↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პეიზაჟი დახატული სამრეკლოს ფონზე

ბაკურაძე შალვა

2009-08-121 წთ საკითხავი1353 ნახვა

—
"მე რაც მაქვს, მხოლოდ შენთვისა მაქვს და რაც არა მაქვს,ისიც შენთვის მაქვს ჩათქმული" და ეს რომ გამეგოჩუმად ავდექი, გამოვაღე ცალი დარაბა,დილბურანში რომ დამენახა სოფლის სამრეკლო.
მგონი, ოდნავი ქარი ქროდა, რადგან სარეცხისნესტიან თოკზე გადაფენილ ცისფერ სარაფანსრაღაც არხევდა და ფანჯრისქვეშ ეზო დამრეციხელს ვერ მიშლიდა დამენახა სოფლის სამრეკლო.
ეზოში იდგა სამი მსხალი, ერთი ქლიავი,ნიგოზი ფილტვებდაჩრდილული - ნიგვზის ფოთლებთან,ჰო, გამახსენდა, მუდამ დაქრის გრილი ნიავი,სწორედ ის, ახლა, რომ არხევდა, რომ აცოცხლებდასარეცხისთოკზე გადაფენილ ცისფერ სარაფანს...ეზოში იდგა სამი მსხალი, ერთი ქლიავი...
ეზოს ბოლოში ჩეჩმა იყო, იქვე ბოსელი,მარჯვნივ საღორე და თექვსმეტი ჩლიქით მოზელილსუნთქვადაორთქლილ ტლაპოს ხვნეშას ვერ მოვისმენდი,რომ არა ნიგვზის თავანკარა გრილი ნიავიდა გარიჟრაჟის ოდნავ სუნი, სწორედ ისეთი,როგორიც არის გადაღმიდან უცხო მოზვერისდილის ღმუილი და მის ფონზე სოფლის სამრეკლო.

ბაკურაძე შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი