↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი ნინოს

ბაკურაძე შალვა

2016-01-162 წთ საკითხავი814 ნახვა

—
მე კარგადა ვარ, გიბრუნდები ყველაზე სწრაფი მატარებლით დაგამოვცდი უკვე იერუსალიმს, მცხეთას, არარატს.უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნიდა,მე კი ვიპოვე, კარგადა ვარ, სხვა გზა არა მაქვს.
ეს გზაც შენამდე, სადაც ამდენ დაუვიწყარ სახეს ვხედავ დაამდენ სიხარულს ვიმახსოვრებ შენთვის მოსართმევს,სადაც მოსმენილ ყველა ლექსის ყველა სიტყვაში შენთან ერთად ვარ,ღიმილთან ერთად ნაოჭებში რომ გამოვზარდე.
ნუ მელოდები, მაინც მოვალ, ცხრა მთას იქეთ რომ წახვიდე დაცხრა ღმერთის უკან დამემალო - ვერ გამექცევი.მოვდივარ, ვტოვებ ღიმილის კვალს ქალაქებთან, ზღვებთან, ხიდებთან,შენთან ყოფნა მაქვს სიცოცხლისგან ნაანდერძევი.
მოვდივარ, შენთან წოლა მინდა, სიზმრად გნახე მილიარდჯერ დავიცი, რომ აწი მხოლოდ ცხადში დამესიზმრები,რადგან სურვილით ამ სხეულის თითეული კუნთი გაჯერდა,გავათბე შენთვის ლოგინები და ბალიშები.
მოვხვიე ხელი ყველა ღრუბელს, ყველა ვარსკვლავს, ყველა მზესა დამზეზე მცხუნვარე ადამიანს, რომ სიმარტოვესარ წავექციე, წავართვი ცას ფრინველი და თევზი შესართავსდა რიყეებზე ერთი მშრალი ქვაც არ დავტოვე.
მოვთხარე გული ფესვიანად, ძველი მიწა ჩამოვფერთხე დაგადმოვრგი პეშვით კიდევუფროშენსკენმიწაში,დავწვი ყველა ცა, ყველა დილა, ყველა ფონი რაც მაფერხებდა,დავემშვიდობე მშობელს, და-ძმას, ძმაკაცს, ბიძაშვილს.
მოვხვეტე ტყეში ყველა სოკო, ავკრიფე ცრემლი საფლავებზე დასულმოუთქმელად ამოვაშრე ღმერთი ლოცვანში.მე კარგადა ვარ, ამ სამ სიტყვას უთვალავი ღმერთი ეძებდა,სამ მთავარ სიტყვას ჩვენს გარშემო წყვდიადს რომ წაშლის.
ვეკითხებოდი მის შესახებ ბალახს, მწერებს, ცაში ჩიტებს დავეძებდი დიდხანს ქუჩებსა და ვიწრო სანგრებშიდა ახლა მივხვდი, რომ ის იყო ერთადერთი, რაც მარიდებდასუნმოკლულ დღეებს სიკვდილზე და ჩემზე დაგეშილს.
მე კარგადა ვარ, გიბრუნდები ყველაზე სწრაფი მატარებლით დაგამოვცდი უკვე იერუსალიმს, მცხეთას, არარატს.უკეთეს სიტყვებს კალკუტელი ბრძენიც ალბათ ვერ დაძებნიდამე კი ვიპოვე, კარგადა ვარ, სხვა გზა არა მაქვს.

ბაკურაძე შალვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი