პოეზია · ლირიკა
* * * "ამ ლექსის წერა დავიწყე ასე"
ამ ლექსის წერა დავიწყე ასე:წარმოვიდგინე, ვზივარ რაფაზე,ვამტვრევ და ვისვრი ზღვისკენ სველ ფრაზებს,თან სიგარეტსაც ვურტყამ ნაფაზებსდა კვამლი მძიმე დუმილით მავსებს.
ვწერდი, ვფიქრობდი. რა უფრო ადრეგაჩნდა ამ ლექსში: ზღვა, თუ რომ ვამტვრევსიტყვებს და ან რა ბედი ეწიაქალს ნაადრევად მოსახუცებელს,ვისთვისაც ლექსში დიდხანს ვეძიეკუთხე და ბოლოს აქ მოვუძებნე.
ხოლო ეს ლექსი შეივსო ასე:მინდოდა, მაგრამ ვერ მივხვდი რაზეუნდა მეწერა. გულდაღმა ვეგდე.თავს ვერ ვუყრიდი გაფანტულ აზრებს.ვხედავდი ჩემს თავს, ამ ლექსს ზემოდან,და პირქვე გდება წუთების შემდეგლექსის ნაწილი როგორ ხდებოდა.
ლექსი კი უკვე ითხოვდა წერტილს,მაგრამ ამის თქმაც სიტყვებს ითხოვდა.ამიტომ ვწერდი, ჯერ ისევ ვწერდიდა ლექსმა ისე შეავსო გვერდი,არ დამეწეროს იგი ვითომდაც.