პოეზია · ლირიკა
ძლისპირი
ამბავს, რომელსაც ახლა გიამბობ,ჩვილის ღიმილზე ნათელია დადედის ხელებზე თბილი.სიზმარმოკლული ტკბილი ძილია,ბალახმოვლილს რომ მისდევს ლიანდაგს,ბალახმოვლილი ძილია, ტკბილი ძილი.
ზღვის ლურჯი ცაა, ადრე დანახულსუყველა ცაზე შორეული დასუყველა ცაზე სუფთა.მას დაინახავ მხოლოდ გულიდან,თუკი იქნები დახუჭული დათუკი შეიკრავ სუნთქვას, წუთით სუნთქვას.
მე მეპურე ვარ, ჩემი სახელითბილი ცომივით იკრობს მეპურისფქვილისფერ ბედს და იღბალს,რომ გლახის მიერ ერთხელ გახელილპირი მზითა მაქვს ამოვსებულიდა სიტყვებს ჰქვიათ: მიყვარს, მიყვარს, მიყვარს.
მე მეთევზე ვარ, ჩემი ღიმილიოქროსთევზივით ლაღად ნებივრობსშენი თვალების ფსკერზე.რომ შენი გული ვიცი ზეპირადდა თითქოს მხოლოდ ახლა ვხვდები, რომვერ ვძლებ უშენოდ, უშენოდ ვერ ვძლებ, ვერ ვძლებ.
აღარც კი მახსოვს, როდის დავტოვედაუვიწყარი ჩემი სამშობლო,ჩემი ღრუბლები, ზეცა.შენთან დავსახლდი, ცოტაც მადროვე,გადამავიწყებ, მწამს სიმარტოვეს,თბილი სიტყვებით დამილბობ ტანქვეშ ზეწარს.
შენი ცოლი ვარ ქმრისმორჩილი დაუფლისმორჩილი შენი ქმარი ვარ,ქმარი ვარ, შენი, ქმარი.ვიცი, ვერ ხვდები ახლა ძირითადს,რადგან მიყურებ მხოლოდ ძილიდან,ამბობ: ქარია გარეთ, ჩქარი, ქარი.
მე ისევ ვწვები შენს სიახლოვესდა შენი სუნთქვა ჩემსას ენდობა,ბნელ თმებს სახეზე მაშლის.შენი სიცოცხლის ნიშნებს ვაგროვებ,რადგან მიყვარხარ და უშენობარაში მჭირდება, რაში, მითხარ რაში.