროსდა ყოველწლიურ სერობებზე სანთელივით უნთებენ ხელფასსგარდაცვლილის სულს, შენ კი ცოცხლობ რათა გიყვარდესყველა, ვინც შენში ჩემი ცოლი ვერ დაინახა,ყველა ვინც მომკლა, ან ვერ მომკლა,ვინც ვერ დამთმო დავიწყებისთვის და ვინც კინაღამღმერთმად მომნათლა..."
თქვენთვის არავის უთხოვია ბუნებრივი სიკვდილით მოკვდითოთქვენთვის არავინ გაიმეტა ნაოჭები სიბერე ან ჭაღარაროცა სიძულვილს აუდუღარ რძესავით გასმევდნენროცა შიშისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ისინი იდგნენ თავდახრილნი თქვენს ლოგინთანდა გიმღეროდნენ ნაზის ხმითდაიძინემე გაგზავნი როგორც მგელს ცხვრის ფარაშიდაიძინემე გასწავლი სხვისი სიკვდილით გახარებასდა კვლისპირა ქალაქში გზრდიდნენ.
თქვენ კი გინდოდათ ყოფილიყავითმამათქვენზე სულ ცოტა უფრო ბედნიერიგყოლოდათ ცოლი თეძოების ნაზი რხევით გაძლებასა დასიკვდილს რომ გასწავლიდათგესუნთქათ მისი მკერდიდან გადმოღვრილი რძისფერი ღამეებიმაგრამ სიძვისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ისინი მუდამ უკითხავად შემოდიოდნენდა ბოლთას ცემდნენ თქვენს სიზმრებშიღვთისსიყვარულს გირევდნენ პურში ღვარძლივითღვთისკენლოცვებს აშრიალებდნენ ზურგზე ფრთებადდა ღვთისპირა ქალაქში გზრდიდნენ
ღვთისპირა ქალაქში"
2."სადღაც იპოვეს უფროსებმა შავ-თეთრი დროშადა გასაფერადებელი ალბომივითგვაჩუქეს ბავშვებს"
ჩვენ კი გავიხსენეთ ისტორიის სახელმძღვანელოდა სკოლაში დაზეპირებული ლექსებიდა ყოველ შემხვედრს ცხვირწინ ვუფრიალებდითსამშობლოს სიყვარულსმოკვდავ მეზობელს ნაჭრის ბურთივით ვტენიდით პირშიჩვენს უმიზეზო უკვდავებასდა ნესტიანი სანგრებისაკენ მივათრევდით დასაღვრელ სისხლსსაგმირო სხეულებითმე მახსოვს შენი სისხლიმოედანზე როცა მუხლი გადაიტყავესკოლის ექთანმა იოდით მოგბანა ჭრილობა დაგაოფლილ შუბლთან გიშრისფერი თმა ხელისგულით გადაგიწიაეს რა მტირალა ყოფილხარო ჩაგიცინადა მამაჩვენს სამსახურში გადაურეკამამამ კინოში წაგვიყვანა და ვნახეთ ფილმი ომზეწლების შემდეგ კი ერთმანეთი წავიყვანეთ ომშიროგორც კინოში
მე მახსოვს შენი სისხლითბილ ხნულში შავი ღივებივით რომ მოჩანდასისხლიც როგორ გაგშავებია-მეთქი გავიფიქრევიდრე ზურგზე მოგიკიდებდი უკვე ცივს და სიკვდილგაჟღენთილსშენ კი საბოლოო უსასრულო სიზმარს ხედავდი
"მე მინახავს მწვანე მოლზე შინდისფერი თბილი ლაქებიეს არ იყო ჩვენი დროშის ნაგლეჯებიეს იყო აბზაცები მეგობრების საბოლოო სიზმრებიდან"
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარერთი აბზაციც ვერ შევცვალე შენს სიკვდილშიერთი მძიმეც ვერ წავშალეერთი პატარა მწვანე მორჩიც ვერ გადმოვრგე ჩემი გულიდანვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარვისაც ღიმილი შევუთვალე ცრემლი მაუწყავისთვისაც ცრემლი გავიმეტე ყველა მკვდარიამე კი უმიზნოდ უნდა ვსუნთქავდე გაზაფხულს წლიდან წლამდე
ვინ დავაჯერო რომ ღმერთი ვარყოველ დილით პურს ვყიდულობ მაღაზიაშიმივირთმევ ვახშამსვიღებ ხელფასსდა გულს ვინახავ სიყვარულისთვისჩემს შიშველ ზურგთან ბევრი იწვადა მკერდიც უკვე სხვისი ვნებებით მაქვს გაჯირჯულიოცნებებს კი ისე ვაფურთხე გამვლელები მესალმებიანდარბაისელი კაციაო ასე ამბობენ
"სამშობიარო სადაც დავიბადედაბომბვის დროს დაინგრაროგორ აღარ ვიფიქრო სიკვდილზე"
ვინ დავაჯერო რომ გაქრობის არ მეშინიაროცა შიშები ქინქლებივით ეხვევიანჩემს ლამპასავით მბჟუტავ სიცოცხლესროცა იმედი საგულედან ხურდა ფულივით ამომაცალესროცა ლექსებს ფესვებივით ვიწვდი მიწისკენმიწისკენ სადაც თქვენ მეგულებითდა შემორჩენილ სიხარულებს შემოდგომის ფოთლებივით ვაშრიალებ
3.ვის ვუმღერო ჩემი გათოშილი გულივის ავუნთო ჩემი დავიწყებული ლოცვავისკენ გავახილო ჩემი თვალდათხრილი ქალაქი
მე უფლება მაქვს ვიყო ერთ-ერთივითრევდეკორპუსების ტეხილ კონტურებსვრითმავდესიკვდილთან მისასვლელ დღეებს
გვერდით ოთახში პერანგს აუთოებს დედახანგრძლივი თვალებით იატაკს ჩაჰყურებსმას ყველაფერი დაავიწყდადაავიწყდა რომ მკვდარი ვარ და ყველაფერი მორჩა უკვერომ მამაჩემის ძაძა ვერ მოირგორომ ვეღარცერთი ჩემი ღიმილი ვერ მოინატრავის მოვუთხრო ჩემი სახლის ჩამქრალი ფანჯრები
მე უფლება მაქვს ვირბინო შენსკენქანციგაწყვეტამდესიყვარულამდე ვათეთრო შენსკენ ნათევი გზებიდედამიყვარხარ დედარძისფერი კანი და მიწისფერი თვალები რომ გაქვსმიყვარხარ დედამამა რომ მოკლეს მეც რომ მომკლეს და შენ მაინც ცოცხალი ხარმიყვარხარ დედაის ქალიც ჩემთან ვინც დაწვებავინც შემიყვარებს და შემდეგ დედა რომ გახდება დამიყვარხარ დედაყველა სიმღერა შენსკენ რომ მოდისყველა ლოცვას რომ შენ ლოცულობყველა ფანჯრიდან შენ რომ ჩანხარმიყვარხარ დედა
მე უფლება მაქვს ვიყო მკვდარიდა ვეღარასდროს ვისურვო დაბადებამე უფლება მაქვს ვიყო მკვდარიდა ბნელ ოთახში ძველებურად ყვაოდნენ ქოთნის იებიმე უფლება მაქვს ვიყო მკვდარივიდრე მომკლავდნენვიდრე აქ ვარვითომ ცოცხლად შენთან ერთადშენს საშოშიმიყვარხარ დედა
არაფერია უფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარულიუფრო უღრუბლო ვიდრე ჩემი სიყვარული