↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტი და ოქტომბერი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-132 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
წინად აქ მხოლოდ ერთი ხე იდგადა ბაღიც თითქო იყო სხვაფერი,შემდეგ ოქტომბრის ამბავებიდანეს არე-მარე გახდა მდიდარი.იმ უსახელო და მაღალ ხიდანეხლა არ დარჩა აღარაფერი,ძველი რუსეთის ნანგრევებიდანლანდიც არაა არავითარი!
ვიყავი შვილი, ქმარი და მამადა მეგობრები მყავდა მრავალი,მაგრამ ჩემთვის ხომ არ იყო ჩიხიდა უცნობლობა გზათა ამ არის,მრავალთა ხვედრმა ხომ ჩემთან ერთადჰპოვა ჩიხიდან გამოსავალი.მეფე არ არის, ხეც აღარ არის,მაგრამ პოეტიც ხომ ხე არ არის?პოეტს, რომელმაც ფიქრად გახადაიმ დროის ღელვა და საძრაობა,რომელმაც სძებნა, იპოვა, გასჭრადა გააშუქა გზა ღამიანი -სხვას თუ ხე და ქვაც კი არა ჰქვია -არამედ მხოლოდ არარაობა -სხვა ნებისყოფით არის პოეტიდა მშვენიერი ადამიანი!
ჩემთვის ყველაზე კარგი ეს არის -იმ ქარიშხლიან დღეთ მოგონება;ბევრი არ არის ეხლა ცოცხალი,ვინც იმ გრიგალის ხმა გაიგონა!
კარგია სხვას ერთს კვარცხლბეკად ჰქონდესმისტერიების ნისლი მარადი.რა ბედენაა პოეტისათვისდროთ გარდასულთა ისევ მონება.გადარჩე, თვითონ დასტოვო ყველაარავისითა და არარათი -და თავის თავის დარჩენის მეტივერაფრის შესძლო გამოგონება.შემდეგი ხანის წვიმა, ნისლია,შემდეგ გაისმის ქვეყნად ძახილიასწით სინათლე, ასწით გუთანი,გადაინახეთ ხნულისთვის თესლი,ადექით, ვისაც რა შეგიძლიათ,გმირული დარჩეს ქვეყნად სახელი,დაგროვილია საზღვრების ახლოდამარცხებულთა შური და გესლი!
იქ, საზღვარგარედ უდაბნო - გვალვაშიმშილითა ჰკლავს ხელოვნურ ზეცებს;უშრება ხახა უსასო მასებსდა ყელში წვება გულის არევით,თაგვებთან ერთად დაეძებს ხალხიდაობებული პურის ნამცეცებს,გული გამოწყდა დაგებულ მახესდა საბუდედან დაჰქრის ქარივით!
მაგრამ მოვა დრო: მედგარი წვიმამსოფლიო წვიმა დაჰკრავს ჯეჯილებს -მიებჯინება იგი პოლიუსს,ვით ცისარტყელას ფერი მზიანი.წყალს იგი თუ არ, სხვა ვერვინ მისცემსწყურვილისაგან ხმაჩახლეჩილებს -იგი: მსოფლიო ოქტომბრის შუქი,ქვეყნის პირველი მერიდიანი!
1931-1932
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი