პოეზია · ლირიკა
კეთილი ადამიანები
ქალაქი სადაც დავეფუძნე დიდი ხანია აღარ არსებობსყოველდღიურად მოგონილ საგნებს ვეხებითმოგონილ ადამიანებს ვხედავთ დამოგონილი სიტყვები გვესმისერთმანეთია ის დიდი სიტყვა ქალაქის შექმნა რომ ჩაგვაგონადა სიყვარულმა დაგვაგებინა ერთმანეთისკენ მავალი გრძელი ქუჩებიქუჩების გასწვრივ შენობებიადა შენობებში რა გამოლევს საწოლ ოთახებსიქ იგონებენ ერთმანეთისთვის:ახალ ჟესტებსახალ ტკბილ სიტყვებსახალ სიცოცხლესდა მოგონილ ღმერთებს ჰგვანანქალაქი სადაც დავეფუძნე მშვიდ ყურესა ჰგავს უსასრულო ოკეანეშიაქ ყველა კაცი ნავსადგურია და ხომალდი შორეული ნაოსნობიდანდაბრუნებულისიყვარული რომ შეეზარდა კიდურებზე მიდიებივითდა მათი სული ისე ახლოა როგორც წყალი ზვირთსაქცევიდანროგორც მუსიკა ყურმოკრული მეტროს დერეფანშიდა მათი სული ისე თბილია როგორც წვიმა ივლისის ბოლოსროგორც მტრედი ცივ პურს რომ კენკავს უსახლკარო მოხუცის ხელისგულიდან
ქალაქი სადაც დავეფუძნე დიდი ხანია აღარ არსებობსყოველდღიურად მოგონილ საგნებს ვეხებითმოგონილ მიწას ვბარავთდა წყალს ვუსხამთ მოგონილ ნერგებსშემოდგომაზე ვიღებთ მოსავალსბეღლებს ვავსებთ და გემრიელ კერძებს ვამზადებთრათა შემდგომ აუღელვებლად მივაშუროთ საწოლ ოთახებსდა მოგონილ ღმერთებად ვიქცეთ.